x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კოკაინი და მამათმავლობა - რევოლუციამდელი რუსეთის ბინძური გართობები

image


ისტორია შთაგვაგონებს რომ წინათ ადამიანები ბევრად უფრო ღვთისმოსავი და ყოველგვარ მანკიერებას მოკლებულნი იყვნენ, თუმცა საკმარისია თანამედროვეთა წერილებსა და დღიურებს გადავხედოთ, რომ ცხადი ხდება - ისტორია ბევრ ფაქტს შეგნებულად მალავს.



"სქესის მსახურები"


თავდაპირველად, პროსტიტუცია აკრძალული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე ნიკოლოზ I ავიდა, სრულიად ნათელი გახდა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირებს არანაირი სასჯელი არ ემუქრებოდათ, 1843 წელს "სამედიცინო-პოლიციური კომიტეტი" შეიქმნა, რომელსაც ყველა მეძავი უნდა დაერეგისტრირებინა, და ასევე ყველა ბორდელი გაეკონტროლებინა, ასევე პასპორტის ნაცვლად, ყველა გოგონას "შემცვლელი ბილეთი" გადაეცემოდა, რომელსაც მალევე, მისი ფერის გამო, ხალხმა "ყვითელი ბილეთი" შეარქვა.


image


საინტერესოა, რომ "სტუმრების" მიღება კვირაობით, წირვის დასრულებამდე და წმინდა კვირას იკრძალებოდა, თუმცა ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროსტიტუცია კვლავ აიკრძალა.


image


რეგლამენტის თანახმად, ბორდელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ეკლესიიდან 300 მეტრზე ახლოს არ უნდა ყოფილიყო.



მამათმავლობა


image


რუსეთში ერთსქესიანთა სიყვარული დასჯადი მხოლოდ 1866 წლიდან გახდა, მანამდე მათ მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ტოლერანტული იყო. ასე, მაგალითად, პეტერბურგში იმ ადგილების სიაც კი არსებობდა, სადაც ჰომოსექსუალები ერთმანეთს ეცნობოდნენ. მაგალითად, ტაურიდის ბაღში, მეძავ მამაკაცთან შეხვედრაც კი შეიძლებოდა.


image


ასეთი შეხვედრის ადგილები ქალაქის აბანოებშიც არსებობდა, სადაც მსურველებს მომსახურე პერსონალთან განმარტოება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლო.



image


მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსკოვსა და პეტერბურგში განსაკუთრებული ჰომოსექსუალური კულტურა გაჩნდა. მდიდარ მამაკაცებს, რომლებსაც თავისივე სქესის წარმომადგენლების მიმართ სექსუალური ინტერესი და ლტოლვა გააჩნდა "დეიდებს" უწოდებდნენ. საუკუნის ბოლოს ყველა ჰომოსექსუალს სწორედ ასე ეძახდნენ, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ მიმართ უკვე "ცისფერის" ტერმინიც ჩნდება.




ნარკოტიკები


image

ნარკოტიკები უფრო მდიდრებისთვის და შეძლებული ფენის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. თავიდან ბოჰემა თავს ოპიუმით ინებივრებდა, თუმცა შემდეგ დასავლეთიდან მორფინიც შემოვიდა, რომელიც ძირითადად ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ იყიდებოდა, ხოლო მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენებოდა.


image


თუმცა ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკულ საშუალებად რუსეთში მაინც კოკაინი იქცა. თავდაპირველად ის ნევროზების, სიფილისის, ალკოჰოლიზმისა და მორფინის დამოკიდებულების სამკურნალოდ იყო განკუთვნილი.





0
2464
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2464