x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არა მარტო ნუდისტები-6 საზოგადოებრივი ადგილი, სადაც დედიშობილები დადიან
image

„ჩაცმული შეხვედრა“ - ეს ნუდისტებს არ ეხება. ცოტა ხნის წინ საფრანგეთში სპეციალური რესტორანი გაიხსნა, სადაც სტუმრები მთელ ტანსაცმელს გარდერობში აბარებენ. მაგრამ პარიზული რესტორანი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები სრულიად შიშვლები დადიან



შიშვლების კრუიზი-კომპანია Bare Necessities Tour & Travel-მა თავისი პირველი "შიშველი გემი" 36 მგზავრით 1991 წელს გაგზავნა. დღეს, ოცი წლის შემდეგ, ისინი კვლავ სთავაზობენ ნატურისტებს მთელი მსოფლიოდან გაშიშვლებას თავიანთ საკრუიზო გემებზე. საკრუიზო წესები საკმაოდ მკაცრია: აკრძალულია საჯაროდ ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, სადილზე მხოლოდ ტანსაცმლით შეგიძლიათ წასვლა, ხოლო თუ საზოგადოებრივ ავეჯზე დაჯდომა გსურთ, ჯერ პირსახოცი უნდა დაიდოთ. გარდა ამისა, გემის პორტში შესვლისას მოგიწევთ ჩაცმა, რათა ადგილობრივები შოკში არ ჩაგდოთ.

image


შიშველი რაიონები გერმანიაში-გერმანიამ ოფიციალურად დაუშვა ქალაქის ცენტრში შიშველი სეირნობის უფლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებით. მიუნხენში, ბავარიის დედაქალაქში, ექვსი ურბანული ადგილია, სადაც არ არის აკრძალული მთლიანად გაშიშვლება. მაგალითად, ამის გაკეთება შეგიძლიათ ინგლისურ ბაღში (Englischer Garten), ერთ-ერთ უდიდეს ქალაქის პარკში.


image

შიშველი ველორბოლა-World Naked Bike Ride-როგორც სახელიდან მიხვდით, ეს არის ველოსიპედით სრულიად ან ნაწილობრივ შიშველი რბოლა . სინამდვილეში, ამ ღონისძიებაზე შიშველი ყოფნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო. მსგავსი ღონისძიება რამდენიმე ქვეყანაში ტარდება. პირველი შიშველი სეირნობა 2004 წლის 19 ივნისს შედგა ესპანეთში.

image
შიშველი რესტორანი საფრანგეთში-საფრანგეთში, ქვეყანაში, საკმაოდ საკმაოდ დუნე დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას სიშიშვლის მიმართ, გასული წლის ნოემბერში გაიხსნა პირველი ნამდვილი რესტორანი, სადაც ხალხი შიშველი სადილობს. რესტორნის სახელწოდებაა O’naturel-ი და თუ პირველი ვახშამი მხოლოდ პარიზის ნატურისტთა საზოგადოების წევრებისთვის გაიმართა, დღეს რესტორანმა კარი ყველასთვის ღია. ახლომახლო მცხოვრებ პარიზელებს ეს ობიექტი საერთოდ არ აწუხებთ - ისინი ამტკიცებენ, რომ არც იციან ამ დაწესებულების სპეციფიკა, თან ქუჩიდან მაინც ვერაფერს ხედავენ, ამიტომ ყველაფერი წესიერების ფარგლებშია.

image

შიშველების სოფელი-ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ საფრანგეთში სიშიშვლისადმი დამოკიდებულება საკმაოდ ლიალურია. ასე რომ, საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ნუდისტური კურორტი Cap d'Agde. სოფელში შესასვლელად საჭიროა გადაიხადოთ მხოლოდ 8 ევრო, რის შემდეგაც შეგიძლიათ გაიხადოთ ტანსაცმელი და დარჩეთ დედიშობილა იქამდე, სანამ კურორტზე იქნებით. ზაფხულობით აქ სტუმართა რაოდენობა 40 000 ადამიანს აღწევს.

image

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შიშვლებისთვის-ნატურისტებისთვის გათვალისწინებული სასტუმროების უმეტესობა მხოლოდ სრულწლოვანებისთვის არის ღია; არც Hidden Beach Resortია გამონაკლისი, რომელიც მექსიკაში მდებარეობს .სასტუმროში შეგიძლიათ იბანაოთ აუზში, დატკბეთ ოკეანეთი და ბაღების სილამაზით და სხვა. სხვა ნუდისტური კურორტების მსგავსად, Hidden Beach Resort-ს აქვს მკაცრი წესები: არ შეიძლება ფლირტი მოსახურე პერსონალთან, არავითარი დაჟინებული მზერა სტუმრებზე და არავითარი საჯაროდ მოფერება.

image

0
1785
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0