x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ კარგავდნენ გოგონები ქალწულობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image


1. აღმოსავლეთში ოდესღაც "კადებერიზებად" წოდებული ხალხი ცხოვრობდა, რომელთა ერთადერთი მოვალეობა და პროფესია ქორწინებამდე გოგონების დეფლორაცია იყო, რაც მეტად საპასუხისმგებლო და სახიფათო საქმედ ითვლებოდა.


image


2. ძველ სკანდინავიურ ტომებს კი ასეთი ჩვეულება ჰქონდათ. საქორწინო ღამემდე, სიბნელის დადგომასთან ერთად, გრძნეულს ქალწული ტყეში მიჰყავდა, სადაც ცეცხლს ანთებდა და ქალღმერთ ფრეიეს მსხვერპლს - ცხენირემს ან ტახს სწირავდა, რის შემდეგაც გოგონასთან სქესობრივ რიტუალურ კავშირს ამყარებდა, თუ სქესობრივ აქტს თან საქალწულე აპკის დარღვევა და სისხლდენა არ ახლდა, მსხვერპლი მიუღებლად ითვლებოდა, თუმცა მეორე მცდელობაც დასაშვები იყო, და თუკი ეს მცდელობაც წარუმატებლად დასრულდებოდა, გოგონა ღმერთების მიერ უარყოფილად ითვლებოდა და მარადიული მარტოობისთვის იწირებოდა. ასეთ შემთხვევებში ქორწინება იშლებოდა, ხოლო შეუმდგარი ქმრისთვის ახალი ცოლის ძებნა იწყებოდა.


image


3. ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და ბევრ სხვა მუსლიმანურ ქვეყანაში დღემდე შემორჩენილია საზეიმო დეფლორაციის ტრადიცია, როდესაც საქალწულე აპკი თეთრ ქსოვილში გადახვეული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ირღვევა, რომელიც რაღა თქმა უნდა, ალისფრად უნდა შეიღებოს.


image


4. სლოვაკეთის ჩრდილოეთით, ბოსნია-მონტენეგროში კი პატარძლის დეფლორაციას საკუთარ თავზე სიმბოლურად საქმროს "მეგობარი" იღებდა, რომელიც ქორწილში მთავარ პერსონად ითვლებოდა.


image


5. ტიბეტში ქალწულზე დაქორწინება ცუდ ტონად ითვლებოდა, ხოლო თუ ამ ფაქტის შესახებ სოფელიც გაიგებდა, წყვილი შეიძლება დასახლებიდან საერთოდ განედევნათ კიდეც... ქორწილამდე გოგონა ვალდებული იყო არც მეტი, არც ნაკლები 20 კაცს დანებებოდა, თან ტიბეტი არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულად მჭიდროდ დასახლებული ადგილი, რაც აღნიშნულ იდეას კიდევ უფრო მეტ ექსტრიმსა და სიმწვავეს მატებდა, თუმცა ქმრისთვის პარტნიორთა რაოდენობის შესახებ საუბარი არაეთიკურად ითვლებოდა.


image


6. ოკეანეთში ტრადიციის მიხედვით, საქმრო მომავალ ცოლს თავის რამდენიმე მეგობარს ანდობდა, რომლებიც მასთან დასახლებიდან მოშორებით რამდენიმე დღეს ატარებდა, საქორწინო ცერემონია კი მხოლოდ იქიდან დაბრუნების შემდეგ იწყებოდა.


image


7. ზაკაის ტომში (კუნძული სუმატრა) პატარძლისთვის დეფლორაცია მამას უნდა გაეკეთებინა, რომელსაც ამ "საპასუხისმგებლო" საქმეში პატარძლის ბიძებიც ეხმარებოდნენ, ანუ მამისა და დედის ძმები, ასაკის და მიუხედავად. უბედური გოგოს საწოლთან ზოგჯერ 10-დან 70 წლამდე 25-მდე მამაკაცი იკრიბებოდა.


image


8. ცნობილი კულტუროლოგი მირჩა ელიადე წიგნში "შამანიზმი": ექსტაზის არქაული ტექნიკა" - მოხუცი შამანი ქალების მიერ ახალგაზრდა შამანი გოგონასთვის ქალწულობის დაკარგვის შესახებ მოგვითხრობს: "გოგონას აშიშვლებენ, ცხვრის ტყავის ლოგინზე აწვენენ და მუდმივი მაგიურ მოძრაობების ფონზე ზემოდან დარიჩინის ფოთლებს აფარებენ, რის შემდეგაც ქალი-შამანები გოგონას მკერდის, მუცლისა და სასქესო ორგანოების წოვას ისეთი ძალით იწყებენ, რომ ახალგაზრდა შამანი ექსტაზს აღწევს და ქალწულობას კარგავს".


image


9. ძველ ინდოეთში დეფლორაციის პროცედურას ფულის სანაცვლოდ ამ "ხელობაში" საგანგებოდ გაწაფული ადამიანები ასრულებდნენ. ასეთ სპეციალისტთან გოგონას მიყვანის გადაწყვეტილებას დედა იღებდა. დეფლორაცია ქვისგან, ხისგან ან სხვა მასალისგან დამზადებული ფალოსის სიმბოლოს დახმარებით ხდებოდა. ამის შემდეგ გოგონას საშოში სამკურნალო ფოთლებისგან დამზადებულ სპეციალურ საშუალებას ათავსებდნენ, რომელიც საქალწულე აპკის კედლებს ახორცებდა და უსიამოვნო შეგრძნებასაც ამცირებდა. სისხლს, რომელსაც გოგონა ამ პროცესის განმავლობაში კარგავდა მშობლების გადაწყვეტილებით აგროვებდნენ და შემდგომში შესალოცად იყენებდნენ.


image


0
2224
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2224