თავის მოვლა აფროდიტეს სილამაზის რეცეპტი 2012, 24 სექტემბერი, 2:25 -ნახევრამდე აავსეთ აბაზანა 30 გრადუსიანი წყლით, დაამატეთ 250 მგ ზღვის ან საჭმელი მარილი და 20 წთ შიგ ჩაწექით. შემდეგ გაეხვიეთ ხაოიან ხალათში, წამოწექით 30 წუთი. გადაივლეთ შხაპი. ეს პროცედურა გამოდევნის შემაერთებელი ქსოვილიდან ტოქსინებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
- ჩაყარეთ მარლის ტოპრაკში 2-3 პეშვი შვრიის ბურბუშელა, ჩამოკიდეთ წყლით სავსე აბაზანაში ონკანის ქვეშ და ჩაწექით 20-25 წუთი არ შეიმშრალოთ კანი, თავისით შეგაშრეთ. ამით უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა და ელასტიკური ხდება შემაერთებელი ქსოვილი.
-2 პეშვი ბალბის გამხმარი ყვავილი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის პარკში და ონკანის ქვეშ ისე ჩამოკიდეთ, რომ წყალი ესხმებოდეს. დაამატეთ 200 გრ ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი და 15-20 წთ ჩაწექით (წყლის ტემპერატურა 25 გრადუსი) აბაზანაში. ეს პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ამაგრებს კანს, ხდის გლუვსა და ნაზს, ხსნის კუნთების დაძაბულობას.
- დაამატეთ აბაზანაში 30 გრადუსიან წყალს 10 წვეთი მანდარინის ზეთი და ერთი ფინჯანი რძე. ჩაწექით 15 წთ. მოგეხსნებათ კუნთების დაძაბულობა. ეს პროცედურა ამაგრებს, ატენიანებს და ასუფთავებს კანს.
-2 მუჭა ცაცხვის ყვავილს და 2 ს/კ კოჭას დაასხით 2 ლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ 20 წუთი მჭიდროთ თავდახურული, შემდეგ გაწურეთ და ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. დაამატეთ 2 ფინჯანი ზღვის მარილი. ცაცხვის ყვავილი სასარგებლოა ნაზი, მშრალი და მგრძნობიარე კანისათვის. 280 1-ს მოსწონს
|