x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დაგვიღია პირი და "აბა, ომი გინდას" გავიძახით!" - ალეკო ელისაშვილი
image

"დაგვიღია პირი და “აბა, ომი გინდას” გავიძახით... აქსიომაა, თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო"- წერს სოციალურ ქსელში პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.


"წუხელ სერიოზული ბრძოლა იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. უკრაინაში ნახევარი წელია ომია. ჩვენ დაგვიღია პირი და "აბა ომი გინდა"-ს გავიძახით. არადა კაცობრიობის ისტორიის აქსიომაა - თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო!


1. საქართველომ უნდა გააორმაგოს სამხედრო ბიუჯეტი



2. გვჭირდება ახალი, ეფექტური შეიარაღება. ნაწილი უნდა ვიყიდოთ, ნაწილის წარმოება ოდესმე დავიწყოთ


3. უნდა შევქმნათ ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის ძალები ყველა ქალაქსა და რეგიონში


4. უნდა აღდგეს გაწვევა - ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური! ვაზუსტებ არა ყარაულად სადღაც, არამედ ჯარში უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების რამდენიმეთვიანი კურსი


5. იარაღის კანონი უნდა გადაიხედოს და გამარტივდეს. უნდა დავუბრუნოთ რუსების მიერ წართმეული იარაღის ფლობის და შენახვის კულტურა. უნდა მოეწყოს სასროლეთები ყველგან სადაც შესაძლებელია


ეს ყველაფერი მოგვცემს ეროვნული წინააღმდეგობის კომპლექსურ შესაძლებლობას და მტერს ჩვენზე თავდასხმას გადააფიქრებინებს! სხვა შემთხვევაში დავაღოთ პირი და ვატრიალოთ სუფრაზე ყანწები", - წერს ელისაშვილი.

1
117
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
117
  
2022, 13 სექტემბერი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1