კულტურა მსოფლიოში ყველაზე იდუმალი ხალხი 2022, 3 აგვისტო, 16:45 ![]() 2.იენელები ცხოვრობენ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ეს ხალხი არის მომთაბარე, ბევრი მათ ბოშებთან აიგივებს, რადგან ისინი მუდმივად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. ექსპერტები დღემდე ვერ ხსნიან თუ რამ აიძულა ეს ხალხი ასეთი ცხოვრების წესისკენ. 3.ნივხი ეს ხალხი, რომელიც ცხოვრობს მდინარე ამურის ქვედა ნაწილში გამოირჩევა იდუმალებით, ასევე მათი ენა არის უნიკალური. დღევანდელი მონაცემებით ამ ხალხის რაოდენობა 5000-ს არ აღემატება. საინტერესო ფაქტია, რომ ზოგიერთი იაპონელი ენათმეცნიერების აზრით, ნივხური ენა შესაძლოა წარმოადგენდეს იაპონური ენის ადრეულ საფეხურს. 4.კალაში ეს ხალხი გამოირჩევა გარეგნობით- ღია კანითა და თმით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში კალაშები ცხოვრობდნენ მუსლიმურ გარემოცვაში და მათ არ მიიღეს ისლამი, არამედ დარჩნენ წარმართებად. ყველაზე მეტად პატივს სცემენ მთებს, რადგან ჰგონიათ, რომ ღმერთები ცხოვრობენ. 5. დოგონი დოგონებს დიდი ცოდნა აქვთ კოსმოსის შესახებ. მათ ძალიან კარგად იციან ასტრონომია. კარგად ერკვევიან ციურ სხეულებში, თუმცა ექსპერტები ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან დოგონები აბსტრაქტულად აღწერენ ყველაფერს. 6. საამი საამი ითვლება ერთ-ერთ უძველეს და იდუმალ ხალხად დედამიწაზე.მათი ცხოვრების ასაკი დაახლოებით 7000 წელია. აღსანიშნავია, რომ მათ ენაში 10 დიალექტია, რომლებიც ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, რომ შეიძლება კიდევაც ცალკე ენებად იწოდებოდეს. საინტერესო სტატიები![]() 424 1-ს მოსწონს |
ზემოთ ჩამოთვლითაგან,ბასკებთან გვაქვს ბევრი საერთო და ყველაზე მთავარი,ერთანეთის სიძულვილი. სან სებასტიანელი ვერ იტანს ბილბაოში მცხოვრებს,სულ კონფლიქტური სიტუაცია აქვთ. ორივე მხარეს დამოუკიდებლობა უნდა,მაგრამ ცალცაკე და არა ერთად. სამწუხაროდ,სხვა ხალხების შესახებ არაფერი მსმენია და ვერაფერს ვიტყვი,მარა მთლად სიმართლეს არ შეესაბამება სტატია.