x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ისინი თქვენს ცხოვრებას ართულებს და დროა გადაყაროთ!
ალბათ ხშირად გიჩნდებათ განცდა, რომ სახლი რაც არ უნდა სუფთა იყოს, ის მაინც რაღაცნაირად არასასიამოვნოა. სახლის გარემოსა და კომფორტზე უარყოფითად ბევრი ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის ერთ-ერთია დაგროვებული არასაჭირო ნივთები. რაც არ უნდა გამართულად მუშაობდეს ისინი, მაინც ზედმეტია და დროა გადაყაროთ, რომ გათავისუფლდეს სახლის აურა, თაროები და შედეგად თქენი ბინა.




image



ისინი თქვენს ცხოვრებას ართულებს და დროა გადაყაროთ!




1. ტანსაცმელი, რომლებიც დაგიპატარავდათ, დაგივიწროვდათ. გექნებოდათ შემთხვევა, რომ იყიდეთ ახალი ტანსაცმელი, რომელმაც გარეცხვის შემდეგ ფორმა დაკარგა. ან წონაში მოიმატეთ და ნახავთ კარადაში იმ იმედით, რომ დაიკლებთ და აუცილებლად ისევ ჩაიცვამთ. ეს მცდელობა კი ხშირად გრძელდება თვეები და წლები. სჯობს აჩუქო მეგობარს, გაყიდო და კარადა განაახლო ისეთი ნივთებით, რომლებიც გეტევა.





2. გამოუყენებელი ნივთები. თუ ბიუსტჰალტერი გიჭერთ და დისკომფორტს გიქმნით, მაგრამ ის მაინც თქვენს კარადაშია; ცალ-ცალი წინდა, რომლის წყვილი დაკარგულია და ვერსად იპოვეთ; დანები, რომლებიც არც ილესება და არც იყენებთ; სამკაული, რომლებიც არ არის ძვირფასი ლითონის, ბიჟუტერიაა და თან გაწყვეტილი და გამოუყენებელი; ან ფეხსაცმელი, რომელიც თქვენი სამეჯლისო ცეკვებისთვის იყიდეთ, ორზე მეტად არ უნახავთ მათ დარბაზის იატაკი და კვლავ კარადაში ინახავთ, დროა გადაყაროთ, გააჩუქოთ, გაყიდოთ.


image






3. სუნამოების და კოსმეტიკური ნაწარმის ნიმუშები. კოსმეტიკის მაღაზიებში, კრემების, შამპუნების ან სუნამოების მინიატურული ვერსიები ხშირად შედის საჩუქრად შეძენასთან ერთად. მაგრამ რამდენი ასეთი პაკეტი გამოვიყენეთ ჩვენ რეალურად? ისინი უბრალოდ გროვდებიან აბაზანის თაროზე და მათ ნახევარს, სავარაუდოდ, ვადის გასვლის თარიღი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ან გამოიყენეთ ხოლმე ისინი დროულად, ან გადაყარეთ.




4. პლასტიკური ბარათები. ყველას აქვს საყვარელი მაღაზიების ფასდაკლების და ბონუს ბარათები. მათ იძლევიან აფთიაქებში, სასურსათო და შინაური ცხოველების მაღაზიებში, ყავის სახლებში. შედეგად, ისინი ისეთი რაოდენობით გროვდება, რომ საფულე ან ძალიან გაბერილია ან ყველა ჩანთის თუ მოსაცმელის ჯიბეში გვხვდება. უმჯობესია, თუ გექნებათ აპლიკაცია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტზე ბარათის ნაცვლად დაგეხმარებათ. image






5. სანელებლები. ზოგჯერ, ძალიან დიდი დროის მანძილზე ვინახავთ ერთსა და იმავე სანელებელს, რომელსაც ვარგისიანობის ვადა უკვე გასული აქვს და ამაზე არც ვფიქრობთ. ამიტომ, თუ ფიქრობ, რომ დიდი ხანია ისინი შენი სამზარეულოს კარადაშია, დროა დაალაგო და გადაყარო.




6. დუბლირებული ნივთები. თუ იყიდე ახალი ქვაბი, ტაფა, ჩაიდანი, თუმცა გაქვს ძველი, რომელიც დაზიანებული არ არის და ტყუილად იკავებს ადგილს შენს სამზარეულოში თუ უბრალოდ სადღაც (ანტრესოლის) თაროზე, დროა გააჩუქო, გაყიდო ან გადააგდო.image



3
650
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
650
  
2022, 13 სექტემბერი, 0:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3