x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვერაფერს თუ ვერ ყვება ეს "დალოცვილი", აბა "რაის ოპოზიციონერია?" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ანაკლის პორტის პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას დუმილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ისე რა მაინტერესებს და ეს ანაკლიის უნიკალური პროექტი რომ დაძირეთ და გაანადგურეთ (პუტინის საამებლად)თუ ერთმა პრემიერმა თუ მეორემ ( ღარიბაშვილ-გახარიას ვგულისხმობ ) ( ნუ ივანიშვილს ხო ვგულისხმობთ და ვგულისხმობთ ).


ამ გახარიამ: თვალების "დათხრას" არ და ვერ მოვყვები როგორ მოხდაო, ანაკლიის პროექტი ვერ მოვყვები როგორ გავანადურეთ და "დავძირეთო", ჰოდა ვერაფერს თუ ვერ ყვება ეს “დალოცვილი”, ვერც პრემიერობის დროს ყვებოდა, ვერც ახლა ყვება, აბა "რაის ოპოზიციონერია"?? როდის მოგვიყვება საინტერესოა, გოგაშვილი რომ მოყვება ამბებს მერე???!!! ერთი პრემიერი + მეორე პრემიერი = მესამე პრემიერს ეს ყველაფერი კი =ვაი ჩვენს პატრონს" - ვკითხულობთ ოპოზიციონერი ლიდერის პოსტში.








0
485
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
485