x
ვიკის კვერცხის დიეტა (90%-იანი გარანტიით)
image


გამარჯობა!

ზაფხულში დიეტის დაცვა ალბათ ჩვენი ერთ-ერთი საერთო საქმიანობაა.ყველას უნდა მოიკლოს მალე და თან პრობლემების გარეშე. ყოველთვის ვიცოდი, რომ დიეტა ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებდა, მაგრამ ამ კონკრეტულმა დიეტამ, პირიქით, მომიწესრიგა ყოველგვარი პრობლემები (საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და დაღლილობა).ამიტომ გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ <3

სხვა მავნე დიეტებისგან განსხვავებით, გულის წასვლამდე არ ვშიმშილობთ. მე პირადად ამ დიეტით იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ზოგადად ვჭამდი.


რეკომენდირებულია, დიეტა დავიცვათ მაქსიმუმ 10 დღე შემდეგ გავაკეთო მინიმუმ 1-2 კვირიანი შესვენება. ამ შუალედში ეცადეთ, მიიღოთ ყველაფერი, ოღონდ ნორმალური რაოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ამ დიეტით 10 დღეში ყველაზე მინიმუმ მოიკლებთ 4-5 კილოს, ხალხის უმრავლესობა იკლებს 8-10 კილოს, თუმცა ყველა ორგანიზმი განსხვავებულია და გვახსოვდეს, რომ ყველაზე ერთნაირად არ იმოქმედებს.


დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ:

2 ვაშლი (230 კკალ)

6 კვერცხი (450კკალ)

მწვანე ჩაი (0კკალ)

შვრია 1 ჭიქა (160 კკალ)

სტაფილო ან კიტრი (მაქსიმუმ 5ც)

სულ– დაახლოებით 900კკალ უნდა მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში.


საუზმე:3 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი

სადილი:3 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ვაშლი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი

ვახშამი:შვრია, 1 ვაშლი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი ( თუ ოდნავ მაინც მოგშივდებათ, მიირთვით სტაფილო ან კიტრი, ან ორივე ერთდროულად)


აქვე გეტყვით, რომ მწვანე ჩაი არის ძალიან სასარგებლო, მაგრამ რეკომენდირებულია დღეში მხოლოდ 3 ჭიქა და თქვენს ჯანმრთელობაზე შესაძლოა, ცუდად აისახოს მეტის მიღება.


წარმატებებს გისურვებთ და არ მოგერიდოთ შედეგების გაზიარება ან კითხვების დასმა <3


0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ენბი
ენბი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0