x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იტალიის მთავრობა 15 ათას ევროს სთავაზობს იმათ, ვინც სარდინიის სოფლებში დასახლდება
image

სარდინიის მთავრობა 15000 ევროს სთავაზობს იმათ, ვინც იდილიური იტალიის კუნძულზე ცხოვრებას გადაწყვეტს.


ოფიციალურმა პირებმა 40 მილიონი ევრო გამოყვეს ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის მიზიდვას იტალიის ამ რეგიონის სოფლებში და რათა გაძლიერდეს ვაჭრობა პატარა ქალაქებში.


სახლის მყიდველებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაეწევათ.



სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მეორე კუნძულია და დიდი ხანია განიხილება, როგორც ბუნებრივი მარგალიტი, მდიდარი კულტურული ისტორიით, ასეულონით კილომეტრი ქვიშიანი პლაჟებით, თვალწარმტაცი საპორტო ქალაქებითა და ბრინჯაოს ხანის ნანგრევებით, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლით.


image


მაგრამ იტალიის სხვა სოფლების მსგავსად, რეგიონი განიცდის მოსახლეობის კლებასა და ეკონომიკის ვარდნას, რადგან ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან და სამუშაოდ დიდ ქალაქებში მიდიან.



სარდინიის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა განაცხადა: „ამ გრანტის წყალობით სარდინიაში პირველ სახლების მყიდველებში შეიქმნება ნაყოფიერი ნიადაგი მათთვის, ვინც იქ გადავა ან გადაწყვეტს ოჯახის შექმნას.


ვერ შევძლებთ ტერიტორიების ზრდას, შიდა და ყველაზე დაუცველი ტერიტორიების რეალური გაძლიერებას, თუ არ გატარდება დასახლების ახალი პოლიტიკა. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტონ დარჩენა და განავითარონ ყველაზე მყიფე ტერიტორიების ეკონომიკური სტრუქტურები."


image


მიმზიდველი გრანტები გათვალისწინებულია როგორც ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს ადამიანები იყიდონ ხანდაზმულთა სახლები, განაახლონ ისინი და წამოიწყონ ახალი ბიზნესი, რათა გაახალგაზრდავონ პატარა თემები იტალიის სოფლებში."

0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0