x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135766
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
რატომ ასაღებენ ნორვეგიაში მეძავები თავს უკრაინელებად?
image

ათასობით უცხოელი ქალი, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, მუშაობს ნორვეგიის ბორდელებში. გამოცემა NRK-ის ცნობით, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი მათგანი საკუთარ თავს უკრაინელებად ასაღებს, რათა უფრო მეტი კლიენტი მიიზიდო.


მამაკაცები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ "სიყვარულის ქურუმები" არიან ლტოლვილები უკრაინიდან, უფრო ხშირად ირჩევენ ასეთ ქალბატონებს და უხდიან მათ ჩვეულებრივზე მეტს, რა დროსაც ცინიკურად აერთიანებენ სიამოვნებასა და სიბრალულს.


image


სექსოლოგები ასეთ წარმატებულ სქემის იმით ხსნიან, რომ კლიენტი თავის სამარცხვინო ქმედებას რომელიც დაკავშირებულია სექსთან ფულის სანაცვლოდ, ამართლებს იმით, რომ "ზრუნავს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ჩავარდნილ ქალზე". ამავდროულად, იმავე ნორვეგიაში, უკრაინელი მოქალაქეები შეადგენენ სექსმუშაკების მნიშვნელოვან რაოდენობას, ბევრი მათგანი ნორვეგიის სამეფოში უკრაინაში გაჩაღებულ ომამდე ბევრად უფრო ადრე ჩავიდა. მაგრამ, სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინელმა ქალებმა ისარგებლეს სიტუაციით და ნორვეგიის ხელისუფლებას ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.

image

ბოლო ხანებში იმატა იმ სექს-მუშაკების რაოდენობამ, რომლების უკრაინელ ქალებად ასაღებენ თავს. სპეციალიზებულ საიტებზე კითხვარებში მიუთითებენ, რომ ქვეყანაში უკრაინიდან ჩამოვიდნენ.


როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლიციის ოლქის ადამიანებით ვაჭრობის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა სინდრა კლეპემ განაცხადა, ფაქტობრივად, უმრავლესობას არ აქვს უკრაინული პასპორტი. ამავდროულად, ყალბ უკრაინელ ქალებს შორის არიან ქალები მოლდოვადან, ესპანეთითან, ლიეტუვადან და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რუსეთიდანაც კი. ყველა მათგანმა პოლიციაში აღიარა, რომ უკრაინელად თავის გასაღების შემდეგ კლიენტთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

„ქალები, როგორც წესი, არ ამხელენ თავიანთ ეროვნებას. მოხდა ცვლილება და ეს არის ცინიზმი, მეტი რიღათი უნდა გაგვაკვირვონ"-დასძინა სანდრა კლეპემ.



0
434
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0