სხვა
ყველაზე საინტერესო და უცნაური ფაქტები, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით (ნაწილი 1)
2022, 12 აგვისტო, 12:08
აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილია ყველაზე საინტერესო ფაქტების ნაკრები, რომელთა შესახებ აქამდე შესაძლოა არაფერი გსმენიათ, თუმცა ამ სტატიის კითხვისას შეიძლება თქვენთვის ნაცნობ ფაქტებსაც წააწყდეთ, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ რომ - "გამეორება სწავლის დედაა". ასე, რომ თქვენ წინაშეა ყველაზე საინტერესო ფაქტების პირველი ნაწილი.
1. სამედიცინო პერსონალის "წყალობით" ყოველდღიურად 12 ახალშობილი უცხო მშობლის ხელში ხვდება.
2. კატის ყურში 32 კუნთია, რისი წყალობითაც ცხოველს შეუძლია მისი მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით.
3. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ტარაკანს თავის გარეშე სიცოცხლე კიდევ 2 კვირა შეუძლია.
4. ტაივანში მეცნიერებმა ხორბლისგან დამზადებული ჭურჭელი გამოიგონეს, ამიტომ ძირითადი კერძის მირთმევის შემდეგ, შეგიძლიათ სრულიად მშვიდად თეფშიც მიირთვათ.
5. ნავთობით დატვირთული ტანკერი რომ სრულად გაჩერდეს, მას დასამუხრუჭებლად 20 წუთი სჭირდება.
6. ჟირაფს ნახევარმეტრიანი ენით ყურების გაწმენდაც კი შეუძლია.
7. ნებისმიერი საქმანობით დაკავებული ადამიანი დღეში დაახლოებით 4 ლიტრ სითხეს კარგავს.
8. აქლემთან შედარებით, წყლის გარეშე უფრო დიდხანს გაძლება ჟირაფს შეუძლია.
9. საინტერესოა, რომ ყველაზე პატარა კოლიბრის წონა მონეტაზე ნაკლებია.
10. მედუზების 95%-ი წყალისგან შედგება, სწორედ ამიტომაც არიან ისინი ასეთი გამჭვირვალე.
11. რეაქტიული თვითმფრინავის ასაფრენად 4000 ლიტრი საწვავია საჭირო.
12. სლოკინის რეკორდსმენია ჩარლზ ოსბორნი, ამ დაავადებით დაახლოებით 6 წლის განმავლობაში იტანჯებოდა.
13. თხუნელას 9 მ სიგრძის გვირაბის გათხრა მხოლოდ ერთ ღამეში შეუძლია.
14. ინდიანას შტატში ერთი სასაცილო ფაქტი მოხდა: ხელისუფლებამ მაიმუნი საზოგადოებრივ ადგილას მოწევისთვის დააკავა.
15. მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ღორს შეუძლია ორგაზმი 30 წუთის განმავლობაში განიცადოს.
16. საუდის არაბეთში ქალებს კანონი უფლებას აძლევთ მეუღლეებს გაშორდნენ თუ ისინი მათ ყავაზე უარს ეტყვიან.
17. თევზებს შორის მხოლოდ ზვიგენს შეუძლია ორივე თვალით დახამხამება.
18. როდესაც სკუნკი საფრთხეს გრძნობს, მას შეუძლია 10 მ რადიუსში საშინელი სუნი გაავრცელოს, სკუნკი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ცხოველი გახლავთ.
19. ზვიგენი წყალში სისხლის არსებობის მიმართ იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია 100 000 ლიტრში ერთი გრამიც კი ამოიცნოს.
20. 1845 წელს დიდ ბრიტანეთში ძალიან საინტერესო კანონი მიიღეს, რომლის თანხამადაც, ადამიანი რომელიც თვითმკვლელობას ეცდებოდა სიკვდილით დასჯა ანუ - ჩამოხრჩობა ელოდა.
21. სპილოები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს ამყარებენ და ერთმანეთს ადამიანებივით ექცევიან. ისინი ერთმანეთში თამაშობენ, ჩხუბობენ, ასევე ერთმანეთზე ზრუნავენ და ესალმებიან კიდეც.
22. ლოს - ანჯელესის ტერიტორიის 25%-ი მანქანებს უკავია.
23. ძველ ეგვიპტელებს ქვის ბალიშებზე ეძინათ. საინტერესოა, მაგრამ რატომ?
24. ითვლება, რომ საშუალოდ ადამიანი დღეში 15-ჯერ იცინის.
25. იგუანებს წყალქვეშ ცურვა ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლიათ.