x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა 47 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიის ფაკულტეტზე
imageცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა ირმა ვიტოვსკაიამ 47 წლის ასაკში გადაწყვიტა ოცნების ასრულება და ცოდნის მიღება ისტორიისა და არქეოლოგიის სფეროში. ამისთვის მან ეროვნული უნივერსიტეტი „ოსტროჟსკაიას აკადემია“ აირჩია, რადგან სჯერა უკრაინის ომში გამარჯვების და არ სურს საზღვარგარეთ სწავლა.


დამსახურებული არტისტი ეგრევე სამაგისტრო პროგრამით დაიწყებს სწავლას. შესაბამისი ინფორმაცია გამოჩნდა აკადემიის ვებგვერდზე .


ვიტოვსკაიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში ოცნებობდა გამხდარიყო არქეოლოგი, მაგრამ მსახიობად მუშაობის დროს მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა ცოდნა ამ სფეროში, ასევე ისტორიის ღრმა ცოდნა.

image


„ახლა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს როლებში ხშირად ვაწყდები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს. მსახიობი ამ ეპოქაში ცხოვრებისთვის კადრამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოემზადოს, დაეუფლოს იმდროინდელ ჩვევებს, რათა ეკრანზე ყველაფერი ორგანულად გამოიყურებოდეს. ამიტომ, მე ნამდვილად მსურს მაგისტრატურაში მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდების შესწავლა, განსაკუთრებით შუა საუკუნეები და რენესანსის ხანა უკრაინაში, ”- განმარტა ვარსკვლავმა.


ამასთანავე მან განმარტა, თუ რატომ აირჩია მსახიობმა ეს კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება, იგი დაარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს რუს დამპყრობლებზე, ამიტომ არც კი განიხილავს უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას.

image

პროდიუსერის, თეატრის და კინო მსახიობის ირმა ვიტოვსკიას შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება კიევის ახლგაზრდულ თეატრში 1998 წლიდან, მისი დებიუტი კინოში შედგა 2000 წელს, შესრულებული აქვს 25-მდე კინოროლი, აქედან ყველზე დიდი პოპულარობა მოუპოვა კომედიურმა სერიალმა "ლესია+რომა"(2005-2007)



0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0