სხვა მხოლოდ ქარი ვერ იქნება 8 ადამიანის სიკვდილის მიზეზი,კითხვით გავდივართ სისტემაზე,რომელიც ყარს-ეკატერინე ქვლივიძე 2022, 3 აგვისტო, 14:20 პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი - ეკატერინე ქვლივიძე გუდაურში 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გაოცებული კითხულობს, "თუ ასე მოკლე ხანში ყველა საავიაციო ექსპერტი როგორ გახდა" და პროფესიონალური კუთხით საკუთარ ანალიზს გვთავაზობს: ![]() ![]() ![]() მეფეა????
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ურიგოდ შევუშვით ღარიბაშვილი სამძიმარზე, აბა ხომ არ დაისიცხებოდა,
პარაპლანის მფრინავი ცხრაჯერ მოვკალით და არავის გვიფიქრია, რომ ექსტრემალური სპორტია ეს დალოცვილი, ექსტრემალური სპორტი, მაგ პრინციპით მთამსვლელები მთაში აღარ უნდა გავუშვათ, რას დაყიალობენ აბა?
არ ვიკითხეთ ექიმების მზაობა ჰოვერზე ვერტმფრენში პირველად დახმარებას შეძლებდნენ?
არ დავინტერესდით როგორ გაგრძელდა ამბავი, როცა ჯერ კიდევ წლების წინ რომ ამბობდნენ მაშველები შიშველი ხელებით იბრძვიან ადამიანების გადასარჩენადო.
და ბოლოს, აი ყველაზე ბოლოს ხალხმა ერთმანეთი დაჭამა მი 8 ჯობია თუ პუმა!!!!
![]() ![]() ![]() რომელიც ყარს!!!
ქარს ვერ დაიჭერს გამოძიება, ქარს პასუხს ვერ მოთხოვ, ქარი_ ქარია!!!!
დიმა(დომენტი) ან 2 ზე ფრენისას გავიცანი, ჩვენი ბორტინჟინერი იყო, მერე მი_8 ზე გადავიდა, ჩოხელი იყო ის პირველი ვინც პირველკურსელები პრაქტიკებზე მიგვიღო და სწორედ მი 8 გვასწავლა, ლორია იყო ის მზე მფრინავი კაცი, რომლის ოთახში შემოსვლისას ფეხზე ვდგებოდი და ანდრო იყო ბავშვი, რომლიც სულ რამდენიმე წლის წინ ინსტრუქტორობა რომ დავიწყე ჩემი ერთ_ერთი პირველი სტუდენტი გახდა, უკვე ამთავრებდა პროგრამას და ბოლო რამდენიმე საათი ვიფრინე მასთან. საოცრება იყო მასთან ერთად ფრენა, სუფთად და ლაღად დაფრინავდა
![]() ![]() ![]() ავიაცია ვიწრო სფეროა, ყველა ოჯახის წევრია....
გული ჩამწყდა დაღუპულ ექიმებზე, მაშველებზე....ყველამ თავისი წილი დიდი დარდი დატოვა...
.
რა იქნება მომასწრო იმ ქვეყანას ან დარდი გვასწავლა სწორი, ან სამძიმარი გულწრფელი, ან რეაქცია ადეკვატური და ან თავმდაბლობა იმდენი, რომ ყველაფერში ასეთი ექსპერტები არ ვიყოთ....
პარაპლანის პილოტს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ფსიქოლოგიურ მდგრადობას, უნდა ადგეს კიდეც და მხრებშიც გაიმართოს....
შავი დღეების ბოლო პოსტი იყოს, მეტს არ ვიტყვი ამ თემაზე.... მეტი მართლა ექსპერტებმა თქვან და მიუკერძოებლად რაც მთავარია!!!!
311 3-ს მოსწონს
|