x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბრიტნი სპირსმა შვილებს მიმართა - "თქვენ ჩემი კარგად ყოფნა გინდათ, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთვის ფულის გადახდა განვაგრძო"

ბრიტნი სპირსმა უმცროსი ვაჟის ჯეიდენის ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის შვუილებს მხოლოდ ფული სჭირდებათ. ჯეიდენმა თქვა, რომ იმედი აქვს დედასთან დაკავშირების და „ილოცებს მისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს“. მან ასევე დაამატა, რომ პატივს სცემს თავის ბაბუას ჯეიმი სპირსს, რომლის მეურვეობის ქვეშაც მომღერალი 13 წლით იყო და თვლის, რომ იგი ზრუნავდა მისი ქალიშვილის კეთილდღეობაზე. თავად ბრიტნი სპირსმა მამას ბრალი დასდო უფლებამოსილების გადამეტებაში და მეურვეობის ქვეშ გატარებული წლები ციხეს შეადარა.image
ბრიტნი სპირსმა შვილს ინსტაგრამის პოსტით* მიმართა და აღნიშნა, რომ ბავშვები და ყოფილი ქმარი კევინ ფედერლაინი არასოდეს წუხდნენ მის ჯანმრთელობაზე და მხოლოდ სურდათ, რომ მათთვის ფული გადაეხადა.

“ჯეიდენ, როცა ამბობ, რომ ილოცებ, რომ გამოვჯანმრთელდე... კონკრეტულად რისთვის აპირებ ლოცვას? თქვენ გინდათ, კარგად ვიყო, რათა მამათქვენს თვეში $40, 000 გადაუხადო."

ბრიტნიმ ასევე განაცხადა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან მისი მშობლებისგან და დისგან:

“სინამდვილეში, თქვენ არაფრით განსხვავდებით ჩემი სხვა საყვარელი ადამიანებისგან, რომლებიც ყოველთვის ისე მიყურებდნენ, როგორც ავადმყოფს."

მომღერლის თქმით, ის ათეისტი გახდა, რადგან ღმერთი არასოდეს დაუშვებდა ის სირთულეები გადაეტანა, რაც წარსულში თავს გადახდა.

1
316
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
316
  
2022, 7 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1