სხვა საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ (ნაწილი 1) 2022, 3 სექტემბერი, 17:55 ვინც არ იცის ისტორია ის წარსულის შეცდომების გამეორებისთვის არის განწირული. ჩვენს დროში, ყველაზე მნიშვნელოვან, ისტორიულ მოვლენებზეც კი ინფორმაციის მოპოვება უკვე საკმაოდ მარტივი გახდა. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას საინტერესო, ისტორიულ ფაქტებზე შევაჩერებ, რომელთა ცოდნაც ერუდიტებისთვის განსკუთრებით სასარგებლო იქნება!სიტყვა "კათოლიკე" (catholic) მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან -"καθολικός", რაც "უნივერსალურს", "საყოველთაოს" ნიშნავს. რომის იმპერიაში ეს სიტყვა აღნიშნავდა რომის ტახტის გარშემო გაერთიანებულ ეკლესიებს. კონკრეტულ ეკლესიასთან მიმართებაში კი ტერმინის გამოყენება დაახლოებით 110 წელს დაიწყო.სერიალი "სოპრანოს კლანი" ისე რეალისტურად ასახავდა მაფიასა და მის "საგმირო" საქმეებს, რომ მაფიოზებს ეგონათ რომ მათ რეალურად უთვალთვალებდნენ. "გამოძიების ფედერალურმა ბიურომ" მათი შეშფოთების შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მაფიოზების სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ - დაბნეული მაფიოზები ვერ ხვდებოდნენ, საიდან იღებდნენ სცენარისტები მსგავსს ინფორმაციას.კუბური ძროხა - უბრე ბლანკა სპეციალურად ფიდელ კასტროს ბრძანებით იქნა გამოყვანილი, რათა ამერიკული რძის წარმოების რეკორდი მოეხსნა. 1982 წელს ძროხა "გინესის რეკორდების" წიგნში მხოლოდ იმიტომ მოხვდა რომ მან ერთ დღეში 110 ლიტრი რძე მოიწველა.2013 წლამდე იაპონიის კანონი უცხოელ შეფ-მზარეულებს სუშისა და სხვა ტრადიციული იაპონური სამზარეულოს დაწესებულებებში მუშაობას უკრძალავდა. კანონი მას შემდეგ გაუქმდა, რაც იაპონურმა სამზარეულომ "იუნესკოს" სტატუსი მიიღო.1933 წელს სირიაში "იო-იოს" სათამაშოები აიკრძალა, რადგან ადგილობრივი მცხოვრებლები ცრურწმენის გამო, მათ გამოყენებას მძიმე გვალვის დაწყებას აბრალებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვატიკანისა და "წითელი ჯვრის" თანამშრომლები ათასობით ნაცისტურ სამხედრო დამნაშავეს მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდნენ, აძლევდნენ რა მათ "შეცდომით" დოკუმენტებს ყალბი სახელებით.თავდაპირველად, ფეხბურთის ბურთებს ცხოველის შარდის ბუშტისგან ამზადებდნენ, მაგრამ საკმაოდ ძლიერი დარტყმის შემთხვევაში ისინი სწრაფადვე ფუჭდებოდა.მონღოლთა არმია, ჩინგიზ-ყაენის ორი შვილიშვილის მეთაურობით, ევროპის სახელმწიფოების თითქმის ნახევარში შეიჭრა. მმართველი ხანი ნადირობისას ნასვამ მდგომარეობაში რომ არ გარდაცვლილიყო, ისინი მთელს კონტინენტსაც კი დაიპყრობდნენ.1995 წელს ნიუ-იორკის მთავარმა ჟურნალმა "Newsweek"-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის კონცეფციას დასცინოდა. კერძოდ, ავტორი განმარტავდა, თუ რატომ ვერასოდეს შეძლებდნენ ადამიანები სიახლეების ოპერატიულად მიღებას, ონლაინ სწავლას და შოპინგს სახლიდან გაუსვლელად. სტატიის წაკითხვა გამოცემის ვებ- საიტზე დღესაც შესაძლებელია.1912 წლიდან 1948 წლამდე ოლიმპიურ ჩემპიონად გახდომა - პოეტს, მხატვარს, არქიტექტორს, მოქანდაკესა და მუსიკოსსაც კი შეეძლო. ოლიმპიადაში მონაწილეობის მთავარი პირობა იყო - შედევრი, რომელიც სპორტის თემაზე უნდა ყოფილიყო. მხატვრები სპორტსმენებს ხატავდნენ, პოეტები კი მათზე ლექსებს თხზავდნენ. საუკეთესოები იგივე მედლებს იღებდნენ, როგორსაც ნამდვილი სპორტსმენები.რომაელები ხელის შუა თითს "უსირცხვილოს" უწოდებდნენ (digitus impudicus), რადგან აწეული შუა თითი ფალოსს განასახიერებდა, გვერდებზე მოხრილი თითები კი - სათესლე ჯირკვლებს.1991 წელს პაბლო ესკობარი კოლუმბიის მთავრობას შეუთანხმდა, რომ თუ ისინი მას შეერთებულ შტატებს არ გადასცემდნენ, სანაცვლოდ ის 5 წლით ციხეში ჩაჯდებოდა. ამ მიზნით ესკობარმა ააგო საკუთარი ციხე ფეხბურთის მოედნით, გიგანტური თოჯინების სახლით, ბარით, ჯაკუზითა და ჩანჩქერით.როდესაც კანადის პრემიერ - მინისტრი, ჯასტინ ტრუდო მეხუთე კლასში იყო, მეთიუ პერიმ, სიტკომის "მეგობრების" მომავალმა ვარსკვლავმა, ის თავის მეგობართან ერთად სცემა. პერიმ ამის შესახებ ჯიმი კიმელთან ინტერვიუში ისაუბრა: "ამით არ ვტრაბახობ, ეს საშინელებაა. სულელი ბავშვი ვიყავი..."- განაცხადა ვარსკვლავმა. ტრუდოს ადმინისტრაციამ აღნიშნულის კომენტირებაზე უარი თქვა.79 წელს ვეზუვის ამოფრქვევისას იმდენად ცხელოდა რომ ერთი - ერთი გარდაცვლილის ტვინი გახურებული ვულკანური ფერფლისგან "შუშად" იქცა.ექიმები ძველ დროში ქალებს ხშირად "ისტერიის" დიაგნოზს უსვამდნენ, რომლის მიზეზადაც საშვილოსნო ითვლებოდა და რომელიც ორგანიზმში მის მოსაზღვრე ყველა ორგანოს ერთნაირად აზიანებდა. სიტყვა "ისტერია" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "ისტერა" - რაც "საშვილოსნოს" ნიშნავს.ძველ რომში მსახიობებს ძალიან დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ და მეძავებზე ოდნავ უკეთესებად ითვლებოდნენ.227 შეფასება არ არის |