x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
შაკირა შესაძლოა თაღლითობისთვის 8 წლით ციხეში ჩასვან-ესპანელი პროკურორები გადასახადებისგან თავის არიდების გამო პატიმრობას ითხოვენ

ესპანური გაზეთი El Pais იუწყება, რომ ესპანელმა პროკურორებმა კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი შაკირასთვის რვა წლითა და ორი თვით პატიმრობა მოითხოვეს, ასევე 23, 7 მილიონი ევროს ჯარიმა 14, 5 მილიონი ევროს გადასახადების თაღლითობის საქმეზე. მთლიანობაში, მომღერალს ბრალი ედება სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ექვს დანაშაულში: სასამართლო სისტემის თანახმად, შაკირამ 2012 წლიდან 2014 წლამდე თავი აარიდა საშემოსავლო გადასახადს და ქონების გადასახადს. გამოძიებასთან შეთანხმება, რაც პატიმრობის თავიდან აცილებას ნიშნავს, შაკირამ ამ კვირაში უარყო.image
თავად მომღერალი აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა. სავარაუდოდ, იმ პერიოდში მან დროის უმეტეს ნაწილს ბაჰამის კუნძულებზე გაატარა და არა ესპანეთში. თუმცა, ბრალდების მხარე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ იმ პერიოდში, როცა მომღერალმა ჟერარ პიკესთან ურთიერთობა დაიწყო, რეგულარულად ცხოვრობდა ბარსელონაში (ახლახანს შაკირა და პიკე დაშორდნენ). ბრალდება ეფუძნება IRS-ის ტექნიკოსების მოხსენებებს, რომლებიც აანალიზებდნენ შაკირას ყოველდღიურ ცხოვრებას სტილისტებთან და სილამაზის სალონებში ვიზიტებისთვის, პირველ შვილზე ფეხმძიმობისას ადგილობრივ კლინიკაში ან ბარსელონას მახლობლად მდებარე ჩამწერი სტუდიის დაქირავებისთვის. ტექნიკურმა სპეციალისტებმა მომღერლის სოციალური ქსელებიც გააანალიზეს.image


პროკურორების თქმით, შაკირას საქმეში არის დამამძიმებელი გარემოებები „ინტერვენციული იურიდიული პირების“, ანუ საგადასახადო სამოთხეში მყოფი კომპანიების გამოყენების გამო, რამაც მას საშუალება მისცა, დაემალა თავისი შემოსავალი ხაზინიდან. საბრალდებო დასკვნაში მოხსენიებულია სულ 14 კომპანია, რომლებიც მდებარეობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, მალტაში, ლუქსემბურგში, აშშ-სა და პანამაში.

თუმცა, პროკურატურა შემამსუბუქებელ გარემოებასაც ითვალისწინებს - ზიანის ანაზღაურებას, ვინაიდან კოლუმბიელმა ვარსკვლავმა სასამართლოს გადაწყვეტილებით 17, 2 მილიონი ევრო გადაიხადა. პროკურორმა სასამართლო პროცესზე შაკირასა და სულ 37 მოწმის დაკითხვა მოითხოვა, მათგან ზოგიერთი ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

საბრალდებო დასკვნის წარდგენა ნიშნავს, რომ უახლოეს კვირებში ბარსელონას სასამართლო, რომელიც იძიებს ფაქტებს, გადაწყვეტილებას მიიღებს ზეპირი სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც გარიგება ბოლო წუთს მიღწეული იყოს, შაკირას მოუწევს სასამართლოზე დასწრება.

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0