საზოგადოება „საბანაოდ არ წასულან... არც ცურვა იციან, სწრაფი მდინარეა... სიმინდებში იყო ცხედრები შეტანილი“ - რას ამბობენ უჯარმაში დაღუპულ ძმებზე 2022, 19 აგვისტო, 13:50 დიდი ტრაგედია დატრიალდა ცოტახნის წინ უჯარმაში. უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ძმები 21 წლის ნიკა და 16 წლის ივიკო მახარობლიშვილები არიან. ისინი თბილისელები არიან და საგარეჯოს სოფელ უჯარმიდან დედა ჰყავთ. მათ კიდევ ერი დედმამიშვილი დარჩათ. თავდაპირველად გაჟღერებული ვერსიის მიხედვით, არსებული ინფორმაციით ძმები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა. ამჯერად კი ადგილობრივების კომენტარი გავრცელდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი საბანაოდ არ წასულან და მათ არც ცურვა იციან. ”კანალებზე ასულან. პატარა ძმას ფეხი ჩასცდომია და სადღაც 20 მეტრში ყოფილან გვირაბამდე. იმ გვირაბში ის რომ შევიდა, დაუძახია მიშველეო, მერე ძმა გადახტა საშველად. საბანაოდ არ იყვნენ, ტყეში წავიდნენ, სტუმარი ჰყოლიათ… არც იცოდნენ ცურვა და ძალიან სწრაფი მდინარეა.. იქ რომ ჩახვიდე, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ ამოხვალ. არხი დააშრეს ბოლომდე და სიმინდებში იყვნენ გატანილი” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. „აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში, მამაც კახეთიდან არის, წარმოშობით. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 107 შეფასება არ არის
|