სხვა სიცოცხლის ბოლო კადრები - ადამიანების, ნივთებისა და მოვლენების 18 ისტორიული ფოტო, რის შემდეგაც ყველაფერი დასრულდა 2022, 13 სექტემბერი, 17:00 ![]() ამ ქვეყნად მარადიული არაფერია, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ჩვენს თითოეულ ნაბიჯსაც მივყავართ იქითკენ, რომ ერთ დღესაც ჩვენთვისაც ყველაფერი დასრულდება, და ეს რაღა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, და კიდევ უფრო მძიმეა სიცოცხლის ამ უკანასკნელი კადრების ხილვა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების, მოვლენებისა და ნივთების ბოლო ისტორიულ კადრებს.
![]() 1. ჯონ კენედი ცხოვრებაში ბოლოჯერ საუზმობს, 1963 წლის 22 ნოემბერი2. ბოლო დუელი საფრანგეთის ისტორიაში მარსელის მერსა და სოციალისტური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს შორის, 1967 წელი![]() 3. "The Beatles"-ის ბოლო ერთობლივი ფოტო სრული შემადგენლობით, 1969 წელი4. უკანასკნელი კვაგა პლანეტაზე, 1870 წელი![]() 5. ბრიტანული საბრძოლო კრეისერ "ჰუდის" ეკიპაჟის ჯგუფური ფოტო, "ბისმარკთან" ბრძოლის შემდეგ 1418 ადამიანიდან მხოლოდ სამი გადარჩება![]() 6. ლევ ტოლსტოი მეუღლესთან, სოფიასთან ერთად სიცოცხლის ბოლო წელს, იასნაია პოლიანა, 1910 წელი![]() 7. "ტიტანიკის" უკანასკნელი ფოტო![]() 8. შონ კონერის შვილიშვილმა საზოგადოებას ცნობილი ბაბუის ბოლო ფოტო აჩვენა![]() 9. ჯოხარ დუდაევის სიცოცხლეში გადაღებული უკანასკნელი კადრი![]() 10. ადოლფ ჰიტლერის ბოლო ფოტო![]() 11. ნიკოლა ტესლას 1943 წელს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებული ფოტო![]() 12. პრინცესა დიანას უკანასკნელი ფოტო![]() 13. იტალიის თავზე, საზენიტო ცეცხლის მიერ შუაზე გაპობილი "Lady Liberty"-ი B-17F -ის ბოლო ფოტო, 1943 წლის 19 აგვისტო![]() 14. იაპონური აკიტას ჯიშის ძაღლის, ჰაჩიკოს უკანასკნელი ფოტო, რომელსაც ადამიანები პატრონისადმი განსაკუთრებული ერთგულებისთვის პატივს მიაგებენ, 1935 წელი![]() 15. 1924 წელს გადაღებული ველური ბარბაროს ლომის ბოლო ფოტო![]() 16. ფრიდაივერ ნიკოლასა მევოლის უკანასკნელი ფოტო, რომელმაც 72 მეტრ სიღრმეზე ერთი ამოსუნთქვით ჩაყვინთვა, რის შემდეგაც ის ფილტვების შეშუპებით მალევე გარდაიცვალა![]() 17. გენეპილი, მონღოლეთის უკანასკნელი დედოფალი, სიკვდილით დასჯამდე, 1938 წელი![]() 18. მატარებელ ტომასის უკანასკნელი ფოტო, სანამ მისი საბოლოო უტილიზება მოხდებოდა612 1-ს მოსწონს |