"ეს ქალი წარმოიდგინეთ ხელისუფლებაში, ჰა "რავარია?"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, თამარ ჩერგოლეიშვილსა და ვახო სანაის შორის სოციალურ ქსელში დაწყებულ პოლემიკას პირად გვერდზე ეხმაურება და "ტაბულას" დამფუძნებლის შესახებ შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"ეს ქალი წარმოიდგინეთ სათავეში-ხელისუფლებაში და არ დაგვავიწყდეს რომ ყოფილი ხლისუფლების დროს მაღალი თანამდებობის პირი იყო ბოკერია -უშიშროების საბჭოს მდივანი!!! ეს "ტანდემი" ხელისუფლებაში ჰა "რავარია"??ჰოდა "ამათ" ფონზე და ამგვარი ტიპების ფონზე იოლი დასაჯერებელი აღმოჩნდა ტყუილ -მართალი მაშინ 2012 წელს, სწორედ ეს გამოიყენა რუსეთის უშიშროებამ "ოსტატურად", წარმოიდგინეთ რა დღეში ეყოლებოდათ სააკაშვილი, რა ცრუ ინფორმაციებს აწვდიდა უშიშროების მაღალჩინოსანი და რას ხლართავდნენ და დღეს ყველაფერს ერთ ადამიანს აბრალებენ და პასუხს სთხოვენ .
უბრალოდ შეუძლებელია და შეუძლებელი იქნებოდა ასეთი შინაური მტრების და "ურჩხულის მანქანის"-რუსეთის მტრობის ფონზე ერთმა ადამიანმა უზუსტესი ინფორმაცია მიიღოს-შეუძლებელია, როცა უზარმაზარი (ოკუპანტის) მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომაც გაუჭირდა ყველა პრეზიდენტს ჩვენთან ( პირველ, მეორე და მესამე პრეზიდენტს ვგულისხმობ) პირველი- დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი - მოკლეს, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ მეორე ააფეთქეს ნავთობსადენის გამო, მესამეს ჯერ ომის დაწყება დააბრალეს და ახლა კლავენ ციხეში .
გასაკვირი ის არის რაც მოახერხა სააკაშვილმა სახელმწიფოს შენება, ნეტავ როგორ მოახერხა?!ახლა ხომ ცხადად სჩანს ყველაფერი.ახლა ხომ სჩანს ამ "ცოლ-ქმარს" რა და სად “ჰკიდიათ” თურმე . ისე მამაჩემმა ( ჯანსუღმა)იხუმრა და ერთხელ რეგვენს უთხრა " კაცო ხშირად იმეორებ მაგ სიტყვას და რომ "დეიკიდო "დასაკიდებელიც უნდა გქონდეს, რაზეც დეიკიდებო"( იუმორი გადაგვარჩენს მხოლოდ)
ვაი ჩემო კარგო ქვეყანავ ! ვაი ჩვენს პატრონს თუ "აქეთ თუ იქით"( ოპოზიციას და ხელისუფლებას ვგულისხმობ)" - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ჩერგოლეიშვილსა და სანაის შორის ურთიერთდაპირისპირება მის რევოლუციის შესახებ დაწერილ სწორედ ამ სტატუსს მოჰყვა:
"რევოლუციაზე რომ არ ლაპარაკობ, მშიშარა ხარო - შიში აგკიდა ბიძინამო.
რევოლუციაზე ლაპარაკი არის უშიშრობა!
10 წელია ამდენი უშიშარი რევოლუციაზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს, ლაპარაკობს ….
ძააან უშიშარია ეს ხალხი, ვამაყობ.
პ.ს. მართლა გულს მირევს ამდენი შტერი კვადრატულ მეტრზე", - "ტაბულას" დამფუძნებლის ამ პოსტს ვახო სანაია გამოეხმაურა და მას "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას ინტერვიუდან ამონარიდი შეახსენა, სადაც აღნიშნულ თემას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი მისგან განსხვავებით, ასე რადიკალურად და კატეგორიულად არ აფასებდა, რაზეც ჩერგოლეიშვილის გულისწყრომა და შეურაცხმყოფელი კომენტარები დაიმსახურა: