x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შოკისმომგვრელი მომენტი:არგენტინელი ფეხბურთელი ფიზიკურად გაუსწორდა ქალ მსაჯს(ვიდეო)
image

არგენტინელი ფეხბურთელი დააკავეს მას შემდეგ, როდესაც ქალი მსაჯს სცემა იმის გამო, რომ იგი მოედნიდან გააძევა მსაჯის შეურაცხყოფის გამო.



კრისტიან ტირონის ამაზრზენი თავდასხმა დაფიქსირდა ვიდეოზე, როდესაც მან უკნიდან მიირბინა მსაჯ დალმა კორტადისთან და მარჯვენა მუშტი მთელი ძალით ჩასცხო კეფაში, როდესაც ბლოკნოტში იწერდა მის სახელა.ქალი ადგილზე დაეცა.



დალმა კოტარდიმ(მთავარ ფოტოზე), თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ "ოდნავ გაოგნებული" დარჩა იმ მოემტში, რადგან მესამე დივიზიონის ფეხბურთელს წითელი ბარათი რამდენიმ წუთის წინ მისცა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.




შოკირებული მსაჯი ფეხზე ორიოდე წამის შემდეგ ფეხზე წამოდგა, ტირონე კი ისევ აგრესიულად იქცეოდა, ჯერ გვერდითა მსაჯმა ხელის კვრით შეეცადა მის შეკავებას, მაგრამ მან კვლავ გაიწია მსაჯისკენ, ამჯერად მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე ჩაერია, შემდეგ კი სტიუარდები გამოცვივდნენ მოედანზე და მოედნიდან გაიყვანეს ტირონი.

დალმა კოტარდი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ სერიოზული არაფერი დაუდგინდა და მალევე გამოუშვეს.

მატჩი ჩაიშლა.თავად ფეხბურთელმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სქესი და ქალთმოძულეობა არაფერ შუაშია, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ მომენტში მსაჯი კაცი იქნება თუ ქალი.



არგენტინაში სპორტში ძალადობის პრევენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ედუარდო აპარიციომ განაცხადა, რომ მსაჯს ესაუბრა და დაარწმუნა, რომ "ტირონი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება."

სხვათა შორის ანალოგიური მოხდა შარშან აპრილში, ამჯერად ბრაზილიაში, როდესაც Desportiva Ferroviária-ს მწვრთნელი რაფაელო სორიანო დაითხოვეს ფეხბურთიდან მას შემედგ, რაც მან თავით დაარტყა ქალ-მსაჯს, მარჩიელი ნეტოს(ქვემოთ ფოტოზე), იმიტომ რომ მის მოთამაშეს ყვითელი ბარათი ამოუღო.

image



1
537
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
537
  
2022, 1 აგვისტო, 18:41
უეჭველი ქალზე ძალადობის მუხლით გაასამართლებენ :) სინამდვილში მსაჯობის გამო მოხვდა და არა სქესის გამო. ჯერ ერთი,რატომ უნდა მოგინდეს ქალს კაცების თამაშზე იმსაჯო და მეორე,რატომ უნდა დანაშნო ქალი მსაჯად კაცების თამაშზე? კაცი მსაჯი გინახავთ ქალების თამაშზე და რატომ არ ნიშნავენ თქვენი აზრით? მარაზმატიკული მსოფლიო და თავისი იდიოტური პრობლემებით.
0 1 1