x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"არ მინდა ვიცოდე ღალატის შესახებ და აი, რატომ..."
image

"არ მინდა ვიცოდე ღალატის შესახებ - და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ვაფრთხილებ ჩემს ახალ პარტნიორებს. ჩემთვის ის ფაქტი, რომ მამაკაცი მიცავს ამ (არასაჭირო, პოტენციურად ტრავმული) ინფორმაციისგან, ზუსტად აი, ეს არის სიყვარული და ზრუნვა....და ვიცი, რომ მე არ ვარ ერთადერთი. რატომღაც ეს მოსაზრება გავუზიარე ჩემს მეგობარს და ის ძალიან გაკვირვებული დარჩა.



„როგორ უნდა მოინდომო ეს? გსიამოვნებს სიცრუეში ცხოვრება? მაშ სადაა ნდობას? მომახალა დაბნეულმა.



ჩვენ დიდხანს ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, აუცილებელია თუ არა ღალატზე საუბარი და ამისთვის სოციალურ ქსელებში ჩვენი ბევრი მეგობარი მოვიზიდეთ. აღმოჩნდა, რომ დამოკიდებულება „სიმართლის შესახებ ღალატზე“ ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გესმით თქვენ და თქვენს პარტნიორს სიტყვა „ღალატი“ და რა დოზის სიმართლეა თქვენს კონკრეტულ წყვილში.(დარია)




რა არგუმენტები შეიძლება არსებობდეს იმის სასარგებლოდ, რომ ღალატის შესახებ არ იცოდე?საბოლოოდ ჩამოყალიბდა 5 ძირითადი პუნქტი:



1. სანამ არ ვიცი ამის შესახებ, მანამდე ის არ არსებობს



სანამ მე არ ვიცი მის შესახებ, ჩემთვის არ არსებობს „სიმართლე“ - ისევე როგორც არ არსებობს არც ორგულობა და არც ღალატი. მაგრამ თუ გავიგე, მაშინ წყვილში ნდობის კრიზისი იწყება. ამ "აღმოჩენას“ ვერ მივიღებ და ამას დიდი ალბათობით ვერ ვაპატიებ - თავად სხვასთან სექსი ფაქტი უფრო არა, არამედ ის, რომ ჩემმა პარტნიორმა მომცა იმის საშუალება ეს გამეგო.



2. არაფრის გადაწყვეტა და შეცვლა არ მსურს



დავუშვათ, სანამ ღალატის შესახებ შეიტყობდით, ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ახლა, როცა ღალატის შესახებ შეიტყვე, დელიკატური ბალანსი დაირღვა, გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული. გაბრაზდე და იყვირო? ნაწყენმა მოითხოვო დანაშაულის გამოსყიდვა? დარეგისტრირდე ოჯახურ თერაპიაზე? გაშორდე? არ მინდოდა და არ მინდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და არც შეცვლა მსურს, გადამარჩინე ამისგან!


3. არ მაქვს რესურსი, რომ რაღაც შევცვალო



ღალატი ამ შემთხვევაში არის დიდი თავზარი, რომ მალე მოგიწევთ პარტნიორთან დაშორება. და ამას ყველაფერს ვგრძნობ, ამიტომ ნელ-ნელა ვემზადები - ემოციურად, ფიზიკურად და ფინანსურად - განშორებისთვის. მაგრამ ახლავე არ შემიძლია წასვლა.



და მერე, წარმოიდგინ, ვიღაც „სპეტაკი პატარა კაცუნა“ მეუბნება ჩემი პარტნიორის მრუშობის შესახებ . ან თავად მოღალატე ფიქრობს, ერთხელაც დროა გახსნას ყველა კარტი და გულახდილად საუბრობს ამის შესახებ. ჩემთვის სილის გაწვნას ჰგავს. ასეთ ვითარებაში იძულებული ვარ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რისთვისაც ჯერ არ ვარ მზად და თან დამცირების, წყენის, ბრაზისა და სასოწარკვეთილების განცდებს გავუძლო. ამისთანა სიმართლის კუბოც დავდგი!



4. არ მაინტერესებს რა ხდება ჩვენი საძინებლის გარეთ, თუ თავს კარგად ვგრძნობ


კიდევ ერთი არგუმენტი იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ღალატზე საუბარი?. თუ მე არ მაკლია სიყვარული, ყურადღება, ალერსი და მზრუნველობა - რატომ უნდა მაინტერესებდეს, აქვს თუ არა ჩემს პარტნიორს სექსი (ან თუნდაც ურთიერთობა) სხვასთან?


5. ბოლოს და ბოლოს ეს მტკივნეულია



რაც არ უნდა ვილაპარკო იმაზე, რომ პარტნიორის სხვასთან სექსი ჩემთვის მისაღებია, არ ვისურვებდი მის დეტალებში წარმოჩენას. მტკივა და არ ვარ მაზოხისტი. მაშინაც კი, თუ პარტნიორი ქალებში დაძვრება არა მხოლოდ მძაფრი განცდების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გაყრის პირას ვართ, მე უფრო სიამოვნებით მოვისმენდი მისგან განშორების სხვა მიზეზს. "ხასიათებით ვერ შევწყეთ" ან "აღარ მიყვარხარ" საკმაოდ შესაფერისია - და მე საერთოდ არ მჭირდება ვიცოდე პარტნიორის სექსუალური დრამის დეტალები. მაშ, ვისაუბროთ ღალატზე? არ ღირს

0
131
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0