x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
,,ლუდი გადაასხა და იდაყვის ტრავმა მიაღებინა"- ჟურნალისტებმა ახალი დეტალები გაარკვიეს ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მიზეზზე

2016 წელს ჰოლივუდმა კიდევ ერთი ლამაზი წყვილი დაკარგა - ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინება მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დაშორებიდან მრავალი წელი გავიდა, ყოფილი მეუღლეები ჯერ კიდევ დაძაბულ ურთიერთობაში არიან.image
გამოცემა Mediaite ირწმუნება, რომ ანჯელინამ FBI-ს უჩივლა იმის გამო, რომ საგამოძიებო ბიურომ დახურა საქმე 2016 წელს კერძო თვითმფრინავში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ჯოლის თქმით ყოფილმა ქმარმა დალია და ბავშვების თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენა. უფრო მეტიც, მისი თქმით, ბრედმა ხელი ასწია მათ ვაჟზე, მედოქსზე. FBI-მ გამოძიება ჩაატარა, პიტი დააკავეს, თუმცა მალევე გაამართლეს და გაათავისუფლეს.image
მაგრამ აპრილში ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ უცნობმა ქალმა სარჩელი შეიტანა FBI-ს წინააღმდეგ, სადაც იჩივლა, რომ გამოძიების ბიურომ უარი თქვა მისთვის პირადი თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე წვდომაზე. შემდეგ Daily Mail ამტკიცებდა, რომ ანჯელინა ჯოლი ანონიმური სახელით იმალებოდა. დღეს კი ჟურნალისტმა ერიკ გარდნერმა საქმის დეტალები გაამხილა:

“ახლა შემიძლია დავადასტურო, რომ ჯოლი ნამდვილად არის მოსარჩელე. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სარჩელი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 9 აგვისტოს ჯოლიმ შეცვალა საჩივარი ახალი საინტერესო დეტალის ჩართვით“, - წერს გარდნერი. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მსახიობმა სპეციალურ აგენტს უთხრა, რომ პიტი ნასვამი იყო და თვითმფრინავის კუდში გაიყვანა. შემდეგ მხრებში მოჰკიდა ხელი, შეანჯღრია და დაუყვირა: „ამ ოჯახს ანადგურებ“.

მოგვიანებით, იმავე რეისის დროს, სავარაუდოდ, მოხდა მორიგი ჩხუბი ძალის გამოყენებით. ჯოლიმ თავის აგენტს განუცხადა, რომ დაშავდა დაშავდა და იდაყვის ფოტო გაუგზავნა. ქალმა ახსენა ისიც, რომ პიტმა თვითმფრინავში მას ლუდიც გადაასხა.

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0