x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 უწყინარი რამ, რაც წარსულში სასტიკად იკრძალებოდა

image


თანამედროვე ადამიანი თავის წინაპრებს ვერასდროს გაუგებს. ახლა უკვე ბევრ სახელმწიფოში სიტყვისა და რელიგიის სრული თავისუფლებაა, ადამიანები კი, ისე ცხოვრობენ როგორც თავად სურთ. უწინ კი, ყველაფერი სხვაგვარად იყო, დაახლოებით 100 წლის წინ მოქალაქეებს მხლოდ იმის გამო აპატიმრებდენ, რომ ისე არ ფიქრობდნენ "როგორც უნდა ეფიქრათ". ადამიანებს აკრძალული წიგნების კითხვისთვისაც კი სჯიდნენ. მეტიც, შეეძლოთ ისინი ამის გამო დაეხვრიტათ კიდეც. ალბათ, ყველას სმენია "ანტისაბჭოთა ელემენტების" შესახებ, როცა სახელმწიფოში არსებული პოლიტიკის გამო ადამიანებს განსხვავებული შეხედულებისა და საკუთარი რწმენისთვის სიცოცხლეს ასალმებდნენ. რუსეთში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, გარკვეული ნივთების ტარება, გართობა და წიგნების კითხვა საკანონმდებლო დონეზე იკრძალებოდა. წარმოგიდენთ 10 აკრძალვას, რომელიც წარსულში მოქმედებდა.




1. შარვლები ქალებისთვის


image


ყველამ იცის რომ ადრე ქალები შარვლებს არ ატარებდნენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ეს საკანონმდებლო დონეზე იყო აკრძალული. საფრანგეთში მე-19 საუკუნის დასაწყისში ქალებს შარვლის ტარების უფლება ჰქონდათ, თუმცა ამისთვის ჯერ პოლიციისგან ნებართვა უნდა მიეღოთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კანონში ცვლილება შევიდა. ქალებს მამაკაცის სამოსის ტარება ველოსიპედით სეირნობისას ან ცხენის ჯირითისას ევალებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა არ აცდებოდათ. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქალები ამ კანონს უკვე აღარ იცავდნენ, თუმცა ძალაში ის ჯერ კიდევ რჩებოდა. შარვლებში გამოწყობილ მოდის მოყვარულებს არც არავინ აჯარიმებდა და არც აკავებდა, კანონი მხოლოდ 2013 წელს გაუქმდა.





2. საკრედიტო ბარათები მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის


image


ქალების უფლებებს მხოლოდ საფრანგეთში არ არღვევდნენ, მაგალითად, ამერიკაში ქალბატონებისთვის საკრედიტო ბარათის გაცემა იკრძალებოდა. მართლია, ამის შესახებ კანონი ოფიციალურად დამტკიცებული არ იყო, თუმცა ყველა ბანკი ამ წესს იცავდა, სანამ ქალი ბარათს მიიღებდა მას ჯერ ქმრის თანხმობა უნდა წარედგინა, ვინაიდან დოკუმენტზე ხელს სწორედ ის აწერდა. ამ სიტუაციიდან მარტოხელა ქალები როგორ გამოდიოდნენ, ისტორია დუმს. ალბათ, მათ საკრედიტო ბარათზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. ქალებისთვის სესხის თანხაც ასევე საკმაოდ მცირე იყო. ის მათი შემოსავლის ნახევარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. 1974 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც საკრედიტო ბარათის მიმღებთათვის გენდერული თანასწორობის პრინციპებს ადგენდა.




3. შობა


image


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შობაც იკრძალებოდა! 1644 წელს ინგლისელმა პროტესტანტებმა შობის აღნიშვნა აკრძალეს. ისინი ამას იმით ხსნიდნენ, რომ დღესასწაულს წარმართული ფესვები ჰქონდა. ნაძვის ხის მორთვა, სადღესასწაულო კერძების მომზადება აკრძალული იყო. ქალაქში მაცნეები დადიოდნენ და შობის სრული აკრძალვის შესახებ ყველას აცნობდნენ. კანონი 1660 წელს გაუქმდა.




4. ყავის სახლები


image


1675 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ II-მ ყავახანები აკრძალა. შეუძლებელი იყო ყავით, ჩაით და ტკბილეულით ვაჭრობა. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სიზარმაცე სახელდებოდა. ადამიანები, რომლებიც ყავახანებში იკრიბებოდნენ, საუბარში დიდ დროს ხარჯავდნენ, როცა შეეძლოთ ის დრო სამუშაოსთვის დაეთმოთ, თუმცა სინამდვილეში, მიზეზი სულ სხვა იყო. ჩარლზ II-ს შეთქმულების ეშინოდა. ის შიშობდა რომ კაფეში შეთქმულების მონაწილეები შეიკრიბებოდნენ და აჯანყებას მოაწყობდნენ. კანონი ისე გაუქმდა, ძალაში არც კი შესულა.





5. პოპკორნი



image


როდესაც პირველი კინოთეატრები გაჩნდა, მაყურებელს პოპკორნზე არც კი უფიქრია. საქმე იმაშია, რომ კინო მოსახლეობის მაღალი ფენის პრივილეგიას წარმოადგენდა. იქ მხოლოდ ისინი დადიოდნენ, ვინც სუბტიტრების კითხვა იცოდა. კინოთეატრები უმაღლესი კლასის - ძვირადღირებული ავეჯითა და ხალიჩებით იყო გაწყობილი, როდესაც ფილმების გახმოვანება დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა. კინოთეატრებში სიარული უკვე დაბალი ფენის წარმომადგენლებმაც დაიწყეს. ჩვენების წინ ისინი პოპკორნს ყიდულობდნენ და ფილმის ყურებისას მიირთმევდნენ. პოპკორნს მაშინ ყველა კუთხეში ჰყიდნენ. მალე ამ "გემრიელობის" გამყიდველებმა კინოთეატრებში თავიანთი "საპატიო ადგილი" დაიკავეს.





6. საცურაო კოსტიუმები


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში საზოგადოება საცურაო კოსტიუმების მოდამ გააოცა. ისინი ადრეც არსებობდა, მაგრამ ჩვეულებრივ ტანსაცმელს წარმოადგენდა, რომელიც მთელს სხეულს ფარავდა. მოდური საცურაო კოსტიუმები კი ცოტა განსხვავებულად გამოიყურებოდა, უმკლავებო კოსტიუმები ტანს მთლიანად ეკვროდა. ქალები, რომლებიც ასეთი საცურაო კოსტიუმების ტარებას ბედავდნენ, პოლიციის განყოფილებაში იგზავნებოდნენ. მსგავსი ინციდენტი ბევრ ქალაქში ხდებოდა. ნიუ-იორკის პოლიციაში სამუშაოდ ორი ათეული ქალი აიყვანეს. მათი მთავარი მოვალეობა სანაპიროზე წესრიგის დაცვა იყო, ისინი დამსვენებელთა ჩაცმულობას ამოწმებდნენ, დამრღვევებს ავლენდნენ და "დამნაშავეებს" აკავებდნენ. 1930 წელს კანონი გაუქმდა.





7. ბიკინები


image


თუ საცურაო კოსტიუმები იკრძალებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ ბიკინზე რა მოხდებოდა. ის საერთოდ უხამსობის მწვერვალად ითვლებოდა. ბიკინის გაყიდვაც კი აკრძლული იყო, მის ტარებაზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ. პირველად, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის უფლება ესპანეთის ქალაქ ბენიდორმის მერმა გასცა. საქმე იმაშია, რომ ქალაქს ტურისტები სტუმრობდნენ, ხოლო ბიკინის აკრძალვა მათ უკმაყოფილებას იწვევდა. პედრო სარაგოსამ იმას მიაღწია რომ ის ოფიციალურად დასაშვები გახადა, რადგან მას სულელური აკრძალვების გამო ტურისტების დაკარგვა არ სურდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიკინის ტარება მთელს ესპანეთში დაიწყეს.



8. ფეხბურთი


image


ფეხბურთის სამშობლო - ინგლისი და შოტლანდიაა. ამ ქვეყნების მეზღვაურები მთელს მსოფლიოში მოგზაურობდნენ, პორტში გაჩერებულებს კი, ფეხბურთის თამაში უყვარდათ. თამაში სხვა ქვეყნების ხალხის ყურადღებასაც იპყრობდა. თანდათან ფეხბურთი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, მაგრამ თავად ინგლისში თამაში აკრძალული იყო. ეს მხოლოდ ლონდონს ეხება. მე-14 საუკუნის დასაწყისში ედუარდ II-მ ფეხბურთის თამაში აკრძალა, რადგან მოთამაშეები ძალიან დიდ ხმაურს იწვევდნენ. მეფეს ასევე შედეგებისაც ეშინოდა. თამაში იმდენად თავშესაქცევი იყო რომ საკმოდ დიდხანს გრძელდებოდა, რის შემდეგაც მოთამაშეები ხშირად არეულობას აწყობდნენ. იმ დროს მასობრივი ჩხუბი არც თუ ისეთი იშვიათი მოვლენა იყო, რაც სწორედ - ფეხბურთის დამსახურება გახლდათ. თამაშს ედუარდ III-მაც კრძალავდა. მისი აზრით, მშვილდოსნობა ბევრად უფრო სასარგებლო იყო. არსებობს მოსაზრება, რომ თამაშში მონაწილეობა მეფესაც სურდა, მაგრამ არისტოკრატებს თავისთვის ასეთი გართობის უფლების მიცემა არ შეეძლოთ, ამიტომ მეფემ ფეხბურთის აკრძალვა გადაწყვიტა.





9. ჭადრაკი


image


ჭადრაკი აკრძალული ბევრ ქვეყანაში იყო, მათ შორის საფრანგეთში, იაპონიასა და სპარსეთში. ხელისუფლება თამაშის აკრძალვას სხვადასხვა გზით ხსნიდა. მაგალითად, საფრანგეთის მეფე ლუდვიგ IX-მ მას უსარგებლო უწოდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აკრძალვა ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც მოქმედებს. საუდის არაბეთსა და ავღანეთში ჭადრაკის თამაში აკრძალულია, ვინაიდან მოთამაშეებმა შეიძლება ლოცვა გამოტოვონ, ასევე ამ ქვეყნებში ჭადრაკი აზარტულ თამაშად ითვლება. სხვა ვერსიით, ეს სამაგიდო თამაში რელიგიის გამოა აკრძალული. ამ თამაშში შედეგი მხოლოდ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, ანუ მათ უმაღლესი ძალები არ ეხმარებიან, რომელთა იმედიც ადგილობრივებს ყველაფერში აქვთ. ხელისუფლებას ეშინია, რომ რელიგიის გავლენა ადამიანებზე შემცირდება და ისინი საკუთარ ძალებს ირწმუნებენ.





10. ბოულინგი


image


კიდევ ერთი უწყინარი თამაში, რომელსაც მსგავსი ბედი ეწია. ისევ 1366 წლის ინგლისში დაბრუნება მოგვიწევს. ედუარდ III-მ არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ ბოულინგიც აკრძალა. ხომ გახსოვთ, რომ მშვილდოსნობა ბევრად უფრო სასარგებლოა? ასე მოქმედებდა ჰენრი VIII-ც, თუმცა მან მოსახლეობის მაღალ ფენებს ბოულინგის თამაშის უფლება იმ მარტივი მიზეზის გამო მისცა რომ ამ თამაშს ის თავადაც აღმერთებდა. ბოულინგის ბილიკის მფლობელები სახელმწიფო გადასახადს ხაზინაში იხდიდნენ. ბილიკი შეიძლება მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ყოფილიყო გამოყენებული. იკრძალებოდა როგორც ბოულინგ - კლუბები, ასევე სხვა დაწესებულებები, სადაც მამაკაცებს ფულზე თამაში შეეძლოთ.



0
857
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
857