x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პრინცესა დიანას "ფორდ-ესკორტი" 650 ათასად გაიყიდა
image

მანქანა, რომელსაც იყენებდა და მართავდა უელსის პრინცესა დიანა, აუქციონზე 650 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.


შავი Ford Escort RS Turbo-ს მართავდა დიანა დაცვის თანხლებით 1985 წლის 23 აგვისტოდან 1988 წლის 1 მაისამდე.


Silverstone Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე ავტომობილი Ford Escort RS Turbo Series 1 გაიყიდა.



ფირმა ელოდა, რომ მანქანა 100 000 ფუნტზე მეტად არ გაიყიდებოდა, მაგრამ იმ ამბავმა, რომ მანქანას თავად დიანა მართავდა, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია.

image


შედარებისთვის, ახალი Ford Fiesta დღეს ხელმისაწვდომია 18, 665 ფუნტ სტერლინგად.



დიანას რამდენიმე ფოტო არსებობს ამ მანქანასთან გადაღებული.მაგალითად ჩელსის ბუტიკებთან და კენსინგტონის რესტორნების მიმდებარედ.



დიანა საკუთარი მანქანის მართვას თავად ამჯობინებდა, ხოლო მგზავრის სავარძელზე სამეფო დაცვის სარდლობის წევრი (SO14) დაჰყვებოდა.



მანქანა განიხილება როგორც უნიკალური, როგორც პირველი და ერთადერთი შავი RS Turbo Series 1, რომელიც შეთანხმებული იყო S014-ისა და Ford-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან.



არველ რიჩარდსმა, კლასიკური მანქანების სპეციალისტმა Silverstone Auctions-დან, განაცხადა: „RS Turbo არის მანქანა მძღოლისთვის, ხოლო გარდაცვლილი დიანა, უელსის პრინცესა აშკარად ფანი იყო და ეს იყო გრაფის ქალიშვილის, მომავალი მეფის დედის და დედოფლის რძლის საინტერსო არჩევანი."


image


„და განა გასაოცარი არ არის, რომ Escort RS Turbo უნდა ყოფილიყო Essex-ის თეთრი სტილეტოს სინონიმი, მაგრამ მისი პირველი ჩემპიონი იყო ყველაზე გლამური ქალი დედამიწაზე?



Აღსანიშნავია, რომ მანქანას მხოლოდ 24, 961 მილი აქვს განვლილი და ის იდეალურ მდგომარეობაშია.



2021 წლის ივნისში, დიანას კიდევ ერთი Ford Escort აუქციონზე 52000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.



Შეგახსენებთ, პრიცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოვარიის შედეგად დაიღუპა

2
143
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
2022, 8 სექტემბერი, 22:34
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2