x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
8 საინტერესო ფაქტი ბანანის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

image


1. ბანანი – ჯანჯაფილის ნათესავია.

2. ის ხე არ არის, – ბალახია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ღერო მაღალი და სქელია, მასში მერქნის ნასახი არ არის.

3. ბანანი – კენკრაა.

4. ცნობილია ბანანის 1000–ზე მეტი სახეობა, მაგრამ ბევრი საკვებად საერთოდ არ გამოიყენება. ეს ტექნიკური ბანანია, რომელსაც გემოს აღჭურვილობის და ქსოვილის დასამზადებლად იყენებენ.

5. ბანანის მომწიფებას უჩვეულოდ დიდი დრო სჭირდება – 9–დან – 18 თვემდე, სახეობების მიხედვით. ამიტომ, მისი მოყვანა შეუძლებელია, მაგ., ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

6. ფილიპინელები ბანანისგან კეტჩუპს აკეთებენ.

7. ბანანისგან საპნის დამზადებაც შეიძლება.

8. ყველა ბანანი ყვითელი არ არის. მას სხვადასხვა ფერი აქვს და საგემოვნო თვისებებითაც განსხვავდება. გარდა ამისა, არის კურკიანი ბანანიც!

ქვემოთ შეგიძლიათ, ბანანის ზოგიერთ ჯიშს გაეცნოთ:


ცისფერი იავა. ამ ბანანს ცისფერი ქერქი და ვანილიანი ნაყინის გემო აქვს.image


მარტორქის რქა. იზრდება 60 სმ–მდე.image


Musa Ae Ae. ეს ძალიან იშვიათი ჯიშია. ზოლიანი ბანანი, მომწიფებისას – ყვითლდება.image


ცისფერი ბირმული. რატომ ჰქვია ამ ჯიშს ცისფერი – უცნობია. აშკარად, იისფერი არის. მაგრამ, ნამდვილად რომ ლამაზია!image


ველური ბანანი. ისეთივე მკვრივი კურკა აქვს, როგორც ყურძენს. თან, ძალიან ბევრი.image


ყვავილი–ბანანი. ის ნაყოფს არ იძლევა, უბრალოდ დეკორატიულია და ლამაზ ყვავილს იკეთებს.image


Kluay. ბანანი–უკადრისა ყველაზე დიდი ზომის ბანანია. მაგრამ, ტრანსპორტირებას საერთოდ ვერ იტანს. უბრალო შეხებაც კი საკმარისია და მისი ნაყოფი, მაშინვე ფაფისებრ მასად იქცევა. ეს საოცრება ტაილანდში იზრდება.image


შავი ბანანი. ბადრიჯანს ჰგავს, მაგრამ ბანანის ჩვეულებრივი გემო აქვს.image


ვარდისფერი, იგივე ხავერდოვანი ბანანი. მწიფე ბანანი თვითონ იხსნება და ძალიან გემრიელი ნაყოფი აქვს. მაგრამ, ბევრ კურკას შეიცავს და ამიტომ, მას ძირითადად, როგორც დეკორატიულ მცენარეს ისე ზრდიან.image


image
imageimageimageimage





0
781
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0