x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
16 საინტერესო ფაქტი ყველაფრის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ არ იცოდით

image


მსოფლიოში ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო რამ ხდება, რომლის შესახებ რატომღაც აქამდე არაფერი გვსმენია. დღეს, გადაწყვიტე ეს საყოველთაო უსამართლობა გამოვასწორო და იმ ფაქტების ნუსხა გაგიზიაროთ, რომლებიც თქვენს ყურადღებას ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს. მაშ, ასე..


image


1. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰიპოპოტამებსა და ვეშაპებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ვეშაპები და ჰიპოპოტამები ერთმანეთის შორეული ნათესავები არიან.


image


2. ჩვეულებრივი ლოკოკინა უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ელექტრონები სპილენძის მავთულში.


image


3. ნიუ-იორკის მეტროში არასტანდარტული ბაზის მქონე ნათურები გამოიყენება: კუთხვილი არა საათის ისრის მიმართულებით არის გაკეთებული, როგორც ჩვეულებრივ ნათურებზე, არამედ საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ეს ყოველივე კი ნათურების ქურდობის აღსაკვეთად იქნა მოფიქრებული.


image


4. შოკოლად "Ritter Sport"-ის წარმოება კვადრატული ფორმით მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ქურთუკები კვადრატული ჯიბეებით გახდა პოპულარული. კომპანიამ გადაწყვიტა კვადრატული შოკოლადის ფილების წარმოება, რომელიც სწორედ ამ ჯიბეებში უპრობლემოდ მოთავსდებოდა, თუმცა არც გატყდებოდა და ამასთან, ჩვეულებრივი შოკოლადის ფილის წონაც ექნებოდა.


image


5. ანტიკურ ხანაში კარაბის ხის თესლები ერთმანეთის იდენტურად ითვლებოდა და წონის საზომად - კარატად გამოიყენებოდა. მას შემდეგ კარატი ძვირფასი ქვებისა და მარგალიტის წონის ტრადიციულ საზომად იქცა.



image


6. მე-19 საუკუნის ინგლისში მამაკაცებს შორის მაკასარის ზეთი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით გამელოტებისგან იცავდა. ავეჯის, ზეთის ლაქებისგან დასაცავად კი დიასახლისებმა საზურგეების დაფარვა ხელსახოცებით დაიწყეს. მას შემდეგ მათ "ანტიმაკასარს" უწოდებენ: დღესდღობით, ამ ხელსახოცების ნახვა მატარებლებისა და თვითმფრინავების სავარძლების საზურგეებზეა შესაძლებელი.


image


7. თუ ადამიანი პოლარული დათვის ღვიძლს შეჭამს, დიდი ალბათობით ის გარდაიცვლება, ვინაიდან ის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც ასეთი დოზით ადამიანში ჰიპერვიტამინოზსა და ძლიერ მოწამვლას იწვევს.


image


8. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვილები საკმაოდ გააზრებულად იღიმებიან და ამას მაშინ აკეთებენ როცა ხედავენ რომ დედა ან მამა საპასუხო ღიმილისთვის მზადაა. მათ მოსწონთ მშობლების ღიმილის ყურება, რასაც ფაქტობრივად, თავიანთი ღიმილითვე აღწევენ.

image



9. საბერძნეთის ჰიმნს საფუძლად 158 ოთხტაეპიანი ლექსი უდევს, თუმცა მხოლოდ პირველ ორს მღერიან.


image


10. მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ბოცვერი და კურდღელი ერთმანეთში არ ჯვარდება, ანუ მათ საერთო შთამომავლის მოცემა არ შეუძლიათ. მეტიც, მათ სხვადასხვა რაოდენობის ქრომოსომა აქვთ: ბოცვერს აქვს 22, კურდღელს კი - 24.


image



11. საუდის არაბეთს აქლემები ავსტრალიიდან შემოყავს. არაბული აქლემებიც არსებობს, მაგრამ მათ მხოლოდ ტურისტების გასართობად და სატრანსპორტო საშუალებად იყენებენ, თუმცა აი, კულინარიული მიზნებისთვის კი უპირატესობას ავსტრალიურს ანიჭებენ.


image



12. 1800 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 43%-ი 5 წლამდეც კი ვერ აღწევდა.

image


13. დილით პირში ცუდი სუნი იმიტომ ჩნდება რომ ღამით ნერწყვი პრაქტიკულად არ წარმოიქმნება, ამიტომ რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ ბაქტერიები გროვდება და იშლება.


image


14. დიდ შენობებში შესასვლელად ხშირად მბრუნავ კარს ამონტაჟებენ და აი, რატომ: დაკიდული ან ავტომატური კარები განსაკუთრებით ცივ ან ცხელ პირობებში შენობის ტემპერატურის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. მბრუნავი კარი კი ხელს უშლის ტემპერატურის როგორც უეცარ მატებას ასევე ვარდნას. შესაბამისად, მსგავსს დაწესებულებებს ზემოაღნიშნული პრობლემა არ აღენიშნებათ.


image


15. ბრაზილიის ეროვნული ფეხბურთის ნაკრები - ერთადერთი გუნდია, რომელმაც მონაწილეობა ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო. გარდა ამისა, ის ყველაზე წარმატებული გუნდია აღნიშნულ ჩემპიონატში: მათ 5-ჯერ მოიგეს.


image


16. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 1830-იან წლებში კეტჩუპი - დიარეის, რევმატიზმისა და ეგზემის სამკურნალო საშუალებად აფთიაქებში იყიდებოდა. პომიდორში შემავალი ლიკოპენი ორგანიზმისთვის მართლაც რომ სასარგებლოა, თუმცა ის სულაც არ არის პანაცეა ყველა დაავადებისთვის: დღესდღეობით, მისი შეძენა აფთიაქში ტაბლეტის სახით სრულიად უპრობლემოდ არის შესაძლებელი.





0
625
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
625