x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სასაცილო ისტორია იესოზე და მოსეზე
image

მძარცველი სახლში ღამით შეიჭრა. ფანარი ჩართო და ძვირფასი ნივთების ძებნა დაიწყო.. სიბნელიდან ხმა მოისმა : „იესომ იცის, რომ აქ ხარ."


მძარცველს შიშისგან გული კინაღამ ამოუვარდა! ფანარი გამორთო და გაირინდა.გული გამალებით უცემდა.სრული სიჩუმეა. რამდენიმე წუთი დაელოდა, მერე თავი გაიქნია, მგონი მოჩვენებები დამეწყოო და ძებნა განაგრძო.


ცოტა ხანში მას იგივე ხმა ისევ მოესმა :" იესო გიყურებს". შეშინებულმა სწრაფად დაიწყო ოთახის თვალიერება და ბოლოს, ფანრის სხივი შეაჩერა თუთიყუშზე, რომლის გალიაც ოთახის კუთხეში იდგა.


-რამე თქვი? -დაბალ ხმაზე მიმართა ქურდმა თუთიყუშს.

- დიახ, ვთქვი - უპასუხა თუთიყუშმა. -მე უბრალოდ ვცდილობ გაგაფრთხილო, რომ იესო გიყურებს.

ქურდი დამშვიდდა.

- გამაფრთხილო? შენ რა გქვია?-ჰკითხა ქურდმა

-მოსე - უპასუხა ჩიტმა.

- მოსე?! ქურდს გაეცინა. - ჰმ, რომელმა "ჭკვიანმა" დაგარქვა თუთიყუშს მოსე ჰაა?

- იმან, ვინც პიტბულს იესო დაარქვა.-უპასუხა თუთიყუშმა.



0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0