x
image
intermedia.ge
Mediator image
3 ოქტომბრიდან სასტუმრო მენეჯმენტის 3-თვიანი სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი იწყება
image

2022 წლის 3 ოქტომბერს, საგანმანათლებლო ცენტრი: Tressel Academy Georgia/TAG ანახლებს 3-თვიან სასწავლო კურს „სასტუმროს მენეჯმენტი’’ - პრაქტიკული ნაწილით - სტუმარმასპინძლობის ბიზნესში.


კურსი გათვლილია სასტუმროს მართვის და შიდა ორგანიზაციული რგოლის ინდივიდუალური სტრუქტურით დაინტერესებულთათვის - დასაქმების პერსპექტივით.


Tressel Academy Georgia/TAG- სასტუმროს მენეჯმენტის კურსის ფარგლებში შესაძლებელია 9 მოდულის შესწავლა, კერძოდ: დაჯავშნა და მიღება-განთავსება, ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში, ონლაინ არხების მართვა, სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მარკეტინგის სტრატეგიები ჰორეკას ინდუსტრიაში, ღონისძიებების მართვა სასტუმროს ბიზნესში, კვებისა და სასმელების ოპერირება, დასუფთავების სერვისის ოპერირება, გაყიდვების ეფექტური გზები სასტუმროს ინდუსტრიაში.



„ტრენინგ - კურსის დაწყება განაპირობა რამოდენიმე ფაქტორმა - ტურიზმი, ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომუკური საყრდენია, შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავცეთ სწორი ცოდნა და მივიღოთ მომსახურების მაღალი ხარისხი დარგში. ასევე დღევანდელი რეალობაა ადამიანური რესურსის დანაკლისი, ამიტომ ჩვენ ვუზრუნველყობთ გამოუცდელ, მაგრამ დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლოთ და შემდეგ ინდივიდუალური გასაუბრებების საფუძველზე დავასაქმოთ. აქვე სფეროში დამსაქმებლებს ვუქმნით კომფორტს თეორიული და პრაქტიკული კურსით გამდიდრებული ადამინური რესურსი დაასაქმონ.


კურსის ღირებულებიდან განთავისუფლდება ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესდება დასაქმდეს ჩვენს პარტნიორ სასტუმროებში მინიმუმ ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებით. მსგავსი კანდიდატები შეირჩევიან მხოლოდ დამატებითი გასაუბრების საფუძველზე.


მონაწილეებისათვის გვაქვს საქმიანი წინადადებები, როგორც თბილისში 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ისე რეგიონებში.


ჩვენი პროფესიონალი ლექტორები გააზიარებენ როგორც საერთაშორისო სტანდარტების მომსახურების თეორიულ ცონდას ისე პრაქტიკულ რჩევა გამოცდილებას. - Tressel Academy Georgia/Tag -ის დირექტორი, თინათინ კუბლაშვილი.


კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.


პროექტის მხარდამჭერია სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია KA Group, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მონაწილეთა დასაქმებას მათი მენეჯმენტის ქვეშ არსებული სასტუმროებში.


R

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0