x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
რატომ აქვთ კლასიკურ ბერძნულ ქანდაკებებს პატარა პ@ნისი?

image


მასკულინური ჰერაკლე, ჰერმესი პატარა დიონისესთან ერთად, მოქნილი ბადროს მტყორცნელი - ყველა ეს ბერძენი ღვთაებრივი გმირი ძალასა და ძლიერებას განასახიერებს. ლამაზი დაკუნთული სხეული, იდეალური მუცლის პრესი, მახვილი მზერა და მტკიცე გამოხედვა..... მაგრამ აი, რატომ აქვთ ძველ ბერძნულ ქანდაკებებს ასეთი პატარა "ღირსება"? ასეთი იყო იმდროინდელი მამაკაცების ანატომია თუ ეს ყოველივე მოქანდაკის ახირებას უნდა მივაწეროთ? მოკლეთ, მოდით, ერთად გავარკვიოთ!


image


ადამიანში ყველაფერი იდეალური უნდა იყოს – სულიც და პენისიც. ძველი ბერძნების აზრით, ადამიანი რაღა თქმა უნდა, კაცი იყო. (გავა არც თუ ცოტა დრო, სანამ ქალი ამ სტატუსის უფლებას მიიღებს). ქვაზე გამოკვეთის პატივი მხოლოდ უძლიერესს, უმშვენიერესს ღმერთებსა და გმირებს ერგოთ. ზოგიერთი მათგანის "ღირსება" ქსოვილით ძლივს არის დაფარული, თუმცა უმეტესობა მათგანი სრულიად შიშველია.


image



4 მიზეზი, თუ რატომ აქვთ ქანდაკებებს პატარა გენიტალიები


ანტიკურ სამყაროში მოფიქრებული ჯანსაღი სხეულისა და სულის კულტი დიდი "აგრეგატის" ქონას გულისხმობს, თუმცა პრაქტიკაში სრულიად სხვა რამეს ვხედავთ. ისტორიკოსები და კულტუროლოგები არაერთხელ დაინტერესებულან საკითხით თუ რატომ აქვთ უძველესს სკულპტურებს პატარა გენიტალიები, თუკი მათ პასუხებს შევაჯამებთ, ოთხ სავარაუდო მიზეზს მივიღებთ.



პატარა პენისი - მამაცობის ნიშანი


image


თანამედროვე კულტურაში დიდი პენისი (სხვათა შორის, სრულიად მცდარად) მამაკაცის სიძლიერესთან, მის სექსუალურ აქტივობასთან ასოცირდება, თუმცა ძველ ბერძნებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. თავის პიესაში "ღრუბლები" (ძვ.წ. 419 - 423 სს.) არისტოფანემ იდეალური მამაკაცი შემდეგნაირად აღწერა: "შესანიშნავი მკერდი, ღია კანი, განიერი მხრები, პაწაწინა ენა, მკვრივი დუნდულები და პატარა პენისი". დიახ, დიახ, არ მოგესმათ - პატარა პენისი. სწორედ მას თვლიდნენ ბერძნები ლამაზი სხეულის ერთ-ერთ ელემენტად, სწორედ ეს შეესაბამებოდა სილამაზის მაშინდელ იდეალებს. სხვათა შორის, თუ შეამჩნიეთ ქანდაკებების უმეტესობას არა მხოლოდ პატარა გენიტალიები აქვს, არამედ არაერეგირებულიც. თხელი, პატარა პენისი მაღალი კულტურის ნიშნად ითვლებოდა. ის განასახიერებდა გონებისა და ლოგიკის ტრიუმფს - ტიპურ მამაკაცურ თვისებებს, როგორც ამას ბერძნები თვლიდნენ. ასეთი "ორგანო" გამბედავ, მტკიცე მეომარზე და მის ძლიერ ნებისყოფაზე მიუთითებდა. დიდი "აგრეგატი" კი, პირიქით, ცხოველური ბუნების, უნებისყოფობისა და სიმხდალის ნიშანი იყო.



ბავშვის გაჩენის მეტი შანსი


image


ძველ საბერძნეთში ყველა დარწმუნებული იყო რომ პატარა პენისით მამაკაცს ბავშვის ჩასახვის დიდი უპირატესობა ჰქონდა. გვარის გაგრძელება - მამაკაცის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამიტომ ქანდაკებებს პატარა "ორგანოებით" გამოსახავდნენ. ანტიკური პერიოდის მეცნიერების შრომებში არსებობს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით რომ მამაკაცის თესლი, მოკლე გზის გავლისას, ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე გრძელ მარშრუტზე მოგზაურობისას. რა გაეწყობა - დროც ძველი იყო და მედიცინაც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო.




იდეალური პროპორციები


image


ძირითადი პრინციპები, რომლითაც ანტიკური პერიოდის მოქანდაკეები თავიანთი შედევრების შექმნისას ხელმძღვანელობდნენ იყო: ბალანსი, წონასწორობა და სილამაზე. ამ პრინციპების წყალობით გაჩნდა ოქროს კვეთის წესი, რომელსაც თანამედროვე დიზაინერებიც იყენებენ. ბერძნულ ქანდაკებებს სწორედ ამიტომ აქვთ ასეთი პატარა გენიტალიები. დიდი პენისი მამაკაცის სხეულის იდეალური პროპორციების გამოთვლას არღვევს, ისევე როგორც ქალის დიდი მკერდი.




პრაქტიკული მიზეზების გამო


image


არსებობს სრულიად რაციონალური და საყოფაცხოვრებო მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვთ ძველ ბერძნულ ქანდაკებებს პატარა გენიტალიები. ანტიკურ ხანაში მიღებული იყო ქანდაკებებისთვის პატარა ზომის სასქესო ორგანოების გაკეთება, რადგან დიდი ზომის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ბუნებრივი ძალების ზემოქმედების ან ვანდალების მიზანმიმართული გამოხტომების გამო მათი დაზიანება, და უნდა ითქვას, რომ ამ არგუმენტს საფუძველი ნამდვილად გააჩნდა. 3 მეტრიანი ჰერაკლეს ქანდაკება საფრანგეთის ქალაქ არკაშონიდან, ხულიგნების მსხვერპლი არაერთხელ გახდა, რომლებმაც მისი პენისიც კი მოიპარეს, შედეგად, სკულპტურისთვის მოსახსნელი პროთეზი დამზადდა, რომელსაც ქანდაკებას მხოლოდ დღესასწაულებზე უკეთენ.




რატომ არ არიან ჩაცმულები?


image


იცით, რატომ არიან ჩვენ წინაშე წარმოდგენილი ძველი ბერძენი მამაკაცები დედიშობილა? სხვათა შორის, მათი "მეზობლები" ​​ეგვიპტიდან და ასურეთიდან (თანამედროვე ერაყისა და სირიის ტერიტორია) ამ თვალსაზრისით, ბევრად უფრო მოკრძალებულები იყვნენ. ნებისმიერი ეგვიპტელი, სპარსელი თუ ასურელი სიშიშვლეს სირცხვილად მიიჩნევდა - შიშვლად მხოლოდ ომში დამარცხებულ და დამონებულ მოწინააღმდეგეებს გამოსახავდნენ. მათ ზედ ტანსაცმელს ახევდნენ, რითიც ადამიანსა და ცხოველს შორის უკანასკნელ ბარიერს სპობდნენ, მაგრამ ბერძნებს სრულიად განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ. მათთვის სიშიშვლე გმირობის ნიშანი იყო, მიუხდედავად იმისა, რომ ძველი ბერძნები ხშირად შიშვლდებოდნენ, ისინი ათენის ცენტრში ასე დედიშობილა არ დადიოდნენ და სიშიშვლის დემონსტრირებას საჯაროდ არ ახდენდნენ, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც საჭირო იყო სიძლიერისა და მოხერხებულობის დემონსტრირება - თამაშებზე და გიმნასიებში, მამაკაცები ქიტონს იხდიდნენ და მთელი ბრწყინვალებით თავიანთი "ღირსებების" დემონსტრირებას ახდენდნენ .



რატომ დიდი?

image


აი, გაიცანით - სილენოსი. რა არ აქვს ისე ამ ქანდაკებას? მას უზარმაზარი, უბრალოდ გიგანტური ერეგირებული სასქესო ასო აქვს. როგორც ჩანს, ძველმა ბერძნებმა ზომა არაფერში იცოდნენ. სხვათა შორის, სატირების ზოგიერთ ქანდაკებას გენიტალიები თავად მათივე ზომის აქვთ. სილენოსი - ღვთაებაა (ჰერმესისა (ან პანის) და ერთ-ერთი ნიმფას ვაჟი. დიონისეს აღმზრდელი), რომელიც ხშირად სატირთან ასოცირდება. ვნებიანი, მუდამ მთვრალი, რომლის თვისებების ერთი ნახევარი ადამიანურია, მეორე კი - ცხოველებისთვის თანდაყოლილი. სილენოსი იყო ბარბაროსული, უმართავი და ველური სამყაროს ნაწილი, რომელსაც დიდი პენისი შეეფერებოდა. შთამბეჭდავი გენიტალიების სხვა გამოსახულებები კომედიურ პერსონაჟებთანაც გვხვდება, რომლებიც როგორც წესი, ინტელექტით არ ბრწყინავდნენ.






0
698
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
698