x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
"ანწუხელიძის ქვეყანაში ხდება ეს.... " - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ჯერ მარტო იმიტომ მინდა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, რომ ეს განგრძობადი და პროგრესირებადი ეროვნული სირცხვილი დასრულდეს.


ანწუხელიძის ქვეყანაში ვარდების რევოლუციის სიმბოლოს ასეთი გადაგვარება ეროვნული ტრაგედიაა.


სიმბოლოებს აქვს მნიშვნელობა.


სიმბოლოების გაფარჩაკება დიდი დარტყმაა ქვეყნისთვის.


პ.ს. რომ გადავთარგმნო - სააკაშვილის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთი მიზეზითაა ნაქირავები - ბიძინასთან სააკაშვილის ციხიდან გაშვება დაალაგოს ყველაფრის ფასად - აცხადებს, რომ სააკაშვილს აგვისტოს ომის გმირები არ გახსენებია და ეს კიდევ ერთი საბუთია, რომ ციხიდან უნდა გაუშვან.

ანწუხელიძის ქვეყანაში ხდება ეს" - წერს "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და შალვა ხაჭაპურიძის ზემოაღნიშნული განცხადების სქრინს აზიარებს.

image



0
351
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
351