x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ყავა არ მიირთვათ ცარიელ კუჭზე, ის შეიცავს ნივთიერებებს, რაც „აშრობს“ კუჭის ლორწოვან გარსს“
image


ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია დედამიწაზე. ამერიკელების 90% დღეს ფინჯანი ყავით იწყებს, ევროპასა და რუსეთში კი პირველად ყავა აფთიაქებში, წამლის სახით იყიდებოდა. მაგრამ, არსებობს მოსაზრება, რომ ეს სასმელი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.

ყავის სასარგებლო თვისებები

არისტოტელემ და ავიცენამ ბევრი იცოდნენ ყავის სამკურნალო თვისებების შესახებ. მათ ყავა რუსეთში წამლის სახით ჩაიტანეს და 1665 წელს, სასამართლოს ექიმმა სამუელ კოლინზმა ალექსეი მიხაილოვიჩს მოხარშული ყავის უცნაური რეცეპტი დაუნიშნა. კოლინზი ამტკიცებდა, რომ ყავა შესანიშნავი წამალი იყო ცხვირიდან გამონადენისა და

.
თავის ტკივილის წინააღმდეგ.

დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას ბევრი სარგებელი მოაქვს. თითოეული მარცვალი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს: რკინას, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორსა და გოგირდს. დადასტურებულია, რომ 1 ჭიქა ყავა შეიცავს ორგანიზმის ყოველდღიური საჭიროებების დაახლოებით 20%-ს.

ნატურალური ყავა ეხმარება ნერვულ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში, ასევე, ყავა ზრდის სისხლში ეგრეთ წოდებული „კარგი ქოლესტერინის“ დონეს.

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა ხელს უშლის ნაღვლის ბუშტის პრობლემების გაჩენას. სულ რაღაც 2-3 ჭიქა დღეში 30%-ით ამცირებს ნაღველ-კენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს და იცავს ორგანიზმს დიაბეტისგან.

.

„ბედნიერების ჰორმონის“ სეროტონინის შემცველობის გამო ყავა შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. 2 ფინჯანი ყავა სამჯერ შეამცირებს დეპრესიის რისკს.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დღეში ერთ ფინჯან ყავას შეუძლია მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს ქალების სექსუალური აქტივობა 50 წლის შემდეგ.

ყავის კვებითი ღირებულება დაბალია, 100 გრამი სასმელი მხოლოდ 9 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ მწვანე ყავა ორგანიზმს ხელს უწყობს წონის დაკლებაში.


.

ყავის უარყოფითი თვისებები

დიდი რაოდენობით ყავამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და უძილობა. ყავა არ არის რეკომენდებული გულის კორონარული დაავადების, ათეროსკლეროზის, თირკმელების დაავადების, გლაუკომის, მაღალი წნევის, აგზნებადობის ან უძილობის მქონე ადამიანებისთვის.

.

ყავა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც „აშრობენ“ კუჭის ლორწოვან გარსს. ამიტომ, სასმელი არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე.

ყავა იწვევს დამოკიდებულებას. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ მას და უეცრად შეწყვიტეს, იგრძნობენ თავის ტკივილს, ძილიანობას, გაღიზიანებას და გულის რევას.

.

ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, დღეში 6 ფინჯან ყავაზე მეტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 71%-ით ზრდის. სხვები პირიქით, ამბობენ, რომ ყავა კარგია ჯანსაღი გულის შესანარჩუნებლად.

შეუძლიათ თუ არა ორსულებს ყავის დალევა? ამ დრომდე მეცნიერები ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე. ოდესღაც ითვლებოდა, რომ ყავამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლაც კი. ახლა ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავა სერიოზულ ზიანს არ აყენებს მომავალ დედას და შვილს. მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის დიდი დოზები არანაირად არ არის სასარგებლო ბავშვისთვის, რადგან ის არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი და გავლენას ახდენს ორგანიზმში კალციუმის ცვლაზე.

ყავის ბევრი მოყვარული იყენებს მას, როგორც ენერგეტიკულ სასმელს, მიაჩნია, რომ ის აუმჯობესებს მუშაობის რიტმს და ხსნის დაღლილობას, ზოგი დარწმუნებულია, რომ სასმელი გავლენას ახდენს გონებრივ აქტივობაზეც კი. კვლევების უმეტესობა მართლაც აჩვენებს, რომ კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და არის ფსიქომოტორული სტიმულატორი, რომელიც ზრდის ტვინის აქტიურობას.

.

ინდოელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას შეუძლია ადამიანის დაცვა რადიაციისგან. ამიტომ, ყველა, ვინც მუშაობს რადიაციის წყაროებთან, დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას იღებს.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რწმენა, რომ ყავა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, მითია. ყავა ნამდვილად აჩქარებს ორგანიზმში ცხიმების წვას, ხელს უშლის საკვების შეწოვას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. მაგრამ ძალიან მცირე ზომით: დღეში 4 ფინჯანი ყავა მეტაბოლიზმს მხოლოდ 1%-ით ააქტიურებს.

0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0