x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 აღზრდის გაკვეთილი ცხოველებისგან - ზოგი რამ ნამდვილად აღნიშვნის ღირსია!

image


ცხოველებს შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, მაგრამ ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომლითაც ჩვენმა პატარა "ძმებმა" შეიძლება "დაგვაჯილდოვონ" არის - გაკვეთილი შთამომავლობის აღზრდის შესახებ. მიუხედავად იმისა რომ ნიანგებს მსოფლიოში ყველაზე ბასრი, უზარმაზარი კბილები და გამორჩეულად ძლიერი ყბა აქვთ - ისინი თავიანთი შთამომავლების მიმართ უკიდურესად მზრუნველნი და მომთმენნი არიან, ასევე პინგვინები არიან მზად დაიცვან და აღზარდონ თავიანთი პატარა შვილები, თუნდაც ეს თავიანთი ფრთების "წყალობით" მათთვის არც იმდენად მოსახერხებელი იყოს. ცხოველები არ ღელავენ აღზრდის ფილოსოფიაზე. ისინი არ დარდობენ მიჯაჭვულობასა ან კვების გრაფიკის შესახებ. ისინი, მხოლოდ სრულიად მტრულ სამყაროში თავიანთი შთამომავლების მომზადებითა და მათი გადარჩენით არიან დაკავებულნი. აი, ათეული სახეობის მცოცავი, მფრინავი და მცურავი არსება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი, ევოლუციური სიბრძნე გააჩნია იმისა რომ გვასწავლოს თუ როგორ ზრდის ბედნიერ და ჯანმრთელ შთამომავალს.



1. ორანგუტანები: მჭიდრო ურთიერთობა და აღზრდა


image


ბავშვის ცხოვრების ადრეულ წლებში მშობელთან სტაბილური სიახლოვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის სრულფასოვან, ფუნქციონალურად ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში - გაკვეთილი, რომელიც შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი ევოლუციური წინაპრების, ორანგუტანების მაგალითიდან. ჩვილი ორანგუტანები პირველ ორ წელიწადს დედებთან მიჯაჭვული ატარებენ, ეხება ეს როგორც საკვებს, ასევე მათ ტრანსპორტირებას. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, დედა დაახლოებით ხუთ წელიწადს იმაში ატარებს რომ შვილს ყველაფერი ის ასწავლოს, რაც მან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა იცოდეს - როგორ მოიპოვოს საკვები, როგორ ააგოს ძილისთვის ბუდე და მრავალი სხვა.




2. აფრიკული სპილოები სპლიყვებს ჯოგში ასწავლიან


image


აფრიკული სპილოს აღსაზრდელად აუცილებლად ჯოგია საჭიროა. ეს ნაზი გიგანტები მატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრობენ, რომელშიც სოციალური ჯგუფის ერთიანობას გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დედალი სპილოები ახალგაზრდა დედებს თავიანთი ახალშობილების აღზრდაში ყველანაირად ეხმარებიან, იქნება ეს "ახალწვეულთა" ძუძუთი გამოკვება თუ ჯოგის ტემპის რეგულირება რათა ახალშობილები უკან არ ჩამორჩნენ. მთელი ბავშვობის განმავლობაში სპილოები გადარჩენის ძირითად უნარებს თავიანთ დედებზე და მათ მეგობარ, დედალ სპილოებზე დაკვირვებითა და მიბაძვით იძენენ.



3. კარიბის ფლამინგოები: სწორი კვების მნიშვნელობა


image



ჩვენი შვილები ნოყიერი საკვებით უნდა გამოვკვებოთ, ამიტომ ღირს ყურადღებით დავაკვირდეთ თუ როგორ აკეთებენ ამას - ბუნებაში ბავშვთა კვების მეფეებად და დედოფლებად აღიარებული - კარიბის ფლამინგოები. ფლამინგოს სამყაროში შვილების გამოკვების საკითხს ორივე მშობელი თანაბარი პასუხისმგელობით ეკიდება. დედა და მამა მკვებავ, წითელ რძისმაგვარ სითხეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან უკან მორიგეობით იღებენ თავიანთი მშიერი შვილების დასანაყრებლად, სანამ ისინი მყარი საკვების მიღებისთვის საკმარისად არ გაიზრდებიან, მშობლები ამას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკეთებენ. აქედან დასკვნა: დედის რძე, რძის შემადგენლობა და ბავშვთა საკვები ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვებში კარგი იმუნიტეტისა და სიმტკიცის განვითარებისთვის!





4. გეპარდები: გუნდი უპირველეს ყოვლისა


image


ავაზას წყვილს ჩვეულებრივ ორიდან ექვსი ბოკვერი ჰყავს. შვილის ცხოვრების პირველ წელიწადნახევრის განმავლობაში, გეპარდი დედა დროის უმეტესს ნაწილს ოჯახის ბუნაგიდან ბუნაგამდე გადატანაში ატარებს, რათა მტაცებლებისგან თავისი შთამომავლობა დაიცვას და მათ ერთად ნადირობა ასწავლოს, როდესაც ახალგაზრდა ავაზები მზად არიან უკვე დამოუკიდებლად იმოქმედონ, ბოკვერები ძმებისა და დებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს ქმნიან, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში უკვე დედის გარეშე ერთად ნადირობენ. დასკვნა: ოჯახური კავშირები და გუნდური მუშაობა, დახმარება და და-ძმების მიერ ერთმანეთისთვის ხელის გამართვა ამ რთულ სამყაროში გადარჩენის შანსებს ზრდის.





5. ნილოსის ნიანგები საკუთარ შთამომავლობას მთელი მონდომებით იცავენ


image


ცნობილია, რომ ნილოსის ნიანგები სასიკვდილოდ სახიფათო ცხოველები არიან, თუმცა ისინი თავიანთ ბასრ კბილებს, ძლიერ ყბებსა და მკვლელ ინსტინქტებს ასევე თავიანთი ოჯახების დასაცავად იყენებენ. ქვეწარმავლების უმეტესობისგან განსხვავებით, რომელიც კვერცხების დადების შემდეგ გარბის, როგორც მამრი, ასევე მდედრი ნილოსის ნიანგები, მთელი გულმოდგინებით იცავენ მომავალ შვილებს და ისე ზრუნავენ მათზე, რომ ზოგიერთი მშობელი არ ზრუნავს საკუთარ შთამომავალზე ისე. ეს ძლევამოსილი ქვეწარმავლები კი საჭიროების შემთხვევაში ახალშობილ ნიანგებს თუ მათ ეს სჭირდებათ თავიანთ პირის ღრუში ათბობენ და იცავენ. გამრავლებისადმი - ნილოსის ნიანგების ეს წარმოუდგენელი თავდადებაა.






6. საიმპერატორო პინგვინი: ზრუნვის გაზიარება


image


ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ დავამყაროთ ისეთივე თანამშრომლობითი ურთიერთობა, როგორიც საიმპერატორო პინგვინების ოჯახებს აქვთ - ისინი, როგორც ჩანს, შესანიშნავად ფლობენ, ერთმანეთში საქმის გადანაწილების ხელოვნებას. მას შემდეგ, რაც მდედრი საიმპერატორო პინგვინი კვერცხს დადებს, ის მას პარტნიორს უტოვებს, რომელიც მასზე ზის და თბილ მდგომარეობაში ინახავს, სანამ დედა ოკეანემდე 50 მილის დაშორებით მოგზაურობს, თუმცა ეს არ გახლავთ სანაპიროზე დასვენება: ის იქ თევზის დასაჭერად იმყოფება, რის შემდეგაც მდედრი პინგვინი ხანგრძილივი "სეირნობიდან" კვლავ თავის პატარა ოჯახთან ბრუნდება, რათა დაჭერილი ნადავლით თავისი საყვარელი, დამშეული შთამომავალი გამოკვებოს.




7. გუგულებმა თავიანთი ზღვარი იციან


image


როგორც ჩანს, დედა გუგულებმა მშვენივრად იციან, რომ ისინი თავიანთი ბარტყების სრულფასოვნად გაზრდას თავს ვერ გაართმევენ, ამიტომ ისინი კვერცხებს ფარულად სხვა, ხშირად უფრო პატარა და უფრო სანდო ფრინველების ბუდეებში დებენ. გამოჩეკვის შემდეგ გუგულის ბარტყი სხვა ფრინველის ბარტყებსა და კვერცხებს ბუდიდან ყრის. ახლა უკვე ბუდეში ის მარტო იმყოფება და აღმზრდელი მშობლების მთელ საკვებსა და ყურადღებასაც მხოლოდ ის იღებს, სანამ საბოლოოდ არ გაფრინდება, რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ რომ თქვენც იგივე გააკეთოთ, არა, უბრალოდ თქვენს ყურადღებას მხოლოდ იმ ფაქტზე ვამახვილებ, რომ თუ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არც თუ ისე კარგად ახერხებთ შვილების აღზრდას, შესაძლოა უფროსი თაობისთვის, მაგალითად, თქვენი მშობლებისთვის ან თქვენი ცოლის/ქმრის მშობლებისთვის ღირდეს დახმარების თხოვნა?.




8. ზღვის ცხენთევზა: ორსულობა მხოლოდ მდედრისთვის არ არის


image


ზღვის ცხენთევზებში, ტუბიფექსებსა და ზღვის დრაკონებში, შეჯვარება და მშობიარობა სქესზე დამოკიდებული არ არის. მამრი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედებს და მათ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ატარებს, სანამ მშობიარობის დრო არ დადგება, რის შემდეგაც ის უკვე ასობით პატარა ზღვის ცხენთევზას ტომრიდან ყრის.




9. რუხი მგლები: მთელი ხროვის შთამომავლებზე ზრუნავა


image


რუხ მგლებს შორის წყვილები, როგორც წესი, ერთმანეთის მიმართ საკმაოდ ერთგულები არიან და ორივე მშობელი მთელ თავიანთ სიცოცხლეს საკუთარი ლეკვების დაცვას და მათ აღზრდას უთმობს. ისევე, როგორც დანარჩენ ხროვაში, მხოლოდ ალფა- წყვილს აქვს შეწყვილების უფლება, ყველა დანარჩენი უნდა დაეხმაროს ლიდერის შთამომავლობასა და მის რჩეულს. მგლების ოჯახი - საკმაოდ კლასიკური ოჯახია: მამრი მგელი ნადირობს, მდედრი ლეკვებთან ერთად ბუნაგში რჩება, უვლის, კვებავს და ასწავლის მათ. ასაკის მატებასთან ერთად ლეკვები ხროვასთან ერთად მოგზაურობას იწყებენ. ერთი წლის განმავლობაში ნადირობის სიბრძნეს, იერარქიასა და სწორ მოქცევას სწავლობენ, შემდეგ კი ან რჩებიან და ხროვის წევრები ხდებიან ან ცალკე მოგზაურობას აგრძელებენ.




10. გიგანტური წყნარი ოკეანის რვაფეხა: ყველაზე ერთგული დედა ცხოველთა სამყაროში

image


მოზარდი როდესაც იზრდება, საკუთარი მშობლის შემხედვარე ფიქრობს: "როგორ შეძლო მან ჩემთვის ამდენის გაღება?". უბრალოდ, მან შეიძლება ბუნებაში ყველაზე თავდაუზოგავი მშობლის, წყნარი ოკეანის გიგანტური რვაფეხას შესახებ წიკითხა, როგორც ჩანს ასეა... წყნარი ოკეანის მდედრი რვაფეხა ხუთ წლამდე ცოცხლობს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, სიცოცხლის ბოლოს წყვილდება. განაყოფიერების შემდეგ, მამრი მას ტოვებს და ეცლება, ამის შემდეგ რამდენიმე თვეში ის კვდება. მდედრი კი პოულობს დახურულ გამოქვაბულს ან ნაპრალს და იქ ერთდროულად 100 000-მდე კვერცხს დებს, სადაც შემდგომში ის ექვს-ათ თვეს თავისი ძვირფასი კვერცხების დასუფთავებაში, დაცვასა და მოვლაში ატარებს, მეტიც, საკუთარ შთამომავლობაზე ზრუნვის დროს ის სამალავიდან საჭმელადაც კი არ გადის, შედეგად ის თითქმის სულ შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ გასაკეთებელი მას კიდევ ერთი საქმე აქვს. წყნარი ოკეანის მდედრმა რვაფეხამ თავშესაფრიდან სინათლეზე ყველა კვერცხი უნდა გაიტანოს, რის შემდეგადაც ის მათ გვერდით როგორც წესი, ხშირად იღუპება.







0
180
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
180