x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"ხელი კარგი მაქვს?.. შენ ფუ@უ უნდა ნახო"... "მეიცა, კაცო" – ია ფარულავა (ვიდეო)
image


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში უწმაწური სიტყვების გამოყენებას რომ არ ერიდება და ხშირად ბილწსიტყვაობს ეს ინსტაგრამისა და ფეისბუქის მომხმარებლებმა კარგად იციან. თითქმის ყოველდღიურად ტვირთავს ვიდეოებს, სადაც ის ხან გზაზე მგზავრობისას იგინება, ხან ტროტუარზე. სხვადასხვა ვითარებაში უხეშად მოსაუბრე მსახიობის მოკლე ვიდეოებს ასიათასობით ნახვები და მოწონებები აქვს. ბევრი მათგანი იას აქებს კიდეც.


ამჯერად ია ფარულავამ საკუთარ გადაცემაშიც გამოიყენა ეს მეთოდი და გადაცემის ფრაგმენტი პოპულარული გახადა. შესაძლოა, ეს მისგან ახალი ხრიკი იყოს ინტერესის გასაზრდელად და მაყურებლის მოსაზიდად. ასე რომ, ია ფარულავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონის პირველივე გადაცემა ხმაურიანად დაიწყო.


„ია ფარულავამ, სანამ სტუდიაში მიიწვევდა მმისივე გადაცემის სტუმარს, სამზარეულოში სცადა ბედი, შეფ ირაკლი ასათიანთან ერთად. ის რესპოდენტს სამსახურში ეწვია, მზარეულის ფორმა მოირგო და ფუსფუსი დაიწყო.



– გოგო, ვისზე ხარ ამნაირი შეუყვარებული, გამაგებიე… ხელი გაქვს სასწაული… მარა…

– ხელი კარგი მაქვს? შენ ფუ@უ უნდა ნახო…

–მეიცა, კაცო… მაგი იმან ნახოს, ვისზე შეყვარებულიც ხარ, ჩემთან რა გინდაა…

–ჩასვამს ამას ხომ ვიცი… ჩემი პროდიუსერი ჩემი მტერია…

.

.

ამასწინათ, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თინეიჯერული გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მოზარდებმა მას საკუთარი ბავშვობის წლების გახსენება სთხოვეს. ფარულავა ამბობს, რომ ორივე ძმა აბულინგებდა. მართალია ეს დაცინვა აგრესიული არ იყო, თუმცა, როგორც მსახიობი ყვება, მაშინ ეს მას ძალიან თრგუნავდა და სტრესს აყენებდა. ია ფარულავა ასევე ამბობს, რომ ლამაზი ბავშვი იყო, თუმცა მისი გარეგნობა მას თითქმის არასოდეს მოსწონდა.



„განიერი ცხვირი მქონდა და საშინლად არ მომწონდა. აკვიატებული ჩვევა მქონდა, სულ ცხვირზე ხელს ვიკიდებდი და თითქოს გათხელებას ვცდილობდი. არასოდეს არ მომწონდა ჩემი თავი, მხოლოდ ფოტოს რომ დავხედავდი მაშინ მომწონდა რომ ლამაზი ფოტო გამოვიდა და რა კარგად ვარ სურათებში, ლამაზი ბავში ვიყავი, მაგრამ სარკეში რომ ვიყურებოდი არასოდეს მომწონდა ჩემი გარეგნობა და საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვიყავი. მაშინ ლაზერი და ეპილაცია არ არსებობდა ჩემო კარგებო, ამიტომ ე.წ. „ბაკემბარდები“ მქონდა სახეზე და ძმები ამის გამო „ბანჯგვლიანს“ მეძახდნენ. ასევე სიცილზე დამცინოდნენ, კისკისი ვიცი, რომელიც დღემდე შემომრჩა და ამაზე ორივე ძმა დამცინოდა ზვიგენივით და ცხენივით იცინიო. ბევრ რამეზე მაბულინგებდნენ ძმები, მიუხედავად იმისა, რომ ამას აგრესია არ ჰქონდა, მაინც ძალიან განვიცდიდი და ისე მთრგუნავდა, ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ სამაგიეროდ მშობლების მხრიდან არ მქონდა შეზღუდვა და რაიმე აკრძალვები. მაგრამ ვფიქრობ აჯობებდა მკაცრები ყოფილიყვნენ. მე არ ვიყავი ე, წ, ხუთოსანი მოსწავლე. მაშინ ხუთები იწერებოდა სკოლებში. სამიანებიც მყავდა და ძალიან მეზარებოდა მომზადება, რეპეტიტორები და მეცადინეობა, ვერ წარმოიდგენთ როგორ არ მინდოდა ეს ყველაფერი“ - იხსენებს ია ფარულავა.

1
336
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
336
  
2022, 7 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1