x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი საავტომობილი ბრენდების პირველი და უახლესი ავტომობილები
Peugeot Type 1 (1888) და Peugeot 308 (2021) პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე წარმოადგინეს პეჟოს პირველი მანქანები. საერთო ჯამში, ოთხი ორთქლის მანქანა იყო გამოფენილი. ისტორიკოსები ვარაუდით, სულ დაახლოებით 64 მანქანა დამზადდა. დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ერთი ეგზემპლარი.

image

Honda T360 (1963) და Honda Civic (2022) ადრე Honda სპეციალიზირებული იყო მხოლოდ კომპონენტებზე, ასევე ველოსიპედებისა და მოტოციკლების წარმოებაშზე. მინისატვირთომ, რომელიც გამოვიდა 1963 წელს, ნამდვილი გარღვევა მოახდინა საავტომობილო ბაზარზე.

image



Ford Quadricycle (1896) და Ford Maverick (2021) ჰენრი ფორდმა თავისი პირველი მანქანა ფარდულში დაამზადა Ford Motor Company-ის დაარსებამდე ექვსი წლით ადრე.



image


Ford Model A (1903) ჩიკაგოელი სტომატოლოგი ერნსტ პფენიგი შევიდა ისტორიაში სამუდამოდ, რადგან გახდა Ford-ის პირველი მყიდველი. 1903 წლის 15 ივლისს წარმატებულმა სტომატოლოგმა იყიდა Ford A Ruabout .ბატონმა პფენიგმა $850 დოლარი გადაიხადა.თავად Ford Model A, ძალიან ჰგავდა Cadillac Model A-ს. განსხვავება ძრავში იყო: ფორდს ჰქონდა ორცილინდრიანი აგრეგატი, კადილაკს კი ერთცილინდრიანი . ალბათ ამიტომაც ღირდა ფორდი ასი დოლარით მეტი.


image


Toyota A1 (1935) და Toyota GR86 (2021) ტოიოტას პირველი მანქანა. ეს იყო პროტოტიპი, რომელიც დამზადებულია სამ ეგზემპლარად (არცერთი არ შემორჩენილა) საზოგადოების წინაშე წარსადგენად. 1936 წელს პროტოტიპზე დაყრდნობით დაიწყო Toyota AA სედანის სერიული წარმოება.


image


BMW 3/15s (1927) და BMW X4 (2014) BMW-ს პირველი მანქანა. კომპანია დაარსდა 1913 წელს, როგორც Rapp Motorenwerke და 1927 წლამდე უშვებდა ექსკლუზიურად თვითმფრინავის ძრავებსა და მის კომპონენტებს. 1927 წელს BMW-მ იყიდა Fahrzeugfabrik Eisenach კომპანია, რომელიც აწარმოებდა ლიცენზირებულ ბრიტანულ Austin Sevens-ს Dixi-ის სახელწოდებით. 1929 წლამდე ბრენდი შენარჩუნდა (Dixi 3 / 15s), მაგრამ 1929 წლიდან 1932 წლამდე მოდელი უკვე იწარმოებოდა BMW სახელით. საერთო ჯამში, ამ მოდელის თითქმის 30 000 მანქანა დამზადდა.


image


Renault Type A (1898) და Renault Arkana (2021) ლუი რენომ თავისი პირველი მანქანა ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაამზადა. ბიჭი მხოლოდ 21 წლის იყო.


image


Chevrolet Series C Classic Six (1913) და Chevrolet Silverado (2020) პირველი წარმოების Chevrolet. დიდი და ძვირადღირებული მანქანა, მძლავრი 40 ცხენის ძრავა, გარკვეულწილად კომპანიის დამფუძნებლის, ლუი შევროლეტის "სათამაშო". კომპანიადან მისი მალევე წასვლის შემდეგ, Chevrolet გადავიდა უფრო მასიური წარმოების მანქანებზე. დამზადდა 5000-მდე „Classic Six“, 2 ეგზემპლარი დღემდეა შემორჩენილი.


image


Opel Patentmotorwagen System Lutzmann (1899) და Opel Astra 2022 პირველი სერიული "ოპელი". 1899 წლიდან 1902 წლამდე დამზადდა 65 ცალი 1, 5 ცხენის ძალის ძრავით, რის შემდეგაც წარმოება შეჩერდა მოძველებული სისტემისა და ცუდი გაყიდვების გამო. შემდეგი Opel 9 PS უკვე თანამედროვე მანქანა იყო.


image


Hyundai Pony (1975) და Hyundai Tucson (2022) Hyundai Pony შეიქმნა სამხრეთ კორეელი ინჟინრების მიერ იმ დრონდელი საუკეთესო ევროპული მანქანების მიხედვით.


image


Mazda R360 (1960) და Mazda CX-30 (2019) 1960 წელს გამოჩნდა პირველი მანქანა - მცირე ტევადობის უკანა ძრავის ოთხადგილიანი კუპე Mazda R360, მანქანა აღჭურვილია 2 ცილინდრიანი ძრავით 356 სმ3 მოცულობით. იმისდა მიუხედავად, რომ მანქანა იყო ორკარიანი და არ გამოირჩეოდა დიდი განსაკუთრებული მომხიბვლელობით, თუმცა მოთხოვნადი იყო, რადგან მოსახერხებელი და იაფი იყო. პარალელურად მაზდამ დაიწყო ექსპორტი შეერთებულ შტატებში. 1961 წელს გამოვიდა Proceed B-სერიის 1500 პიკაპი.


image


Benz Patent-Motorwagen (1885) და Mercedes-Benz CLS-Class (2022)აღსანიშნავია, რომ პირველ მერსედესს დაახლოებით 100 კილომეტრის გასავლელად სჭირდებოდა დაახლოებით 10 ლიტრი ბენზინი.140 წლის შემდეგ დიდი განსხვავება არც არის, 100 კილომეტრზე თანამედროვე მერსედესი თითქმის იგივე რაოდენობის საწვავს მოიხმარს.

image



0
214
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0