x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდი ტყუილია ეს ყველაფერი" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:



"ძმობა და მეგობრობა არის ორმხრივი. მე შენი ძმა ვიყო და შენ ჩემი ძმა არ იყო - არის ოქსიმორონი! მე შენი მეგობარი ვიყო და შენ ჩემი მეგობარი არ იყო - არის ოქსიმორონი. დიდი ტყუილია ეს ყველაფერი და 30 წელია ამ ტყუილში ვცხოვრობთ.


სიტყვებს აქვს მნიშვნელობა.

საქართველო უნდა იყოს ერთიანი, დემოკრატიული რესპუბლიკა და მის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება.


არანაირი ეთნიკური ძმობა არ არსებობს. საბჭოთა რესპუბლიკების ძმური კავშირისგან არაფრით განსხვავდება ეს პერიფერიული, გაზეთილი ბოდვა. არსებობს რესპუბლიკა, რესპუბლიკის მოქალაქეობა! და ყველა მოქალაქის თანასწორობა კანონის წინაშე!

არ არსებობს ცალმხრივი ძმობა!


ეთნიკური წარმომავლობა ვერ იქნება ძმობის განმსაზღვრელი!

არსებობენ ინდივიდები და ოჯახები - და ძმობა, მეგობრობა და მეზობლობა შესაძლებელია მათ შორის.


ნებისმიერი ბოდვა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ძმობაზე არის საბჭოთა სიყალბის ინერცია.


ნებისმიერი ბოდვა ეთნიკურ ძმობაზე არის იმ 250 ათასი მოქალაქის დიდი უმრავლესობის უპატივცემლობა, რომელთაც საბაზისო უფლებები აქვთ წართმეული რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ, რომლებსაც ეთნიკური ნიშნით ძმებს ვიწოდებთ." - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.




0
762
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
762