x
image
თუთიკო ბერძენა
დამაფიქრებელი ინფორმაციები, რომელსაც ტვინების მუზეუმებში შენახული გენიოსთა ტვინები იძლევიან
კაცობრიობა ინახავს ა მარქსის, ენგელსის, ლენინის, აინშტაინის ტვინებს. მოსკოვში არსებობს ბეხტერევის მიერ დაარსებული ტვინის ინსტიტუტი, სადაც ტვინების მუზეუმია.
image
ადამიანის ტვინი ურთულესი ორგანოა, რომლის შესწავლაც მიუხედავად მრავალი მცდელობისა და ნანოტექნოლოგიების განვიტარებისა, დღემდე ბოლომდე ვერ მოხერხდა.საქმე იმაშია, რომ 100 მილიარდი ნეირონიდან, რომლისგანაც ტვინი შედგება, ერთმანეთს არცერთი არ ჰგავს. ისინი ერთმანეთთან კავშირებს დამოუკიდებლად ამყარებენ, ინფორმაციებს ცვლიან და თითქოს, ელაპარაკებიან კიდეც ერთმანეთს. ტვინის მუშაობა მართლაც ზებუნებრივი ძალების მიერ მართულ პროცესს ჰგავს.
მეცნიერები რწმუნდებიან, რომ ტვინი ადამიანის ორგანიზმში თავად განაგებს როგორ იმუშაოს და 0, 3 წამით ადრე ღებულობს გადაწყვეტილებას, ვიდრე ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ გავიფიქრებთ. გამოდის, 0, 3 წამით წარსულში ვცხოვრობთ და აწმყო გვგონია. ჩვენ მხოლოდ ტვინის ბრძანებებს ვასრულებთ. ადამიანის სხეულით ტვინი მანიპულირებას ახდენს და გამოდის, რომ ტვინი კი არ ეკუთვნის სხეულს, არამედ ტვინს ეკუთვნის სხეული.
ტვინი სხეულის დანარჩენი აწილებისგან იზოლირებულია ჰემატოენცეფალური ბარიერის მეშვეობით. იგი უჟანგბადო გარემოში 3-5 წუთზე მეტს ვერ ძლებს. ტვინი ყველა ორგანოზე მეტ ჟანგბადს და ენერგიას მოიხმარს.
ტვინის 85 პროცენტი ჩვეულებრივი წყალია. კონსისტენციით ტვინი ჟელესმაგვარია, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის სითხეში ტივტივებს, ამის გამო მისი წონა თავის ქალაში - 50 გრამს არ აღემატება, თუმცა რეალურად 1300-1500 გრამს იწონის.
თავის ტვინში 100 მილიარდი ნეირონია და 7-ჯერ მეტი თეთრი ნივთიერების - გლიის უჯრედები, ყოველი ნეირონი 5-დან 250 ათას ნეირონს უკავშირდება. თითოეული ნეირონისთვის არსებული კავშირებიდან ყოველ 1 საათში 2 კავშირი წყდება და სხვა 2 კავშირი მყარდება. ასეთი კავშირები ნეირონებს შორის მუდმივად იბმება და ჩნდება ქსელები, რომელსაც კოგნიტიური ველები ჰქვია. სწორედ ამ ველებში ინახება ყველა ინფორმაცია.
ტვინის ფუნქციაა, მიიღოს და გადაამუშაოს ინფორმაცია, გასცეს გარემო პირობებთან ორგანიზმის შეგუების შესაბამისი ბრძანებები, ნერვული რეგულაციების საშუალებით ორგანოთა და უჯრედთა მუშაობა უზრუნველყოს. ტვინი ის ორგანოა, რომელშიც ყოველ 1 წუთში 25 გიგაბაიტი ინფორმაცია დაშიფრული სახით შედის. მთელი დღის განმავლობაში 1 ადამიანის თავის ტვინში შედის იმდენი ინფორმაცია, რაც დედამიწაზე ყველა ციფრული მოწყობილობის, ტელეფონის, სატელიტის, რადიომოწყობილობის მიერ გაცემულ ინფორმაციათა ჯამის ტოლია.
ტვინის დამსახურებით, ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი არსებაა, რომელიც გარემო პირობებს კი არ ეგუება, არამედ თვითონ იგუებს, ირგებს საკუთარ თავზე იმგვარად, როგორც მას აწყობს.
2017 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ტვინიდან გამომავალი ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტები. საქმე იმაშია, რომ ტვინს ლიმფური სისტემა არ გააჩნია, მაგრამ მის ნაცვლად აქვს "გლინფური" სისტემა.
ამომრთველი, რასაც ტვინის გათიშვა შეუძლია - არ არსებობს. მეცნიერები 2 საუკუნის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ ტვინში ადგილებს, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმაცია შენახული. უკვე დადგენილია, რომ ტვინი გამუდმებით მუშაობს, არ ითიშება, მაგრამ "ზარმაცი" ორგანოა, რომელსაც ეზარება ყველაზე შრომატევადი რამ - ფიქრი. ამიტომ ტვინი ამ სამუშაოს შესრულებას ერიდება.
თავის ქალაშიადამიანს სამი ტვინიაქვს, რომლებიც ერთმანეთშია " ჩალაგებული": არქეოპალიდუმი, ანუ, უძველესი ტვინი, რომელშიც თანდაყოლილი ინსტიქტებია თავმოყრილი ( როგორიცაა კვების, გამრავლების, საჭმლის მონელების, ყნოსვის, სუნთქვის, ცემინების, სისხლის მიმოქცევის ინსტინქტები), შემდეგი შრე - პრიმატების ტვინი, რომელშიც თავს იყრის ემოციები და პირობითი რეფლექსები და გარე შრე - ქერქი, რომელიც ყველაფერს განაგებს, მაგრამ ადამიანის საქმიანობის 80 პროცენტი ქერქის ჩარევის გარეშე ხორციელდება. ემოციების 10 პროცენტი არ ექვემდებარება ქერქის გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანს ეცინება, მაგრამ ტირის და ამას სიხარულისგან ტირილს ეძახიან. ქერქი ორგანიზმს უბიძგებს, ნაკლებად იმუშაოს და გადწყვეტილებებიც ნაკლებად მიიღოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავად იღებს - 0, 3 წამით ადრე.
მეცნიერთა ნაწილი ტვინს კომპიუტერს ადარებს, რომელსაც გააჩნია ინფორმაციის საცავი - მყარი დისკი. მაგრამ ადამიანის ტვინში ბევრად უფრო რთული მოვლენები მიმდინარეობს. "დეჟავუს" შეგრძნება, როცა ადამიანი თვლის, რომ ადრეც უნახავს ესა თუ ის მოვლენა ილუზიააა და ტვინის კეროვანი იმპულსების შედეგია, რასაც განაგებს უნიკალური ორგანო - ჯალღუზისებური სხეული. მას მეორენაირად "შივას თვალსაც" ეძახიან. ის ასევე განაგებს ინტუიციას და ტელეპატიის უნარს, ჩვენს შინაგან ბუნებრივ საათს, დაძინების და გაღვიძების პროცესებს. ჯალღუზისებური სხეული მამაკაკაცებთან შედარებით ქალებს უფრო დიდი ზომის აქვთ, შესაბამისად, ინტუიციის გრძნობაც მეტად აქვთ განვითარებული. ჯალღუზისებური სხეული მეხსიერების მართვაზეც მოქმედებს. ქალები უარყოფით ემოციებს უფრო დიდხანს ინახავენ, წყენას არ ივიწყებენ, რაც მათი ჯალღუზისებური სხეულის დამსახურებაა. ამავე ორგანოს უკავშირდება ისეთი ფენომენი, როგორიცაა ტელეპატია.
ადამიანის ტვინმა მთელი დატვირთვით დროის 4%-ით რომ იმუშაოს სუნთქვის შედეგად მიღებული ჟანგბადის მარაგი არ ეყოფოდა. ამიტომ, სამუშაოთა 85 პროცენტის შესახებ, რასაც ტვინი ასრულებს, ადამიანი საერთოდ ვერაფერს იგებს. ის არა მხოლოდ თავისით აკეთებს ყველაფერს, არამედ მფლობელს ატყუებს, თითქოს მან კი არა, სამუშაო მფლობელმა შეასრულა.
1
337
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
337
  
2022, 19 აგვისტო, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1