x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
“ამიდუღდა რაცხა ორი გრამი ტვინი მქონდა თავში"-7 სახალისო სიტუაცია გურიიდან-ვახუშტი მენამდე

image

იურისტი ვახუშტი მენამდე სოციალურ ქსელში წერს:


დრო გურიაში.
ზაფხულია და ვიცი, უკლებლივ ყველას გინდათ ნანატრში შვებულების გურიაში, და არსად სხვაგან, გატარება. ზღვა გინდა? კიბატონო, ურეკი, შეკვეთილი, კაპროვანი, გრიგოლეთი. მთა გინდა? არც მაია პრობლემა: ბახმარო, გომის მთა. ცოტა დაბლა: ვაკიჯვარი, აჭი, გომი. ღვინო გინდა? მარნები წამოვიდა და წამოვიდა კაი კაი ღვინით სკეპტიკოსების გულის გასახეთქად. მაგრამ მე ვიცი, ძალიან საქმიანი ხალხი ხართ და დრო ძვირად გიღირთ. გსურთ ზუსტად იცოდეთ რა მიზნის მისაღწევად რამდენი საათი, წუთი და წამი დაგჭირდებათ. ამდენად საციცოხლოდ აუცილებელია იცოდეთ სპეციფიური ტერმინები, რომელსაც გურულები იყენებენ დროის აღასანიშნად. ამიტომ თქვენთვის მოვამზადე რამდენიმე სტანდარტული სიტუაცია, რომელსაც დიდი შანსია გურიაში ვიზიტოსას გადააწყდეთ და თან დავურთე განმარტებები როგორ უნდა აღიქვათ ეს ტერმინები. მაშ ასე:
სიტუაცია #1:
- გამარჯობა, შორია ამადაამ ადგილამდე?
- არა ჩემო დაია, აგერ გადოუხოვ მარცხნივ და მიხვალ პატარა ხანში.
შენ გაგიგია, პატარა ბურთი, პატარა ადამიანი, პატარა მდინარე, პატარა ლილოც კი გაგიგია, მაგრამ “პატარა ხანი” არასოდეს, თუმცა გუმანით ხვდები რომ იმედით უნდა განეწყო. დანიშნულების ადგილზე კი მიხვალ, მარა შუადღეს რომ იკითხე - ნავახშმევს;
სიტუაცია #2
- გამარჯობა, მალე გათავისუფლდება სალარო?
- არ დააგვიანდება.
მართალია არ იცის ვის ან რას არ დააგვიანდება, მითუმეტეს რომ მოლარეს იქ ზის და არც ის გიკითხავს მეორე მოლარეს დააგვიანდება თუ არა, მაგრამ პასუხს იღებ. ბოლოს აღმოჩნდება: მხოლოდ ერთი მოლარეა და მას მართლაც არსად ადგვიანდება, მართალია შენ გაგვიანდება მაგრამ ეგ ხომ არ გითქვამს.
სიტუაცია #3
- გამარჯობა, მანქანას გასარეცხად დაგიტოვებთ და რამდენ ხანში მოვაკითხო?
- აგი, ჯერ უნდა გავქაფო, მერე გავაკერხერო, მერე ისევ გავქაფო და გავრეცხო.
- და რა დრო დასჭირდება ამას?
- იქნება პაწახანში.
“პაწა ხანი” “პატარა ხანის” სინონიმია და თქვენ უკვე იცით მისი მნიშვნელობა, ამიტომ უდრტვინვად ტივებთო მოიკას.
სიტუაცია #4
- გამარჯობა, ეს გზა წინაზეც რომ ვიყავი მაშინაც დამტვრეული იყო და როდის დააგებენ ხომ არ იცით?
- როცხაიქნება.
მაგრამ ამ პასუხს ვერ იგებთ, რადგან ძაან სწრაფად გამოითქმის და ბგერების გარჩევის მცდელობას შენგან აზრი არ აქვს. მთავარია “ცხ”-ს მოკრა ყური და იცოდე რომ ოდესმე ისევ აქ თუ მოხვდებით არის შანსი აქ კარგი გზა დაგხვდეთ. თუმცა გარანტიას ვერავინ მოგცემთ.
სიტუაცია #5
- გამარჯობა, ბატონი ესადაეს სამსახურშია?
- არა ძამა, არაა.
- ბოლოს როდის იყო?
- გუშხამ.
სიტყვა “გუშხამ” განუსაზღვრელი წარსულია. ის შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერი ჩავლილი წამიდან უსასრულო წარსულამდე ნებისმიერ დროს. შეგიძლია ინტუიციით მიხვდე მაგრამ ინტუაცია მოგეხსენებათ ერთობ არასანდო რამ არის.
სიტუაცია #6
- გამარჯობა, მუშაობთ?
- ბოდიში, შესვენებაზე გავდუვართ.
- როდის დაბრუნდებით? დაგელოდები.
- აგერ ელანძე გადევირბენ და მუალ.
“ელანძე” ვიწრო გაგებით, ეს არის დრო წუთს და წამს შორის. ასე განგიმარტავენ გურიაში. მაგრამ შემდეგ კითხვაზე რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა გავიგოთ დრო, როგორ უნდა ავთვალოთ ის, წუთსა და წამს შორის, რა ერთეულებით? ამაზე პასუხის ძებნისთვის თავს ნუ შეიწუხებთ.
სიტუაცია #7
- გამარჯობა, გურული ღვეზელი გვინდა შეგიკვეთოთ. რა დრო დასჭირდება?
- არაა პრობლემი. ამინუტში იქნება.
თუ დავშლით და ეტიმოლოგიას ჩავყვებით, “ამინუტში” შედგება ორი ნაწილისგან “ამ” და “მინუტი” (წუთი), ანუ ახლავე, ამ წუთში იქნებაო. მაგრამ არ გარისკოთ და მოშიებულმა არასოდეს დასვათ ეს კითხვა. კამიუ ამბობდა მას ვისაც იმედი აქვს სიცოცხლეს ღალატობსო.
ამას რომ ვწერ აგერ მეც მათგან ერთ-ერთი შეპირებული დროის გასვლას ველოდები, თან თბილისში მოვდივარ, მაგვიანდება და თან 2 ადამიანს უნდა გავუარო იქამდე, დედაქალაქში კი 6-მდე უნდა ჩამოვიდე. მზის გულზე ვდგავარ და მზე მაჭერს. უცებ პატარა ჩრდილს ვხედავ, თავს ვაფარებ. უცებ საიდანღაც შუახნის ჩია კაცი ამომიდგება გვერდით, ხვდება ორივე ვერ ვეტევით ამ ჩრდილში და თითქოს მიბოდიშებს ამ მცირეს გაყოფა რომ გვიწევს ორივეს: “ამიდუღდა რაცხა ორი გრამი ტვინი მქონდა თავში.” სიცილს ვერ ვიკავებ. თან ისე გულღიად და თბილად მიღიმის მზად ვარ ეს ჩრდილი მთლიანად მას დავუთმო და კიდევ 10 ცელსიუსით უფრო ცხელ ადგილას დავდგე ჩემი ჭილოფის ქუდის ამარა.

1
344
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
344
  
2022, 14 სექტემბერი, 23:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1