x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რატომ იყო საბჭოთა მილიციის მანქანები ყვითელ-ლურჯი ფერი?
image

სსრკ-ში პოლიციის მანქანები ყვითელ-ლურჯ ფრად იყო შეღებილი. მაგრამ რატომ გამოიყენეს მაინცდამაინც ეს ვარიანტი?


პირველი, რაც ახლავე უნდა ვთქვა, რომ ეს ფერების კომბინაცია სულაც არ იყო შემთხვევითი. არამედ მხოლოდ საბჭოთა, ინდივიდუალური სტანდარტი.


მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სამართალდამცავების მანქანების ფერზე. განსხვავებით, ვთქვათ, სახანძრო მანქანებისგან, რომლებიც ყოველთვის წითლად უნდა იყოს შეღებილი. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ სსრკ ზოგადად გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიაღწია თავისი სამართალდამცავების მანქანებისთვის შეექმნა ერთიანი უნიფიცირებული ფერი.თუმცა ამას დრო დასჭირდა, და მაშინვე არ შექმნილა.



მილიციის(მაშინ ასე ერქვა პოლიციას) მანქანების შეღებვის საკითხს განიხილავდა სპეციალური სამეცნიერო განყოფილება.



1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე სსრკ-ში მილიციის მანქანები იყო ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი ფერის, დამახასიათებელი წითელი ზოლით. სხვათა შორის, საბჭოთა მილიციის უნიფორმის ფერებში.

image

image

თუმცა, 1960-იან წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათცალა, რომ ეს ფერი ძალიან პირქუში იყო. პოლიციის მანქანები ფირუზისფრად გადაღებეს და წითელი არშია დატოვეს - ისეთივე ფერით, როგორიც იყო შსს-ს თანამშრომლების პერანგები.

image

მაგრამ არც ფირუზისფერმა გაამართლა- მილიციის მანქანების გარჩევა შეუძლებელი გახდა ქუჩაში მანქანების მზარდი მოძრაობის ფონზე.


გადაწყდა ისევ შეეცვალათ ფერი.ეს საქმე ანდეს მოსკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიზაინის განყოფილების სპეციალისტებს. ბიჭებმა დაფიქრდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე კაშკაშა (განსაკუთრებით შებინდებისას) წითელი და ლიმონისფერია. მაგრამ, რადგან წითელი მეხანძრეებს ჰქონდათ დაკავებული. ამიტომ გადაწყდა მილიციის მანქანების კაშკაშა ყვითელ ფერში შეღებვა.

image

გარდა ამისა, იმავე დიზაინერებმა დაადგინეს, რომ სხვა მძღოლები სახანძრო მანქანებს გაცილებით მეტჯერ უთმობდნენ გზას, თუ მათ ასევე დასდევდათ დამატებითი ზოლი. ანუ კონტრასტული ზოლის მქონე მანქანა უფრო შესამჩნევი იყო გზაზე. ამიტომ გადაწყდა მილიციის მანქანების ყვითელ ფერს ლურჯი ზოლის დაემატებინათ ძველი წითელის ნაცვლად.

image


1988 წელს სსრკ-ში ყვითელ-ლურჯი ფერის მილიციის მანქანები მოულოდნელად გაუქმდა. ერთი ვერსიით - პერესტროიკის დროს ქვეყანაში შესაბამისი საღებავის მწვავე დეფიციტი შეიქმნა. მეორე ვერსიით, საბჭოთა კავშირში ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს მიჰყოლოდნენ დასავლურ მოდის ტენდენციებს, სადაც პოლიციის მანქანები ნაკლებად ჭყეტელა ფერებში იყო შეღებილი. მესამე ვარიანტით, რომელიც ალბათ რეალობასთან უფრო ახლოს ნათქვამია, ყვითელი მანქანები კრიმინალებისთვის ძალიან თვალშისაცემი იყო - ბუჩქებში ჩასაფრების დროსაც კი შეიძლებოდა მათი შემჩნევა.






0
1319
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0