პოლიტიკა ვაშინგტონი გმობს დარია დუგინას მკვლელობას, თუმცა ამ განცადებას კრემლმა "ცინიკური "უწოდა 2022, 23 აგვისტო, 16:28
შეერთებული შტატები „ულაპარკოდ გმობს“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, განურჩევლად იმისა, თუ სად მოხდა ეს ამბავი. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა რუსეთში დარია დუგინასთან მომხდარ ტრაგედიაზე კომენტირებისას გააკეთა. პრაისის თქმით, ასეთი დაგმობის პრინციპი „გამოიყენება მთელ მსოფლიოში“. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია იძიებს მომხდარს და რუსები „გარკვეულ დასკვნებს გამოიტანენ."
„ჩვენი მხრივ, ვგმობთ მიზანმიმართულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე სადაც არ უნდა იყოს ის, “ - განაცხადა მან მას შემდეგ, როდესაც დაუსვეს კითხვა: სჯერა თუ არა ვაშინგტონს კიევის განცხადების, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა ჟურნალისტის მანქანის აფეთქებაში.
პრაისმა ისიც დასძინა, რომ " ეჭვი არ ეპარება, ამ დანაშაულს რუსული მხარე გამოიძიებს და ისინი გარკვეულ დასკვნებს გამოიტანენ“. პრაისის განცხადებას მელე მოჰყვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადება, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ჟურნალისტისა და პოლიტოლოგის დარია დუგინას მკვლელობის შესახებ „პოლიტიკური ორპირობის“ მაგალითია. როგორც გამოცემა РИА Новости- ციტირებს, მისი თქმით ეს არის „ვერბალური "კაზუისტიკის“ და „ადამიანური ცინიზმის“ მაგალითი“. ასევე პრაისმა უარი თქვა იმის დადასტურებაზე არ უარყოფაზე, "ვაშინგტონმა თუ იცის, ვინ დგას თავდასხმის უკან." ტერაქტიდან მალევე დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ . ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეგრამარხ „როსპარტიზანზე“ გავრცელდა. თავის მხრივ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) პრესცენტრის ირწმუნება, რომ დარია დუგინა მოკლა უკრაინული სპეცსამსახურების დაქირავებულმა ნატალია ვოვკმა, რომელიც ესტონეთში მიიმალა. უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ვოვკი რუსეთში 2022 წლის 23 ივლისს ჩავიდა ქალიშვილთან ერთად. მკვლელობის დღეს ისინი იმავე ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, რომელსაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ФСБ-ს მტკიცებით„მართვადი აფეთქების განხორციელების“ შემდეგ ვოვკი ქალიშვილთან ერთად ფსკოვის ოლქიდან ესტონეთში გადავიდა. დღესვე გავრცელდა ფოტო, სადაც დუგინი თავის ქალიშვილს ემშვიდოებება. 106 1-ს მოსწონს
|