x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ტრაგედიის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ოლიგარქს ყავს კერძო ვერტმფრენი, სამთო კურორტებს კი არ ყავთ არცერთი სამაშველო ვერტმფრენი-მარიამ ბაბუნაშვილი
image

პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი მარიამ ბაბუნაშვილი ტვ-პირველთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არის „ოლიგარქს ყავს კერძო ვერტმფრენი, მაშინ, როდესაც სამთო კურორტებს არ ყავთ არცერთი სამაშველო ვერტმფრენი“.


„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკური განცხადება უნდა გავაკეთო. ტრაგედიის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ოლიგარქს ყავს კერძო ვერტმფრენი, სამთო კურორტებს კი არ ყავთ არცერთი სამაშველო ვერტმფრენი. პარაგლაიდინგში ასი პროცენტით დაზღვეული არავინ არის, თუმცა ასეთი შემთხვევები არ ხდება ხშირად. სახელმწიფო აპირებს, ჯოხი გადატეხოს პილოტებზე, რომლებიც დაფრინავენ პარაპლანით. ბატონმა გომელაურმა კი, გამოსავლის ძიების მაგივრად გადაწყვიტა, პარაგლაიდინგი შეწყვიტოს საქართველოში.

რო­გორც ვიცი, ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტი საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი იყო, თუმ­ცა რო­დე­საც ვერ­ტმფრე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ვინც ავი­ა­ცი­ა­ში ვერ­კვე­ვით, ვი­ცით, რომ მი-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნი არ არის სამ­ხედ­რო არა­მა­ნევ­რუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი, რომ­ლის დაშ­ვე­ბა ასეთ პა­ტა­რა მან­ძილ­ზე არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა.


ასე­თი ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის იქ დაშ­ვე­ბა იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და ამას სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. ვხე­დავ­დი პი­ლო­ტი რამ­დე­ნი ხანი ფიქ­რობ­და მი­სუ­ლი­ყო თუ არა იქ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს მინ­და ვუ­თხრა, რომ მათი სა­ხით ჰყავთ გმი­რე­ბი. მათ იცოდ­ნენ რა რის­კზე მი­დი­ოდ­ნენ, იცოდ­ნენ, რომ ამ ვერ­ტმფრე­ნით შეს­ვლა იქ შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და მა­ინც გა­რის­კეს.


ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და და მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბებს. მან თქვა რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი (პა­რაპ­ლა­ნის ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა) ხში­რად ხდე­ბა. ზო­გა­დად პა­რაგ­ლა­ი­დინ­გი საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო სპორ­ტია და ყვე­ლა მგზავ­რი რო­მე­ლიც გუ­და­ურ­ში დაფ­რი­ნავს აწერს ხელს რომ ის იაზ­რებს ამ რის­კებს. არ მივ­ცემთ სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც ჯოხი გა­და­ტე­ხოს პი­ლოტ­ზე, რო­მე­ლიც მარ­თავ­და ვერ­ტმფრენს და პი­ლო­ტებ­ზე, რო­მე­ლიც დაფ­რი­ნა­ვენ პა­რაპ­ლა­ნით. აქ დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სა­ხელ­მწი­ფოს, რად­გან ქვე­ყა­ნას არ აქვს არც ერთი სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნი. სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­მო­უშ­ვა გმი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მი-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნით"-განაცხადა მარიამ ბაბუმაშვილმა.


1
136
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
2022, 30 ივლისი, 11:37
დაუწყეს უკვე ერთმანეთს ტალახის სროლა,რაც ამორალურია. რა შუაშია აქ პარაბლინდინგი თუ რა ჯანდაბაც ქვია? ვინ აბრალებთ მათ? ან თუ აბრალებს,რატო აკეთებს ამას? ან ეს გოგო რატო აბრალებს რაღაცას ბიძინას? ფული მისია და უნდა შვეულფრენს იყიდის და უნდა პინგვინს. ვიღაცამ გართობა გადაწყვიტა და არ გაუმართლა,რისკი ყველაფერშია და მოხდა შემთხვევა,მორჩა კინო. მათ დასხმარებლად წავიდა მაშველთა ჯგუფი,რომლებსაც ასევე არ გაუმართლათ,რა არის გაუგებარი აქ? მოხდა ტრაგედია და იგლოვეთ,დასკვნების გაკეთებას თავი გაანებეთ ყველამ. ვიღაც მოდიალის ან მოგულავის კი არა,ადამიანის დასახმარებლად მიდიოდნენ მაშველები,რა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს,რატომაც იქ ჩავარდნენ? სირცხვილია უბრალოდ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ამ სფეროში მყოფ ყველა ადამიანს
0 1 1