ფეხბურთი "ერთსაც დავწერ ფეხბურთზე და ეგაა... ამას წინათ შემხვდა რაღაც ნაწყვეტი ტელეგადაცემიდან, სადაც ის ლორწო ტიპი, ნოე უსვამს უკიდურესად იდიოტურ შეკითხვას ვლადიმერ გუცაევს"-ბაკურ სვანიძე 2022, 27 ივლისი, 18:54
"ერთსაც დავწერ ფ ე ხ ბ უ რ თ ზ ე და ეგაა. ამას წინათ ინტერნეტში შემხვდა რაღაც ნაწყვეტი ტელეგადაცემიდან, სადაც ის ლ ო რ წ ო ტიპი, ნ ო ე უსვამს უკიდურესად იდიოტურ შეკითხვას ვლადიმერ გ უ ც ა ე ვ ს - "ბატონო ვოვა, ამბობენ, ნოდარ ა ხ ა ლ კ ა ც ს რომ არ ჰყოლოდა ის კონკრეტული ფეხბურთელები ე ვ რ ო პ უ ლ თასს ვერ მოიგებდა და თქვენ რას იტყვითო?" -
გუცაევმა რაღაცეები მიუხვია-მოუხვია, აბა ხომ არ ეტყოდა, დებილი ხარ შეჩემისაო? მარა მე ვეტყვი ნოესაც და ყველა ასე მოაზროვნე ტუტუცს - ფეხბურთზე თქვენნაირებმა საერთოდ სიტყვა არ უნდა თქვან არასოდეს... რას ჰქვია "ის ფეხბურთელები რომ არ ჰყოლოდა"? მოიცა, თქვენი აზრით ეგ ფეხბურთელები ციდან ჩამოცვივდნენ? სწორედ ეგაა გენიალური მწვრთნელის თვისება, რომ ს წ ო რ ა დ არჩევს ფეხბურთელებს... ნოდარ ახალკაცია ის კაცი, ლეგენდარული მანუჩარ მ ა ჩ ა ი ძ ე რომ სკამზე დასვა და მინდორზე ახალგაზრდა ზაურ ს ვ ა ნ ა ძ ე შეუშვა, ნოდარ ახალკაცია ის კაცი, საბჭოთა ნ ა კ რ ე ბ ი ს გამორჩეული წევრი რევაზ ჩ ე ლ ე ბ ა ძ ე, წინა სეზონის ტრიუმფატორი ბომბარდირი რომ ჩაანაცვლა ჯერ კიდევ ახალგაზრდა რამაზ შ ე ნ გ ე ლ ი ა თ ი! "ლივერპულის" დაცვის მარცხენა ფლანგის ამკლები და ს ა გ ო ლ ე პასის გამკეთებელი გიორგი ჭ ი ლ ა ი ა რომ "ზამენაზე" გადაიყვანა მეორე წელს, იმიტომ, რომ ფორმა დაკარგა და თან გენიალური ვიტალი დ ა რ ა ს ე ლ ი ა გამოჩნდა! მაშინ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავზე ახალკაცს - "ჩელეს", მანუჩარს, ჭილაიას, ეს როგორ გაუბედაო?! მაგრამ იმ კაცმა თავისი გაიტანა და შ ე დ ე გ ი ც დადო! ალექსანდრე ჩ ი ვ ა ძ ე ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში ჩამოწია და თენგიზ ს უ ლ ა ქ ვ ე ლ ი ძ ე ლამის ყანიდან დააბრუნა ფეხბურთში... აბა, ახლანდელი ფეხბურთის მესვეურები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები რომ ყოფილიყვნენ, "ჩელეს" და მანუჩარს კიდევ 20 წელი არ ჩაანაცვლებდნენ, ხელშეუხებლები იქნებოდნენ და ევროპის თასი კი არა, შეიძლება საბჭოთა უმაღლესი ლიგიდანაც გავვარდნილიყავით... ჭილაიას კი, ალბათ, 80 წლის ასაკამდე ათამაშებდნენ, რადგან "ლივერპულის" დაცვას გადაუარა ერთხელ! ბიჯო! ფეხბურთელებზე რომ იყოს ეს ყოველივე დამოკიდებული, საერთოდ რად უნდათ მწვრთნელი? შეიკრიბებოდნენ თვითონ და ითამაშებდნენ. პრინციპში ეგრეც იყო საქართველოს 90-ანი წლების ნაკრები - არველაძე არველაძე-არველაძე-ქინქლაძე -ჯამარაული-ნემსაძე და ჰაიდაააა! არავინ არ დაეძებდა იმ კონკრეტული მომენტისთვის იყო თუ არა ფორმაში კონკრეტული ფეხბურთელი - "აუ, შარშანწინ უ ე ლ ს ს რა შეუსრულა ძმაო" - იყო საიმისო არგუმენტი რომ ტიპი 20 წელი ნაკრების უცვლელი წევრი ყოფილიყო... არც ერთ ახალწვეულს არანაირი შანსი არ ჰქონდა და კიდეც მივიღეთ "წარმატებული შეგედები"... ახლა არის რაღაც გამონათება... ს ა ნ ი ო ლ ი ს მუშაობის სტილი მართლა მომწონს... თუმცა ეგეთი გადმონაშთები მაინც ეტყობა, უკვე მ ო ბ ე რ ე ბ უ ლ ლორია-კაშიას რომ ვერ ელევა, მაგრამ ბევრად ნაკლები დოზითაა და იმედია ესეც მალე აღმოიფხვრება... ფეხბურთი ავტორიტეტებმა კი არა, იმ კონკრეტულ მომენტში ფორმაში ყველაზე კარგად მყოფმა კონკრეტულმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ... და ამის გარანტორი უნდა იყოს მწვრთნელი! სწორედ ასეთი იყო ნოდარ ახალკაცი. თუ გახსოვთ, 1982-შივე დაიწყო 1981-ის ტრიუმფატორი გუნდის გ ა დ ა ხ ა ლ ი ს ე ბ ა უკვე! მაგრამ "ნოესნაირებმა" არ აცალეს, მოუწყვეს ი ნ ტ რ ი გ ა და გააგდეს გუნდიდან. მთავარი ინტრიგანი უმცროსი მ ე ს ხ ი იყო, რომელიც მართლაც ფენომენი იყო, მაგრამ აი, ასეთი ხასიათის გამო ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი დიდხანს, არადა ახალკაცს რომ მინდობოდა და არ ეინტრიგნა, მართლაც უდიდესი ფეხბურთელი დადგებოდა! მაგრამ არჩია "იოლი გზა" და ინტრიგები და იმ წელს უახალკაცო "დ ი ნ ა მ ო ს" არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი ჰქონდა - ლამის გავარდა უმაღლესი ლიგიდან! დააბრუნეს ახალკაცი და იმავე წელს, გადახალისებული გუნდი (მოვიდნენ მალხაზ არზიანი, თემურ ქეცბაია, გრიგოლ ცაავა, მამუკა ფანცულაია...) მეხუთე ადგილზე გავიდა და უ ე ფ ა ს თასზე თამაშის უფლება მოიპოვა... ისევ გააგდეს ახალკაცი ინტრიგანებმა და ახალკაცის აწყობილი გუნდი ლენინგრადელ გერმან ზ ო ნ ი ნ ს გადააბარეს... ახლაკაცის "მანქანამ" ინერციით მაინც იმუშავა და ევროტუირნირიდან გამოთიშა სოფიის "ლოკომოტივი", ბუქარესტის "ვიქტორია" და ლამის ზედ მიაყოლა ბუნდელისგური ბრემენის "ვერდერი"... ეგ იყო და ეგ... მომდევნო წელს ზონინის "დინამომაც" ჩაიდჟვა და იმის მერე ეს კლუბი აღარც მოსულა აზრზე... ახლა მიხვდით რა არის მწვრთნელი ნოესნაირებო?" - წერს სოციალურ ქსელში ბაკურ სვანიძე. 213 3-ს მოსწონს
|