ბანკები რე|ბანკი საყოველდღეო საყიდლების სექტორში უმსხვილეს პარტნიორს იმატებს 2022, 29 აგვისტო, 10:16 ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელი "კარფური" უკვე რე|ბანკის პარტნიორია და ტოპ|ქარდით გადახდისას საქართველოს მასშტაბით კარფურის ნებისმიერ ობიექტში გადახდილი თანხა თანაბრად გადანაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარის დანამატის გარეშე. ამასთან, ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელი კარფური ავტომატურად ერთვება Mastercard-ის და რე|ბანკის ერთობლივ ქეშბექის აქციაში[1] და 31 აგვისტოს ჩათვლით ქსელში გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს ტოპ|ქარდის ბალანსზე დაუბრუნდება. ქეშბექის და თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს My Club ლოიალობის ბარათის გამოყენების შემთხვევაშიც. რა არის ტოპ|ქარდი? ტოპ|ქარდი ყოველდღიური შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით. ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება. რე|ბანკს უკვე 2, 500-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით გადახდისას თანხის გადანაწილება რანდენიმე თვეზეა შესაძლებელი. რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525 ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებგვერდზე https://rbnk.ge/3dYt36V, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში: · თბილისი, პეკინის გამზირი #19 · თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ · ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55 · ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5 ტოპ|ქარდის ანგარიშზე ჯამურად შესაძლებელია თვეში მაქსიმუმ 50 ლარის მიღება. ქეშბექის თანხა მომხმარებელს ანგარიშზე ჩაერიცხება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 18 შეფასება არ არის
|