საქართველო
გლდანის ციხეში ამ დროისთვის პატიმრები 2 600-მდე მნახველმა ინახულა
2012, 23 სექტემბერი, 23:34
გლდანის საპყრობილეში ამ დროისთვის 2 800 ვიზიტორია რეგისტრირებული. ჯამში კი პატიმრები 2 600-მდე მნახველმა მოინახულა. დღის განმავლობაში ციხეში მნახველთა ნაკადი არ შემწყდარა.
როგორც გლდანის საპყრობილის საზოგადოებრივ მისაღებში აცხადებენ, ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ ბოლო ვიზიტორი არ შევა პატიმრის სანახავად.
დღის განმავლობაში საპყრობილესთან სიმშვიდე იყო. ი იმყოფებოდა სტუდენტთა ჯგუფი, რომელთაც მდუმარე აქცია გამართეს. ციხიდან გამოსული მნახველები ძირითადად აცხადებდნენ, რომ ციხეში ამ დროისთვის სიმშვიდეა, რადიო ჩართულია და პატიმრების მდგომარეობა, ბოლო დღეების განმავლობაში, საგრძნობლად გაუმჯობესდა. პატიმრები აცხადებენ, რომ მათ უხეშად აღარ ეპყრობიან.
გლდანის საპყრობილეში ამ დროისთვის 8 პატიმარი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.