x
მეტი
  • 03.12.2022
  • სტატია:124076
  • ვიდეო:355505
  • სურათი:496664
20 ფაქტი ადამიანის ფსიქოლოგიიდან, რომლებიც ბევრ რამეზე აგიხელთ თვალს

image
ფსიქოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. წარმოგიდგენთ 20 ფაქტს, რომლებიც სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

1. ჩვევის ჩამოყალიბებისთვის საშუალოდ ადამიანს 66 დღე სჭირდება.

2. დახუჭული თვალებით უფრო ადვილად ვიხსენებთ ინფორმაციას.

3. ადამიანის ტვინი და კუჭი მჭიდრო კავშირშია. ამიტომ, ზოგიერთი ემოცია ფიზიკურად აისახება კუჭში. განსაკუთრებით შფოთვა.

4. ადამიანის იმიჯის შეყვარება და ადამიანის სიყვარული ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, სხვადასხვა რამეა.

5. როდესაც ჩვენ ვწერთ ჩვენს ოცნებებს, მათ ყველაზე ნათლად ვაყალიბებთ.

6. ადამიანის ყველა გრძნობიდან ყნოსვა ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება მეხსიერებას.

7. ფიქრის უნარი იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, მაღალი ინტელექტის ნიშანია.

8. ყველა ადამიანს აქვს სამი პიროვნება: ვინ ჰგონია, ვინ არის და ვინ არის სინამდვილეში.

9. მეოცნებეები სხვებზე ხშირად ხედავენ სიზმრებს და იხსენებენ მათ.

10. ოჯახი და ახლო მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანია ბედნიერ ბავშვობაში.

11. ძალიან ადვილია თანამოსაუბრეზე დომინირება, თუ მშვიდი და გაწონასწორებული ხმით საუბრობთ. განსაკუთრებით კამათის დროს.

12. ადამიანები, რომლებმაც იციან მადლობის გამოხატვა, ყველაზე ადვილად ხდებიან ბედნიერები.

13. თუ მუდმივად საუბრობთ ორ ენაზე, შეგიძლიათ აირიდოთ ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომების გაჩენა.

14. შეყვარებული ადამიანის ქცევა ნერვული აშლილობის მქონე ადამიანის ქცევას ჰგავს.

15. ინფორმაციის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური საშუალებაა 10 წუთიანი შესვენება გაკვეთილის ყოველ 30-50 წუთში.

16. ადამიანს მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს მასთან, ვისთანაც მღერის.

17. გამოცდის წინ მთელი თქვენი ცოდნის ქაღალდზე დაწერა დაგეხმარებათ სრულყოფილი ქულის მიღებაში.

18. ძილის ნაკლებობა იწვევს გაღიზიანებას და ზრდის დეპრესიის რისკს.

19. ხუთი ყველაზე გავრცელებული კოშმარია დაცემა, დევნა, პარალიზება, დაგვიანება და საყვარელი ადამიანის სიკვდილი.

20. ადამიანი გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად იღებს, როცა ტუალეტში უნდა.

0
801
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0