x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
10 ცნობილი ფაქტი ივანე მრისხანეს ჩერქეზი დედოფლის, მარია თემრიუკოვნას შესახებ

imageფაქტი 1. დედოფალ მარია თემრიუკოვნას დაბადების სახელი იყო "კუჩენეი", ან, როგორც რუსულად წერია, "გუეშჩენე", რაც ყაბარდოულად "პრინცესას თვალებს" ნიშნავს.
მისი მამა იყო ყაბარდოელი თავადი, ხოლო როგორც ცნობილია მისი მეუღლე გახდა მეფე ივანე მრისხანე, რომლისთვისაც ის მეორე ცოლი იყო.
ქრისტიანულად ნათლობისას მან მიიღო სახელი "მარიამი", მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად.
ფაქტი 2. ივანე მრისხანემ მეორე ცოლის ძებნა დაიწყო პირველის გარდაცვალებიდან 8 დღის შემდეგ. მან უარი თქვა ხანგრძლივ გლოვაზე, ამასვე მოითხოვდა თავად ბოიარების დუმაც.
თავდაპირველად იგი პოლონეთის მეფის დაზე დაქორწინებას გეგმავდა, მაგრამ მზითევის ნაცვლად, პირიქით, მის სანაცვლოდ მოითხოვა ფსკოვი, დიდი ნოვგოროდი და სმოლენსკი მიმდებარე მიწებით. ბუნებრივია, ასეთი თავხედობის სანაცვლოდ მან მიიღო უარი. სწორედ მაშინ გაგზავნა მეფემ მაჭანკლები ჩრდილოეთ კავკასიაში.
ფაქტი 3. მარია თემრიუკოვნას საქორწინო თავსაბურავი დაბრძანებული იყო ლანგარზე, რომელიც შექმნილი იყო სამკილოგრამიანი ოქროს ნაჭრისგან, ოსტატურად მორთული იუველირების მიერ. ახლა ეს ლანგარი ინახება მოსკოვის კრემლის კარგად დაცულ პალატაში და ის სამართლიანადაც ითვლება ნამდვილ შედევრად. საქმე ის კი არ არის, რომ ოქროსფრად მბრწყინავია, არამედ ის, თუ რამდენად ელეგანტურად არის მორთული გამოცდილი ხელოსნების მიერ.
ფაქტი 4. ინგლისელმა ისტორიკოსმა და დიპლომატმა ჯერომ ჰორსიმ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, თავის მოგონებებში აღწერა ივანე მრისხანეს და მარია თემრიუკოვნას ქორწილი.
ის აღწერდა, რომ ქორწილის რიტუალები იმდენად "უცნაური და წარმართული" იყო, რომ მისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა.
ფაქტი 5. ქორწინებაში მარია თემრიუკოვნას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა, ვაჟი, რომელსაც ვასილი ერქვა, მაგრამ პრინცი გაურკვეველი მიზეზების გამო 2 თვის ასაკში გარდაიცვალა და სხვა შვილი არც ჰყოლია. იმ ეპოქაში ჩვილთა სიკვდილიანობა მაღალი იყო და ასეთი შემთხვევები არავისთვის ყოფილა გასაკვირი.
imageფაქტი 6. რუსულ ისტორიოგრაფიაში უარყოფითი აზრია ჩამოყალიბებული მარია თემრიუკოვნასა და მის როლზე რუსეთის ისტორიაში. ძველი პერიოდის ბევრმა ავტორმა დაადანაშაულა იგი მეფეზე ცუდი ზეგავლენის გამო. სწორედ მას უკავშირებენ ივანე მრისხანეს ძალადობრივი პოლიტიკასაც. გარდა სხვა ბრალდებებისა ასევე არსებობს აზრიც, რომ სწორედ მან შესთავაზა ივანეს ოპრიშჩინას იდეა.
ფაქტი 7. ვინაიდან დედოფლის დაბადების წელი არ არის ზუსტად დადგენილი ისტორიული წყაროების მიერ, ასევე არ არის ცნობილი თუ რამდენ ხანს იცოცხლა, ცნობილია მხოლოდ, რომ ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. დედოფალი მარია 23 ან 24 წლის იყო მისი გარდაცვალების დროს. მარია თემრიუკოვნას გარდაცვალების მიზეზების შესახებ ასევე არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ივანე მრისხანემ ბოიარები მის მოწამვლაში დაადანაშაულა.
ფაქტი 8. გარდაცვალების შემდეგ მარია თემრიუკოვნა ამაღლების ტაძარში დაკრძალეს. როდესაც მე-20 საუკუნეში მისი დემონტაჟი გადაწყდა, მისი ფერფლი კრემლის მთავარანგელოზის ტაძარში გადაასვენეს. დედოფლის ფერფლის გამოიკვლევისას თავის ქალას ცუდი შენარჩუნების გამო (არ შენარჩუნების), მისი გარეგნობის აღდგენა შეუძლებელი გახდა.
ფაქტი 9. მარია თემრიუკოვნას ოჯახის მრავალი წარმომადგენელი მისი ქორწინების შემდეგ შევიდა რუსეთის მეფის სამსახურში, რის შემდეგაც მათ მიიღეს გვარი "ჩერკასკი". მათი ბევრი წარმომადგენლები მოგვიანებით გახდნენ პრინცები რუსეთსა და პოლონეთში.
ფაქტი 10. როგორც ცნობილია ივანე მრისხანე მრავალჯერ იყო დაქორწინებული. მაგრამ ყველა დანარჩენი ცოლისგან განსხვავებით ის მარია თემრუკოვნას ძალიან თბილად ეპყრობოდა, უფრო მეტიც, ის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ახსოვდა. მისი სიყვარული დედოფლისადმი მან ასახა კიდეც მის მიერვე შედგენილ სასულიერო წერილში.

0
924
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0