x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გამოჩენილები ცხოველების მიმართ

ცხოველთა მოყვარულები საზოგადოებას ოდითგანვე კეთილშობილებად ჰყავს შერაცხული. ბევრი ცხოველებს საკუთარ ოთხფეხა მეგობრებად მიიჩნევს, ბევრსაც არ უყვარს ისინი, ბევრსაც ეშინია, ბევრიც კი ახერხებს ღრმად ჩააღწიოს კონკრეტული ოთხფეხა მეგობრის შინაგან სამყაროში და თავისიანად აღიქვას… დღეს კი მინდა იმ სამი გამოჩენილი ადამიანის ცხოველთა მიმართ სიყვარულსა და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულებაზე გესაუბროთ, რომლებიც ამ მხრივ ახლანდელი თაობისთვისაც მისაბაძ მაგალითებად რჩებიან.

ცნობილ რუს კომპოზიტორ, ალექსეი სტაჩინსკის, რომელმაც სულ 26 წელი იცოცხლა, ერთობ უცნაური, თუმცა რაღა თქმა უნდა დადებითი დამოკიდებულება გააჩნდა ცხენებისადმი. მისი ცხოვრების დროს ქუჩაში ცხენს ხშირად შეხვდებოდით. სტაჩინსკი კი ნებისმიერ ცხენთან ყოველი ასეთი შეხვედრის დროს ყველასგან გასაკვირვად სწორედ ისე ესალმებოდა და ექცეოდა მათ, როგორც ყველა სხვა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს. მისი ცხენებისადმი ღრმა პატივისცემით გამორჩევა ხალხს ხშირად ხვდებოდა თვალში, თუმცა ალბათ სტაჩინსკის იმდენად ურყევი სიყვარული და მოწიწება გააჩნდა ცხენების მიმართ, რომ წამითაც არ შეუფერხებია სხვა ადამიანის პოტენციურ აზრს ალექსეის ცხენებისადმი დამოკიდებულება.

ესპანელი პაბლო პიკასო რომ გენიალურ მხატვარს წარმოადგენს, ამაზე მგონი მსოფლიოში ყველა თანხმდება. ბევრს გაგონილი აქვს მისი ნამუშევრების შესახებ, ბევრიც მათ სანახავად უშუალოდ მუზეუმებს სტუმრობს. ბევრმა არც იცის, რომ პაბლოს ცხოვრება, ისევე როგორც მისი ხელოვნების ნიმუშებიდან ბევრი, სავსე იყო ცხოველებით. თუ ამის შესახებ ვინმეს ოდესმე გაუგია, შეიძლება ისიც იცოდეს, რომ ცნობილი ესპანელი ადამიანებსა და ცხოველებს ერთსა და იმავე უფლებებს ანიჭებდა, თუმცა განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება მტრედებისადმი.... ალბათ ბევრმა იცის მისი ნახატის "მშვიდობის მტრედი" შესახებ, რომელიც პირველი საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ემბლემად აირჩიეს 1949 წელს, თუმცა ბევრმა არ იცის, ამ ემბლემაზე გამოსახული ფრინველის უმთავრესი მიზეზი, სწორედ პაბლოს მტრედებისადმი სიყვარული რომაა. პიკასოს მეორე ქალიშვილს პალომა ერქვა, რაც ესპანურად მტრედს ნიშნავს. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ ალბათ მარტივად მიხვდით, რომ პაბლოს მეორე ქალიშვილს ეს სახელი სწორედ მამის ინიციატივით დაერქვა.

სტაჩინსკის ცხებები, პიკასოს მტრედები, XVIII საუკუნის საფრანგეთის დედოფალ, მარი ანტუანეტს კი ძაღლები იზიდავდა. მართალია, ის ბევრი სხვა ოთხფეხა არსების მოყვარულადაც ითვლებოდა, თუმცა პაპილიონის ჯიშის გამოყვანილი ძაღლებისადმი განსაკუთრებით ერთგული იყო. მას იმდენად უყვარდა მისი ორი ძაღლი, სახელად “კოკო” და “ფისბი”, რომ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ დედოფალს უფლება მისცეს ერთ-ერთი მათგანი მაინც ჰყოლოდა თავისთან საპატიმროში. მართალია, სხვა ციხეში გადაყვანისას მარის მისი ძაღლი, ფისბი ჩამოართვეს, თუმცა მან ძაღლისგანაც იმდენი სიყვარულის და პატივისცემის გამომუშავება შეძლო, რომ ერთგულმა ფისბიმ ციხის ახლოს დაიდო ბინა და წლები ელოდა მისი დედოფლის განთავისუფლებას. მართალია მარი ანტუანეტი მალევე სიკვდილით დასაჯეს, რასაც ფისბიც თავისთავად განიცდიდა, მაგრამ დედოფალი ალბათ დღემდე რჩება მრავალი არისტოკრატი ქალისათვის მისაბაძ მაგალითად, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გააჩნდეთ ცხოველებისადმი.




0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0