x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე უცნაური ფოტოები შორეული კოსმოსიდან

image


ადამიანი ყოველთვის ცდილობდა ეპოვა ღმერთები და დემონები იქ, სადაც ისინი უბრალოდ არ იყვნენ, 21-ე საუკუნის მიუხედავად შეთქმულების თეორიის მოყვარულები კვლავაც განაგრძობენ კოსმოსური ტელესკოპების მიერ დედამიწისთვის გადაცემულ ფოტოებზე არამიწიერი წარმოშობის არსებების დამადასტურებელი მტკიცებულების აღმოჩენას. ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებს - ვინ იცის, იქნებ თქვენც მოგეჩვენოთ რომ ამ კადრებში კიდევ უფრო მეტი რამ იმალება.





სახე მარსზე


image


როდესაც "NASA- ას კოსმოსურმა ხომალდმა "ვიკინგ 1" -მა მარსის პირველი სურათები გაავრცელა, საზოგადოება ადამიანის სახის მსგავსი ობიექტების სიმრავლით შოკირებული იყო. მაგალითად, ამ ფოტოს, შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება უწოდეს.



ვირთხები კოსმოსში


image


2003 წელს მარსზე გადაღებული ფოტოებიდან საზოგადოების ცხოველი ინტერესი განსაკუთრებით ერთმა კადრმა გამოიწვია. "Curiosity"-მა სურათების სერია გაავრცელა, რომელთაგან ერთ-ერთზე ენთუზიასტებმა ვირთხა შენიშნეს, თუმცა საგულდაგულო დათვალიერების შემდეგ ვირთხა ჩვეულებრივი ქვა აღმოჩნდა.




უფლის ხელი


image


"NASA"-ს სპეციალისტებმა ეს ფოტო პრეს - სამსახურს დაუფიქრებლად გადასცეს. პუბლიკაციამ მთელი რიგი რელიგიური არეულობა გამოიწვია: ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ტელესკოპმა უფლის ნამდვილი ხელი გადაიღო. სინამდვილეში, ჩვენ წინაშე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებული სპექტრული ფოტოა.




მეგობრული პლუტონი


image


"NASA"-ს ზონდმა წარმოუდგენლად ახლო დისტანციიდან პლუტონის ფოტოები გადაიღო. ერთ-ერთ მათგანზე პლანეტა ისეა მობრუნებული რომ მასზე გულის სიმბოლოს დანახვაც კი შეიძლება. მეცნიერები თვლიან რომ ის მეთანისა და აზოტის ნარევისგან შედგება.




კოსმოსური მიკი მაუსი


image


ზოგადად, კოსმოსურ ობიექტებში ნაცნობი სილუეტების ამოცნობა - ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მერკურის ამ ფოტოზე, მაგალითად, ადამიანებმა არც მეტი, არც ნაკლები მიკი მაუსის სახე ამოიცნეს.




კატის თვალი


image


ეს ფოტო შეთქმულების თეორიის მოყვარულებს ჰაბლის ტელესკოპმა უსახსოვრა, გვერდიდან კოსმოსური მტვრის ღრუბელი კატის თვალს მოგაგონებთ.



ცხენის თავი


image


ამ გამოსახულების ფერმა და გარეგნულმა მხარემ მეცნიერები ფაქტიურად აიძულა ის ასეთი საკამათო სიტყვით განესაზღვრათ. ჩვენ თვალწინ - ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე ცხენის თავის ნისლეულია.




Jack of Shadows


image


ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ეს ფოტო სწორედ ჰელოუინის წინა დღეს არის გადაღებული. შიშის მომგვრელი პლანეტა მაშინვე ჯოჯოხეთად მონათლეს.


0
209
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
209