შოუბიზნესი
64 წლის მადონამ სკანდალური ფოტოებით ყველა შოკში ჩააგდო
2022, 23 აგვისტო, 18:08
სოლიდური ასაკისა და სცენაზე საკმაოდ დიდი გამოცდილების მიუხედავად, ძნელია პოპ - მუსიკის დედოფალს - მადონა ლუიზა ჩიკონეს სიბერე "დასწამო". პოპ-მუსიკის 64 წლის ლეგენდა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, შეიძლება ითქვას რომ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ეპატაჟური მომღერალი დღემდე აქტიურია, ახალ სიმღერებს წერს, პერიოდულად პოპულარულ არტისტებთან თანამშრომლობს, იდეალური სხეულის დემონსტრირებას მუდმივად ახდენს და პიკანტური კადრებით მილიონობით თაყვანისმცემელს სოციალურ ქსელებში სისტემატურად შოკში აგდებს.
მომღერლის ფანებს უკვე ჰქონდათ მისი მაქმანებში, კოლგოტებსა და კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელში ხილვის ბედნიერება, თუმცა ეპატაჟური შემსრულებლის მეტისმეტად თამამი ბოდის გამო სოციალურმა პლატფორმამ ფოტოები დაბლოკა. ამ უსიამოვნო გამოცდილების გათვალისწინებით, არტისტმა ფოტოებზე საკუთარი სხეულის პიკანტური ნაწილების დაფარვა დაიწყო. აღშფოთებული პოპ - დივას აზრით, ეს ძალიან უცნაურია, ვინაიდან დვრილები ერთადერთი ნაწილია, რომელიც სექსუალიზირდება: "ამ დროს კი მისი საშუალებით ბავშვის კვება ხდება!".
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა, რომელმაც საზოგადოება არც იმდენად აღაშფოთა, როგორც მისმა საძინებელში გადაღებულმა პიკანტურმა ფოტოებმა, სადაც ფანებმა მისი სილიკონის დუნდულები ყველა საინტერესო რაკურსით იხილეს, რამაც მათში აღშფოთების უდიდესი ტალღა გამოიწვია: ზოგი საკუთარი კერპის უსირცხვილობაზე წერდა, ზოგიც ნანახს გარყვნილებად აფასებდა და პოპ - დივას საკუთარი თავის უპატივსცემლობაში ადანაშაულებდა.
როგორც თავადაც მიხვდით, მადონა საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა სახის ყურადღებას უკვე მიჩვეულია და უნდა ითქვას რომ კრიტიკა მას საერთოდ არ აშინებს. ის თავისი პროვოკაციული ფოტოებით კვლავაც წარმატებით განაგძრობს საზოგადოების შოკირებას, მაგალითად, ერთხელ მან სოციალურ ქსელში უნიტაზზე ჯდომის დროს გადაღებული ფოტოც კი გამოაქვეყნა. მოკლედ პოპ - დივა საკუთარ გამომწერებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს და პერიოდულად მათ ახალ - ახალი სკანდალური ფოტოებითაც ანებივრებს.