x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
უბრალოდ მამაკაცებს ვერ ამჩნევს: მარტოხელა ქალების ამოცნობის მეთოდები
იყო მარტო კარგია თუ ცუდი? ზოგი ამბობს, რომ ასეთი ადამიანი უბედურია, სხვები, რომ მარტოხელას ბევრი უპირატესობა აქვს. როგორც არ უნდა იყოს, მარტოხელა ქალებს აქვთ საერთო ნიშნები, რომლებიც შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ. რამდენიმე მეთოდი, როგორ გამოაშკარავოთ მარტოხელა და ამავდროულად ბედნიერი ქალი.


image

ძაღლთან ერთად სეირნობს

რა თქმა უნდა, შინაური ცხოველი დაოჯახებულ ქალსაც აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს მარტოხელების ნომერ პირველი წესია. ცხოველებზე ზრუნვა ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, ეს მიუთითებს, რომ ადამიანმა დროებით მარტო ყოფნა გადაწყვიტა.


მარტოობა არასტაბილურ მდგომარეობაში გადასვლას არ გულისხმობს. ზოგიერთი შეგნებულად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას: ქალი, რომელიც ყველგან ძაღლთან ერთად სეირნობს, სავარაუდოდ, ოთხფეხა კომპანიონს ამჯობინებს.



image

ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება

ვიღაცას კაფეში მარტო ჯდომა და ყავის დალევა უცნაურად ეჩვენება. გამვლელები მარტოსულ ადამიანს უყურებენ და თანაუგრძნობენ კიდეც. როცა მარტო ხართ, ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას სწავლობთ.


თანდათან უხერხულობას აღარ გრძნობთ და თავისუფლების დაფასებას იწყებთ. თუ დამოუკიდებლობა უყვარს და ყველაფერს ბუნებრივად აკეთებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ცხოვრებაში სიამოვნებას პოულობს.


ერთ–ერთი უპირატესობა ისაა, რომ საკუთარი თავისთვის დრო გაქვთ. შეგიძლიათ სხეულზე იზრუნოთ, ჰობს მეტი დრო დაუთმოთ, იმოგზაუროთ. სხვები მოდურ გარეგნობას და ეფექტურად ჩაცმას მეტ ყურადღებას აქცევენ.


image

როცა სხვებისთვის თავის მოწონების საჭიროებას ვეღარ გრძნობთ, პირადი განწყობის მიხედვით ჩაცმას იწყებთ. დაოჯახებული ქალი შეგიძლიათ ამოიცნოთ ტანსაცმლით, რომელიც აცვია და იმით, თუ რამდენად ელეგანტურად და გავლენიანად გამოიყურება.


არასდროს ჩქარობს


იყო მარტო ნიშნავს, რომ საკუთარი განრიგით ცხოვრობთ: კარგია, როცა სხვებზე მორგება საჭირო არაა. რა თქმა უნდა, პროფესიონალური ვალდებულებები გაქვთ, მაგრამ უფრო მარტივია სამსახურში დროულად მისვლა, როცა მარტო ცხოვრობთ და სხვა ვალდებულებები არ გაქვთ. მარტოხელა ქალი არასდროს ჩქარობს: მისი გეგმები მოქნილია, რადგან ყოველთვის ბევრი თავისუფალი დრო აქვს.


სხვა მარტოხელა ქალებთან ურთიერთობას ინარჩუნებს და ბეჭედს არ ატარებს

image

მარტოხელა ქალებს ერთმანეთთან ურთიერთობა სიამოვნებთ. ალბათ, მათ საერთო გრძნობები და ფიქრები აერთიანებთ. რაიმე გარე ფაქტორი არ სჭირდებათ. ასეთ შეხვედრებზე თავს ზედმეტად არ გრძნობენ.


თვალსაჩინო ფაქტი, რომ ქალი გათხოვილი არაა. დააკვირდით, ნიშნობის ბეჭედს ატარებს თუ არა. ნაჩქარევად არ დაასკვნათ: ბევრი გათხოვილი ქალიც საქორწილო ბეჭედს არ ატარებს, როგორც ისინი, რომელთაც შეყვარებული ჰყავთ.


რეალობით ცხოვრობს

თუ დროდადრო სხვადასხვა ადამიანს აქტიურად ხვდებით, თქვენი ტელეფონი არასდროს „ისვენებს“. პოტენციური პარტნიორების ზარებისა და მესიჯების პასუხში ბევრ დროს ხარჯავთ.


მარტოხელა ქალთან ყველაფერი სხვაგვარადაა. როცა მარტო ბედნიერი ხართ, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც გსურთ. აუცილებელი არაა, რომ თქვენს გეგმებზე ვინმეს მიწეროთ. მარტოხელა ქალი საკუთარ თავთან ყოფნით სიამოვნებას იღებს.


აღსანიშნავია, რომ როცა ვინმესთან ურთიერთობაში ხართ, მასთან ყოფნას იმდენად ეჩვევით, რომ მარტო ყოფნა არაბუნებრივი და დამთრგუნველი ხდება. თუ ხედავთ ქალს, რომელიც თავდაჯერებული, მშვიდი და კმაყოფილია, 99% დარწმუნებული იყავით, რომ ბედნიერია.


ირგვლივ მყოფ მამაკაცებს ყურადღებას არ აქცევს

image

შეიძლება იფიქროთ, რომ მარტოხელა ქალი ყოველთვის კაცების გარემოცვაშია და მათთან მხედველობითი კონტაქტის დამყარებას ცდილობს. სიმართლე ისაა, რომ ბევრი მარტოხელა ქალი მსგავსი „სტატუსით“ ბედნიერია და ასე დიდხანს ყოფნა სურს.


თუ ხედავთ ქალს, რომელიც ვინმესთან ფლირტს არ ცდილობს, გამოდის, რომ მარტოობით კმაყოფილია და მამაკაცის ყურადღება არ აინტერესებს.


გულახდილები ვიყოთ: ბედნიერ მარტოხელა ქალსაც სხვებთან ურთიერთობა სჭირდება. მარტო ყოფნას მიჩვეულ ქალს მიმტანებთან და მოლარეებთან საუბარი უყვარს: დრო აქვს, რომ ელაპარაკოს ხალხს, რომელსაც გარეთ ხვდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 ნიშანი, რომ თქვენ ჭკვიანი ქალი ხართ

2. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული

3. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

4. რატომ აინტერესებს ყველას, როდის გათხოვდებით ან ბავშვს გააჩენთ? 5 გულწრფელი პასუხი

5. რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად

6. რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი



0
624
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
624